x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ყველაზე დიდი ტერაქტი სსრკ-ს ისტორიაში-როგორ ააფეთქა აზერბაიჯანელმა კაცმა თვითმფრინავი
image


1973 წლის 17 მაისს სსრკ – ს ისტორიაში ყველაზე დიდი ტერაქტი მოხდა. ჩიტას თავზე. 32 წლის მამაკაცმა სცადა თვითმფრინავის გატაცება და ჩინეთში გაფრენა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო.ამის შემდეგ მან ააფეთქა თვითმფრინავი. ბორტზე მომხდარ ტრაგიკული ისტორიის დეტალებს ქვემოთ მოგითხრობთ.



1973 წლის 17 მაისს, საღამოს, Tu-104A თვითმფრინავი გაფრინდა მოსკოვიდან ჩელიაბინსკში, საიდანაც შემდეგ ნოვოსიბირსკში, ირკუტსკში და საბოლოოდ ჩიტაში დამჯდარიყო. ირკუტსკში თვითმფრინავის ეკიპაჟი შეიცვალა და ახალი მგზავრებიც მიემატნენ, მათ შორის იყო 32 წლის თენგიზ რზაევი. რზაევი წარმოშობით აზერბაიჯანიდან იყო, ქალაქ კიროვობადიდან .სკოლის დამთავრების შემდეგ ის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში აპირებდა ჩაბარებას, რათა დიპლომატი გამოსულიყო . მაგრამ სასწავლებელში ზრაევი ვერ მოხვდა "არ დააფასეს ახალგაზრდა მამაკაცის მისწრაფებებს, რომელიც სკოლაში ოროსანი იყო, ცუდად ფლობდა რუსულ ენას და არც ერთი უცხო ენა არ იცოდა....მოკლედ, რზაევს მოუწია ჯარში წასვლა, სადაც იგი მსახურობდა განაღმვით ჯარებში.


დიპლომატის კარიერაზე ოცნება არ ასვენებდა ახალგაზრდა კაცს, ამიტომ გადაწვიტა საკუთარი სურვილები ჩინეთში აესრულებონა


”მათ აქ არ ესმით ჩემი, ” - უთხრა რზაევმა თავის მეგობარს, ”მაგრამ ჩინეთში გაიმიგებენ. იქ სწრაფად გავხდებოდი დიპლომატი "



რზაევმა ბორტზე აიტანა იმ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებება, რომელიც საკმარისი იყო თვითმფრინავის განადგურებისათვის - 5, 5-6 კგ ტროტილი. დაახლოებით სამის ნახევარზე მან დაუძახა ბორტგამცილებელს, აჩვენა პაკეტი და უბრძანა მფრინავებისთვის ეთქვა, რომ ის კურსის შეცვლას ითხოვდა. იგი აპირებდა დანიშნულების დასახელებას პირადად, როდესაც პილოტების კაბინაში შევიდოდა.


მოსკოვის დროით 03:36 საათზე თვითმფრინავის მეთაურმა ნიკოლაი ობოდიანსკიმ მიწაზე გადასცა: "კაბინაში თხოვნა მიიღეს კურსის შეცვლის შესახებ, ფრენის მექანიკოსმა ჩართო განგაშის სიგნალი და თქვა" ახლა ისინი კაბინაში შემოვლენ და გვეტყვიან საით უნდა გავფრინდეთ . რამდენიმე წლით ადრე, სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მორიგი მცდელობის შემდეგ, გამოიცა საიდუმლო ბრძანება შსს-ს ან კგბ-ს ოფიცრებს და ეკიპაჟს საზღვრის მიდამოებში ფრენის დროს ფართო უფლებამოსილება მიეცათ ნებისმიერი გზით გაენეიტრალებინათ გატაცების მცდელობა .

