x
მეტი
  • 20.01.2022
  • სტატია:116336
  • ვიდეო:353097
  • სურათი:490174
ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოვლინდა მსოფლიოს ულამაზესი ქალი
image2020 წელს კონკურსი პანდემიის გამო გაუქმდა, მაგრამ ახლა საბოლოოდ გაირკვა კიდევ ერთი გამარჯვებული.მექსიკელი ლამაზმანი ანდრეა მეზა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიხიბლა და ის არ მარტო მოდელია.


ფლორიდაში, აშშ-ში, "მის სამყაროს "69-ე კონკურსზე ნანატრი გვირგვინი მოიგო 26 წლის გოგონამ მექსიკიდან ანდრეა მეზამ, მას 73 კონკურენტი უპირისპირდებოდა.

image

"რა მაგარი მომენტია! მზად ვარ ამ მოგზაურობისთვის", "მექსიკა ეს შენთვისაა", - სიხარულით დაპოსტა ლამაზმანმა საკუთარ ინსტაგრამზე, სადაც 910 ათასი გამომწერი ჰყავს.


"ჩვენ ვამაყობთ თქვენით" - ერთხმად უპასუხეს აღფრთოვანებულმა გულშემატკივრებმა.

image

ანდრეა ჩიუაუაში დაიბადა, მას აქვს ჩინური ფესვები და 40-მდე ბიძაშვილ-მამიდაშვილი ჰყავს.


ლამაზმანი არა მარტო სამოდელო ინდუსტრიაშია. ის არის ვიზაჟისტი და აქვს პროგრამების ინჟინრის დიპლომი, გოგონა წარმატებით აერთიანებს ყველა საქმიანობას. ანდრეა "ამაყობს იმით, რომ ქალია და დომინირებს მამაკაცების სფეროში "

image

გოგონას ექსტრემალური სპორტის სახეობებიც იტაცებს: მას უყვარს კროსფიტი, კლდეზე ცოცვა და სენდბორდინგი.


გარდა ამისა, ანდრეა არის ვეგანი და აქტივისტი, რომელიც მუშაობს ქალთა საქმეთა მუნიციპალურ ინსტიტუტთან, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დასრულდეს გენდერული ძალადობა .

image

გოგონამ ასევე გადაწყვიტა ებრძოლოს სტერეოტიპებს გარეგნობაზე, სცენიდან ანდრეამ განაცხადა, რომ "სილამაზე გულიდან მოდის".

”არასოდეს მისცეთ უფლება ვინმემ გითხრათ, რომ შენ არაფრის ღირსი ხარ”, - თქვა გამარჯვებულმა.

image

0
950
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
950
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0