x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115070
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488936
რას მოგიტანთ ბედნიერების პლანეტა იუპიტერი 2022 წლის დეკემბრამდე, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - "გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს..."
image


რას მოგიტანთ დიდი ბედნიერების, სიხარულის პლანეტა იუპიტერის თევზებში გადასვლა კონკრეტულად თქვენ, თქვენი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით. აქვე შეგახსენებთ, რომ იუპიტერი თევზებში გადავიდა 2021 წლის 14 მაისს და რამდენიმე რეტროგრადული სვლის შემდეგ საბოლოოდ დატოვებს მას 2022 წლის 21 დეკემბერს. იმისათვის, რომ უკეთ გაერკვეთ იუპიტერის გავლენაში, გაიხსენეთ რა ხდებოდა თქვენს ცხოვრებაში 2010 წელს.


  • ვერძი

იუპიტერი თქვენს მეთორმეტე სახლში მოხვდება, რაც შესაძლებლობას მოგცეთ, გაგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო, ან იზოლაციაში (ჩაკეტილი ტიპის დაწესებულება) მუშაობამ მოგიტანოთ წარმატება. ზოგიერთი შეიძლება "თავით გადაეშვას" თავის პროექტში და გარე სამყაროს მოსწყდეს. კარგ შედეგს მოგიტანთ საკუთარ თავთან, შინაგან სამყაროსთან მუშაობა. ფული შეიძლება მოგიტანოთ მორიგეობით მუშაობამ, ან შეიძლება განაახლოთ ძველი საქმეები, მიიღოთ გასესხებული ფული ან ადრე დაბანდებულისგან სარგებელი ნახოთ. გამორიცხული არაა, რომ გათავისუფლდეთ ვალდებულებებისგან, სესხისგან. ზოგიერთი შეიძლება გაიტაცოს ეზოტერიკამ, მოუნდეს წმინდა ადგილების მონახულება ან განმარტოება (მონასტერში წასვლა). მე-12 სახლი განაგებს ყველაფერ ფარულს და ზოგიერთმა შეიძლება ფარული რომანიც კი გააბთ. ან მოგეცეთ ემიგრაციაში წასვლის შანსი. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან.


  • კურო

იუპიტერი თქვენს მეთერთმეტე სახლში მოხვდება. მატერიალური კეთილდღეობას მოგიტანთ თქვენი პროფესიული საქმიანობა, კარიერა. აგრეთვე, ფულს მოგიტანთ ადრე შესრულებული საქმეებიც. ზოგიერთმა შეიძლება გაიჩინოთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი, ზოგს კი სწავლის სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება შემოვიდეს სხვა ბავშვი - ანუ გახდეთ ნათლია ან დაქორწინდეთ შვილიან პარტნიორზე. წარმატება ელით მათ, ვისი საქმიანობაც ინტერნეტთანაა დაკავშირებული: ონლაინგაყიდვები, ინტერნეტმაღაზია, ონლაინბიზნესი. სასწავლო და სარეკლამო ბლოგიც კი წარმატებას მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მიაღწევთ მაშინ, როცა პირველ ნაბიჯს თავად გადადგამთ. ასე, რომ თამამად და გაბედულად იმოქმედეთ.


  • ტყუპი


იუპიტერი თქვენს მეათე სახლში მოხვდება, კარიერისა და სტატუსის სახლს ესტუმრება. გირჩევთ, მაქსიმალურად გააქტიურდეთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ამ სფეროში. შეიძლება პრესტიჟული ავტომობილის ან უძრავი ქონების მფლობელიც კი გახდეთ. გააფართოოთ პირადი ბიზნესი ან დაიწყოთ კერძო საქმიანობა. იშოვოთ სამსახური პროფესიით. სტატუსის ამაღლება მოსალოდნელია ქორწინებითაც და ტყუპის უმეტესობა შეიძლება იუპიტერი ტრანზიტის დროს დაქორწინდეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დაძაბულობასა და სირთულეებს არ უნდა შეუშინდეთ, პირიქით, ის უნდა გახდეს ბიძგი, რომ განვითარება, წინსვლა შეძლოთ. შეიძლება მიიღოთ ძალაუფლება, ზოგიერთმა კი პოლიტიკაში გადაწყვიტოთ წასვლა. შეიძლება თქვენს ოჯახში ახალი წევრი შემოვიდეს ან მიიღოთ ძვირად ღირებული საჩუქრები.


