x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა შემთხვევით ინტიმურ კავშირსა და ხმის ტემბრს შორის კავშირი აღმოაჩინეს
image

გეტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი ხმასა და სექსუალობას შორის. მათ გაარკვიეს, რომ თურმე შესაძლებელია ბგერის მახასიათებლებმა ბევრი რამ თქვას პიროვნების მახასიათებლებზე, წერს სამეცნიერო ჟურნალი Journal of Research in Personality.


ექსპერტებმა გაანალიზეს ორი ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები. მათ რესპონდენტებს სთხოვეს შეევსოთ კითხვარი, რომელშიც მათ უნდა შეეფასებინათ საკუთარი თვისებები, რის შემდეგაც კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით შეისწავლეს ტემბრი და ბგერის სიმაღლე. მეცნიერებმა პირველად შეძლეს შეეფასებინათ "მაღალი" და "დაბალი" ხმის სუბიექტური მაჩვენებლები.


”მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ დაბალი ხმის ტემბრის მქონე ადამიანები უფრო დომინანტები, უფრო ექსტრავერტულები და უფრო სოციოსექსუალები არიან, ანუ ისინი უფრო მეტად ინტერესდებიან შემთხვევითი სექსით”, - განმარტეს მკვლევარებმა. ეს ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.




მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ კავშირი ხმის ტემბრსა და პიროვნების სხვა მახასიათებლებს შორის, როგორიცაა კომუნიკაბელურობა, შფოთვა, გახსნილობა, ემოციური სტაბილურობა, ნაკლებად გამოხატული იყო და ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ გამოიხატებოდა.


”ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გაგვერკვია, ხომ არ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ადამიანის ხმა და პიროვნული თვისებები. შედეგებმა აჩენა, რომ ადამიანების საკუთარი ხმის ტემბრის მეშვეობით პიროვნული თვისებების მხოლოდ ზოგიერთი ასპექტი იკვეთება ”, - განმარტა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ჯულია სტერნმა.


მისივე დასკვნით, ხმებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პიროვნულ ურთიერთობებზე, მაგალითად პირველი შთაბეჭდილების მოხდენა. ადამიანს შეუძლია საუბრის მოსმენით შეაფასოს, აქვს თუ არა თანამოსაუბრეს მის მიმართ ინტერესი, არის თუ არა ის მეგობრული, მოწყენილი, რამდენად მიმზიდველია მისი ხმა. ამის საფუძველზე ადამიანები იწყებენ ნდობის და დომინირების შესახებ ფიქრს .



image

ასევე დაგაინტერესებთ


პოზა А ადამიანები, რომლებიც ასე ჯდომა უყვართ, ძალიან კრეატიული და ქარიზმატული არიან. ისინი სპონტანურები არიან და დიდხანს არ ფიქრობენ რაიმეს გადაწყვეტილების მიღებაზე. დროდადრო შესაძლოა ასეთი საქციელი გარკვეულ უსიამოვნებებსაც იწვევს, მაგრამ მათი ბუნებრივი ხიბლი ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან გამოძვრენის საშუალებას იძლევა. ეს ადამიანები ცხოვრე...


გამოცემა Nature Commubications მა გამოაქვეყნა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდებისა და ფინეთის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც მათ დაადგინეს, რომ ძილის ნაკლებობა ზრდის ასაკოვანი ჭკუასუსტობის ალბათობას 50-70 წლის ასაკში. კვლევის დროს სპეციალისტებმა შეისწავლეს გრძელვადიანი კვლევის Whitehall II- ის ...


ადამიანების გაცოცხლების იდეა, ალბათ რაც კაცობრიობა არსებობს იმ დღიდან მოყოლებული არსებობს, თუმცა არა მითოლოგიაში, რელიგიაში და მაგიაში არამედ რეალურად, მეცნიერების დახმარებით. რისთვისაც, მოგეხსენებათ, მომავალი. აღდგომის ერთ ერთი მეთოდი - საკმაოდ უცნაური და საკამათო, კვლავ ტოვებს ამ იდეის განხორციელების შანსს. კრიონიკა არის მეცნიერების დარგი, ...


ახალი კვლევის თანახმად სისხლის ჯგუფი მჭიდრო კავშირშია მამაკაცის ტემპერამენტთან. და მაინც რომელი სისხლის ჯგუფი არის უკეთესი აირჩიოს ცხოვრების თანამგზავრად ქალმა? გერმანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მამაკაცის ტემპერამენტი დამოკიდებულია სისხლის ჯგუფზე. მათი აზრით, ყველაზე მგზნებარე საყვარლები არიან 1-ლი ჯგუფის მფლობელ...

0
974
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
974
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0