მოსკოვი - ჩიტას რეისით მგზავრობდა უმცროსი სერჟანტი, 22 წლის ვლადიმირ ეჟიკოვი, იგი წინა რიგში, პირდაპირ კაბინის უკან იჯდა სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი. მას თან ჰქონდა სამსახურებრივი იარაღი - მაკაროვის პისტოლეტი.


ბორტგამცილებელმა ეჟიკოვს განუცხადა რზაევის მოთხოვნების შესახებ. სერჟანტი მივიდა კრიმინალთან, აჩვენა პირადობის მოწმობა და უბრძანა მას ასაფეთქებელი ნივთიერებების ჩაბარება. მაგრამ მან კატეგორიული უარი მიიღო. ეჟიკოვი აგრძელებდა დაჟინებით მოთხოვნას.

როდესაც რზაევმა გააცნობიერა, რომ სერჟანტის დაშინება შეუძლებელი იყო, მან დანა დააძრო და სერჟანტს მუცელში გაუყარა, მერე კი კაბინისკენ გავარდა. დაჭრილმა ეჟიკოვმა მოასწრო და პისტოლეტი ესროლა რზაევს- ზუსტად გულში გაარტყა.

image

ტერორისტმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ბომბი მოისროლა. შემდეგ მან გააქტიურა ასაფეთქებელი.....

დისპეტეჩერმა ეკიპაჟისგან ბოლო შეტყობინება 03:38 წუთზე მიიღო, თუმცა ამის შემდეგ ეკიპაჟი კავშირზე აღარ გამოდიოდა მალევე შეამჩია, რომ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.


18 მაისს, ადგილობრივი დროით 10:55 საათზე მი -8 ვერტმფრენმა Tu-104A-ს ნამსხვრევები აღმოაჩინა 97-ე კილომეტრში ჩიტას აეროპორტიდან, ხომალდის ნაწილები 10 კილომეტრის მანძილზე იყო მიმოფანტული.თვითმფრინავში მყოფი 81 მგზავრი დაიღუპა.

image

ხუთი თვითმხილველის ჩვენების თანახმად, ჰაერში გაისმა აფეთქება, რის შემდეგაც 09:45 საათამდე ციდან თვითმფრინავის ნაწილები და ადამიანები ჩამოცვივდა. აფეთქების ვერსიას ამყარებდა ე.წ."ღრუბელი", რომელიც რადარის ეკრანზე გამოჩნდა, რაც ტიპიურია, როდესაც საჰაერო სამიზნეები დარტყმებს განიცდიან.

image

ტუ -104-ის აფეთქება ყველაზე დიდი ტერაქტი იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში - გარდაიცვალა 81 ადამიანი. ამან გამოიწვია საბჭოთა აეროპორტებში უსაფრთხოების სისტემების კაპიტალური გარდაქმნა.მგზავრთა და მათი ბარგის შემოწმება ჩასხდომამდე დაიწყეს. გაუქმდა სამოქალაქო სამოსის პოლიციის თანამშრომლების მიერ ფრენების თანმხლები პრაქტიკა, რომელიც არაეფექტურ და პოტენციურად საშიშად მიიჩნიეს. არაპირდაპირი გზით, კატასტროფამ ხელი შეუწყო ერთი წლის შემდეგ სპეციალური კგბ-ს ქვედანაყოფის "ალფას" შექმნას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო საჰაერო მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა და მძევლების განთავისუფლება. თვითმფრინავიდან.


P.S თვითმფრინავის ნაწილები ახლაც ავარიის ადგილზეა დარჩენილი - მათ ენთუზიასტები პოულობენ, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მოხვედრას ახერხებენ.



image



image

ასევე იხილეთ


ზუსტად 20 წლის წინ მოხდა ინციდენტი CSX 8888, რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელით "Crazy Eights, "კრა დროსაც ლტოლვილმა მატარებელმა 106 კილმეტრი უმართავად იმოძრავა, სანამ ის ქალაქ კენტონთან(შტატი ოჰაიო) არ შეაჩერეს, თუ როგორ მოხდა ეს ამბავი ქვემოთ გაეცნობით. 2001 წლის 15 მაისს, დილის 6:30 საათზე, სტენლის სადგურში, უოლბრიჯში, ...