  • კირჩხიბი

იუპიტერი თქვენს მეცხრე სახლში მოხვდება. ორმაგად გაგიმართლებთ და უნდა იაქტიუროთ. წარმატება გელით ცხოვრების ყველა სფეროში, სადაც კი თქვენს მზერას მიმართავთ. მეცხრე სახლი არის პერსპექტივების სახლი და შეიძლება ისეთი პერსპექტივები გადაგეშალოთ, რასაც ვერც კი წარმოიდგენდით. წარმატება გელით ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინ უმაღლესი განათლების მიღებას აპირებთ, ან თავად ატარებთ ლექციებს. გამოგიჩნდებიან უცხოელი პარტნიორები, კლიენტები. შეიძლება საზღვარგარეთ შეძლოთ გამგზავრება ემიგრაციის, მუშაობის ან სწავლის მიზეზით. მიიღოთ დახმარება ან ფული უცხოეთიდან ან მეუღლის ნათესავებისგან. ზოგიერთი კირჩხიბი შეიძლება მეორედ დაქორწინდეს, ზოგსაც შვილიშვილი შეეძინოს.


  • ლომი

იუპიტერი თქვენს მერვე სახლში მოხვდება, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფინანსური სარგებელი შეიძლება მიიღოთ პარტნიორისგან (მეუღლისგან). შეიძლება იქორწინოთ მდიდარ ადამიანზე, მიიღოთ მემკვიდრეობა ან შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები კრედიტით, სესხით, ოჯახის წევრთან ერთად საერთო ფულით. მიიღოთ სარგებელი სახელმწიფოსგან. ერთი სიტყვით, თქვენს საფულეში მოხვდება თანხა, რომელიც თქვენ არ გამოგიმუშავებიათ.


  • ქალწული

იუპიტერი თქვენს მეშვიდე სახლში მოხვდება. ეს არის პარტნიორობის სახლი. თუ ძიებაში ხართ, კეთილშობილი, გავლენიანი, მდიდარი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში (საქმიანი ან სასიყვარულო პარტნიორი). ძალიან ხშირად, სწორედ იუპიტერის ტრანზიტის დრო ხდება ხოლმე დაწყვილება. სხვათა შორის, არჩევანის საშუალებაც გექნებათ. ეს რაც შეეხებოდა მარტოხელებს. უკვე დაწყვილებულებს კი პარტნიორს გააუმჯობესდება საქმიანი სფერო. თუ თქვენი საქმიანობა კლიენტებთანაა დაგავშირებული, მოგემატებათ; გამოგიჩნდებიან მდიდარი, გავლენიანი კლიენტები. მოგეცემათ თვალსაწიერის გაფართოების შესაძლებლობა.


  • სასწორი

იუპიტერი თქვენს მეექვსე სახლში მოხვდება, მისი პრინციპი გაფართოებაა და გაფრთხილდით, რომ არ გასუქდეთ. აგრეთვე შეიძლება დაიწყოთ დიეტა, რომელსაც ცნობილი ადამიანი, დიეტოლოგი გირჩევთ ან დაიწყოთ ვარჯიში ცნობილი მწვრთნელის გავლენით. მეექვსე სახლი სამსახურსაც გულისხმობს. შეიძლება მოგემატოთ ვალდებულებები ან დაიკაოთ ახალი მაღალი, ხელმძღვანელი თანამდებობა. შეიძლება გაიზარდოს ის კომპანია, სადაც მუშაობთ ან მიიღოთ ახალი სამსახური. ერთი სიტყვით, იუპიტერის გავლენით სასიამოვნო ცვლილებებს ელოდეთ კარიერის სფეროში. სულაც ავტორიტეტს აიმაღლებთ. ზოგიერთმა შეიძლება შინაური ცხოველი გაიჩინოს ან თუ უკვე გყავთ, ისინი გაგიმრავლდეთ. შეიძლება გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები: გადახვიდეთ უფრო მდიდრულ სახლში ან ცნობილ, გავლენიან ადამიანთან საცხოვრებლად.


