x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ღარიბაშვილის „რეგიონების განვითარების“ პროგრამით დედოფლისწყაროში სამი დიდი პროექტი ხორციელდება
image


პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ თელავში ჩატარებულ სხდომაზე კახეთის 8 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების მდებარეობები შეარჩია. დედოფლისწყაროს ტელევიზია დაინტერესდა, რომელი ლოკაციები განვითარდება და ჯამში რამდენი პროექტი დაფინანსდება ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელზეც საწყის ეტაპზე 500 მილიონია გამოყოფილი.


ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მიერ წარდგენილი წინადადებებიდან კომისიამ ის მდებარეობები შეარჩია, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ:


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შერჩეულია შემდეგი ლოკაციები - ცენტრის და რუსთაველის ქუჩა, შინმოუსვლელთა მემორიალური პარკი და ნიკო ფიროსმანის მუზეუმი. წინასწარი ინფორმაციით, უნდა განვითარდეს ცენტრალური ქუჩის ინფრასტრუქტურა და შენობების ფასადები.



ჯერ უცნობია, ჯამში რამდენი მილიონი მოხმარდება დედოფლისწყაროში შერჩეულ სამ პროექტს, თუმცა ცნობილია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში პროგრამის დაფინანსება რამდენიმე ეტაპად გამოიყოფა.


პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ქალაქ თელავში კახეთის რეგიონისთვის გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

.

ქიზიყი.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი შინმოუსვლელთა სკვერს მეუღლესა და შვილებთან ერთად, სააღდგომოდ დედოფლისწყაროში ყოფნისას, ჯერ კიდევ 2015 წელს, არაოფიციალურად ესტუმრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.


.

პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოში ტენდერები უკვე გამოცხადდა. კომისიის სხდომები უკვე ჩატარდა დასავლეთ საქართველოში.

.

15 მაისს მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ღარიბაშვილის დაანობსებულ ამ პროგრამას შეფერხება ემუქრება, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება და განმარტა, რომ ეს ტელევიზია კვლავაც ფეიკ ნიუსს ავრცელებს და ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

0
205
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0