ეს არის საოცარი ისტორია, რომელიც 1974 წელს დაიწყო ვნუკოვოს აეროპორტში. მგზავრები თვითმფირნავ ილ -18 -ში ჩასხდომას ელიან . რიგში დგას მამაკაცი ძაღლით და როდესაც მისი რიგი დადგა, აღმოჩნდა, რომ ძაღლისთვის ბილეთი ჰქონდა, მაგრამ სავალდებულო ვეტერინარული სერტიფიკატი არა. მის გარეშე გერმანულ ნაგაზს ბორტზე არ აუშვებდნ...


40 წლის წინ ვიქტორ ბალენკომ დასავლეთს ჩააბარა თვითმფრინავი-გამოცანა МиГ-25.BBC Future მოგვითხრობთ ცივი ომის დროინდელ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და გახმაურებული ისტორიის დეტალებს. 1976 წლის 6 სექტემბერს იაპონიის ქალაქ ჰაკოდატეს(კუნძული ჰოკაიდო) თავზე უცნაური საფრენი აპარატი გამოჩნდა, დიდი რეაქტიული ორძრავიანი თვითმფრინავი ს...


1-Ан-24 -ის გატაცება-1970 წლის 15 ოქტომბერს "Аэрофлота"-ის თვითმფრინავი Ан-24 ასრულებდა რეისს ბათუმი კრასნოდარი, ბორტზე იმყოფებოდა 46 მგზავრი.მამა-პრანას ბრაზინსკასი და მისი 13 წლის ვაჟი ალგიდრასი წინა რიგებში ისხდნენ, ორივე გადაჭრილი თოფით იყო შეიარაღებული.მალე ბორტ-გამცილებელს ბრაზინსკას უფროსმა(რომელიც სხვათა შორის ნასამართლე...


1988 წლის 8 მარტს ირკუტსკიდან ლენინგრადისკენ ანხორციელებდა რეისს სამგზავრო ლაინერი Ту-154... მგზავრთა უმეტესობას ამაღლებული განწყობა ჰქონდათ.თუმცა რა იცოდნენ თუ ცოტა ხანში რა ტრაგიკული მოვლენები დატრიალდებოდა ამ თვითმფრინავში რამდენიმე საათის შემდეგ... მრავალშვილიანი ოვეჩკინების ოჯახი თვითმფრინავს ხელში ჩ...


ეს გახლავთ 1983 წლის ფილმი "Набат" (განგაში) ტერორისტებზე, რომლებიც თვითმფრინავს იტაცებენ და ყოველგვარი გადაჭარბებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილი ფილმია... იგი წლების განმავლობაში ფაქტობრივად არავის უნახია. არსებობდა ამ ფილმის გარშემო სამი ვერსია:1) რომ ასეთი ფილმი საერთოდ არ არს...


36 წლის წინ 1983 წლის 18-19 ნოემბერს თბილისის აეროპორტიდან განხორციელდა სამგზავრო თვითმფრინავის ტუ-134A -ს გატაცების მცდელობა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველი ახალგაზრდას მონაწილეობით, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა.ამ ფაქტის გარშემო დღემდე საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი, ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს იყო თავისუფლებისთვის და დემოკრატიისკენ სწ...


1970 წლის 15 ოქტომბერს მამა-შვილმა ბრაზინსკასებმა თურქეთში გაიტაცეს საჰაერო ხომალდი АН-24, ეს იყო პირველი ყველაზე გახმაურებული ჰაერში მომხდარი ტერორისტული აქტი და პირველი თვითმფრინავის გატაცების მცდელობა, რომელიც წარმატებით დასრულდა. თვითმფრინავის გატაცების მცდელობები საბჭოთა კავშირში მანამდეც იყო დაფიქსირებული, თუმცა, ...

0
582
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0