  • მორიელი

იუპიტერი თქვენს მეხუთე სახლში მოხვდება. თქვენც წყლის ნიშანი ხართ და თევზებიც, სადაც ახლა იუპიტერი გადავა. თქვენ გახდებით მეტად ბედნიერი, წარმატებული, მეტად გამოხვალთ სცენაზე, დაფასდებით. მეხუთე სახლი არის ბავშვების, რომანტიკის, შემოქმედების სფერო და შეიძლება მშობელი გახდეთ ან თუ უკვე გყავთ შვილები, მათ ცხოვრებაში მოხდეს სასიხარულო ცვლილებები. თქვენ იამაყებთ თქვენი შვილებით და მათი წარმატებით. მარტოხელებს აუცილებლად გამოგიჩნდებათ ახალი სიყვარული. თანაც, არა მარტო ერთი კანდიდატი. გამოგიჩნდებათ ახალი შემოქმედებითი იდეები, ჰობი. ეს უკანასკნელი კი შეიძლება თქვენი შემოსავლის წყაროც კი გახდეს. მეტად მოგინდებათ წვეულებების, დღესასწაულების მოწყობა.


  • მშვილდოსანი

იუპიტერი თქვენს მეოთხე სახლში მოხვდება. ეს არის უძრავი ქონების, ოჯახის, სახლური თემები. გაამახვილეთ ყურადღება ამ მიმართულებით. როცა იუპიტერი პიროვნების მეოთხე სახლში ხვდება, ადამიანი ყიდულობს უძრავ ქონებას, ან აშენებს სახლს. ან ფართოვდება მისი ოჯახი, შეიძლება ახალი წევრი გაგიჩნდეთ. მაგრამ იუპიტერის გავლენით ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ოჯახური ვალდებულებები გბოჭავენ, თავისუფლად მოქმედების უფლებას არ გაძლევენ. საბინაო და საოჯახო საქმეები არც ისე მარტივად გვარდება, როგორც თქვენს გსურდათ. ამ პერიოდში გააფორმეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. შეიძლება ფული მიიღოთ უძრავი ქონებისგან.


  • თხის რქა

იუპიტერი თქვენს მესამე სახლში მოხვდება. ინფორმაციები, ურთიერთობები, კომუნკაციები გახდება აქტუალური, გაფართოვდება ეს სფეროები. გაიჩენთ ახალ მეგობრებს. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომერციასთან, რეკლამასთან, შუამავლობასთან ახალი გრანდიოზული შესაძლებლოები მოგეცემათ. რადგან მოიმატებს ინფორმაციულობა, ახალ ადამიანებთან დამეგობრების სურვილი და ზოგადად, კონტაქტები. ეცადეთ, არ დაკარგოთ ბევრი ენერგია, დრო არაფრისმომცემ კავშირებსა და ამბებზე. კარგი იქნება მცირე ბიზნესის განვითარება. ზოგიერთი გადაწყვეტს კომპიუტერული ტექნიკის, მანქანის შეძენას/განახლებას. კარგი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად (ავტომობილის მართვა, უცხო ენები), სასწავლო კურსებზე დასასწრებად, სერტიფიკატების აღება. თუ თავად პედაგოგო ხართ, ახალი მოსწავლეები გამოგიჩნდებიან.


  • მერწყული

იუპიტერი თქვენს მეორე სახლში მოხვდება. ეს არის ჩვენი ფინანსები, ქონება, ენერგია, თვითშეფასება. გაგიფაროვდებათ შემოსავალი. შეიძლება შემოსავლის ახალი წყაროც კი გამოგიჩნდეთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გაგიჩნდებათ ტკბილისადმი და ზოგადად, გემრიელი ჭამისადმი სიყვარული. გაფრთხილდით, რომ არ აკრიფოთ ზედმეტი კილოგრამები. ამ პერიოდში თავს იგრძნობთ უფრო მნიშვნელოვან, გავლენიან ადამიანად. მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა კავშირში, შეიძლება გააძვიროთ საფასური. ან სამსახურში მოითხოვოთ ხელფასის მომატება. ზოგიერთი შეიძენს ძვირად ღირებულ, სტატუსის მომნიჭებელ ნივთებს.


  • თევზები

იუპიტერი თქვენს პირველ სახლში მოხვდება. წარმატების, გაფართოების, გრანდიოზული შესაძლებლობების პერიოდი გეწყებათ. გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. შეიძლება შეიცვალოთ სტატუსი, გახდეთ მეტად პოპულარული, ავტორიტეტული, პროფესიონალი. მთავარია, არ შეგეშინდეთ თქვენთვის მონიჭებული შანსების გამოყენება; გამოიყენეთ მაქსიმალურად. ახლა დაწყებულ საქმეებში ან დაწყებულის განვითარებაში შედეგს უკვე შემოდგომაზე მიიღებთ. იუპიტერი ნებისმიერ სფეროში გპირდებათ წარმატებას. გამორიცხული არაა, რომ სტატუსის შეცვლა მოხდეს შვილის დაბადებით. ერთადერთი სფერო, სადაც უნდა გაფრთხილდეთ არის კვება, არსებობს საფრთხე, რომ წონაში მოიმატოთ. შეიძლება იმიჯის შეცვლა გადაწყვიტოთ, მეტად სოლიდური გახდეთ ძვირად ღირებული, ბრენდული სამოსით ან სამკაულებით.


იუპიტერის ტრანზიტს ყველაზე მკვეთრად იგრძნობენ თევზების ზოდიაქოს პირველ და მესამე დეკადაში დაბადებული პიროვნებები. პირველი დეკადის თევზებს გამარჯვების შანსი გააქტიურებული გაქვთ 2021 წლის 14 მაისისა და 29 ივლისის შუალედში და 3 დეკემბერიდან 2022 წლის იანვრის ბოლომდე. მესამე დეკადაში დაბადებულებს კი პოზიტიური ცვლილებების შანსი გეძლევათ 2022 წლის მარტის ბოლოდან 11 მაისამდე და იმავე წლის 29 აგვისტოდან 21 დეკემბრის ჩათვლით. მეორე დეკადაში დაბადებულებს კი უნდა გახსოვდეთ, რომ პირველი ეფექტის მოსახდენად მეორე შანსი არ გექნებათ. მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა პირველივე შემოთავაზებაზე. ყველაზე კარგი პერიოდი გელით 2022 წლის იანვრის ბოლოდან აპრილამდე.


თევზებო, კიდევ ერთ თარიღზე გავამახვილებთ ყურადღებას - 2022 წლის 10 აპრილი არის დღე, როცა თქვენი ორივე მმართველის: იუპიტერისა და ნეტუნის შეერთება ხდება თქვენს ნიშანში. არ გაუშვათ წარმატების შანსი ხელიდან. დაიბედეთ ყველაფერი კარგი, განახორციელეთ გრანდიოზული მიზნები, ჩაიფიქრეთ სურვილები. ყველაზე მეტად გაუმართლებთ მათ, ვინც დაიბადა 12-15 მარტის შუალედში. ყველა თევზს კი გელოდებათ ბედნიერება, წარმატება, საზღვრების გაფართოება, ექსპანსია.


ასევე დაგაინტერესებთ:



ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით


ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


ვინ მიიღებს უეცარ ფულს ან ვის ეწვევა ახალი სიყვარული - მაისის პროგნოზი ახალმთვარეობის მიხედვით

0
3330
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0