x
მეტი
  • 22.01.2022
  • სტატია:116389
  • ვიდეო:353114
  • სურათი:490242
როგორ დაადასტურა მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელის განქორწინებამ დოსტოევსკის სიტყვები: "სრულყოფილება მოსაბეზრებელია!"
imageიშვიათად თუ იპოვით მსოფლიოში ადამიანს - ქალს, მამაკაცს, სულერთია, რომელსაც არ უჩნდება კითხვა როგორ იყო შეიძლება მიატოვო შეუდარებელი მონიკა ბელუჩი ჭკუათმყოფელმა კაცმა?
კაპრიზული და არაპროგნოზირებადი ფრანგი ვინსენტ კასელი დიდხანს აღძრავდა ადამიანებში, მათ შორის ძალიან ახლო მეგობრებშიც ეჭვს- შურში შერეულს. უყვარდე ასეთ ქალს არის საჩუქარი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება. ფრანსუა რამლეს " მადა ჭამაში მოდისო"- ზედგამოჭრილია კასელზე. ეს კიდევ ერთი მაგალითია ადამიანის უძღები ბუნების და ასევე იმის ნიშანია, რამდენად შეიძლება აუვარდეს თავში ადამიანს მიღწეული წარმატება და გახდეს აზარტული - ეძებოს კიდევ უკეთესი... მაგრამ მონიკა ბელუჩიზე უკეთესი ნაკლებად მოიძებნება თანამედროვე მსოფლიოძში. აზარტი კი მხოლოდ იმის ეჭვს აღძრავს, რომ უკეთესი არსებობს და ასე დაიწყო, როგორც ჩანს ვინსენტმაც უკეთესის ძებნა. რა თქმა უნდა, ხმოლოდ მონიკას უზადო გარეგნობა არ აქვს მონიკას უზადო შინაგანი სამყაროც აქვს, რომელიც შარმის სახით გამოსჭვივის მისი გარეგნობიდან. არსებობს სტერეოტიპი, რომ მსახიობები ნაკლებად განათლებული, ქარაფშუტა ხალხია, მონიკამ კი ეს სტერეოტიპიც დაანგრია, არაჩვეულებრივ გარეგნობასთან ერთად ის იშვიათად განათლებული ქალია. მსახიობის პროფესიის დაუფლებამდე იგი იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო. ქალი სრულყოფილება! ალბათ მართალი იყო დოსტოევსკი, როცა ამბობ და - სრულყოფილება განგიზიდავს ( სხვა თარგმანით -სრულყოფილება მოსაბეზრებელია)
image

და დელიკატურად და თავაზიანად, ოცი წლის ქორწინების შემდეგ, ვინსენტი დაემშვიდობა იტალიელ ლამაზმანს, მისი ორი ქალიშვილის დედას, რათა რომანი გაება ბევრად ახალგაზრდა მოდელთან თინა კუნაკ ორადთან. მოგეხსენებათ, ეს რომანი ამბავი ქორწილითა და ბავშვის დაბადებით დასრულდა.

image



ვინსენტს მონიკა ბელუჩის ქმრობამ ფასი, რა თქმა უნდა, აუმაღლა. ეს ასე ხდება ხოლმე. ზოგადად, მომავალი მეუღლისა თუ მეგობარ-პარტნიორის ფსიქოლოგიაზე ზალიან მოქმედებს, თუ ვისი ექსცოლი ან ექსქმარი ხარ. ამიტომ არასდროს აძაგოთ თქვენი ექს-ები, ეს ისევ თქვენს პრესტიჟსა და იმიჯს დასცემს სხვების თვალში, კარგი ქმრის ნაცოლები, კარგი ქალის ნაქმარევი "ბაზარზე" უფრო ძვირია. (ღიმილი)

image

რა არის რეალური მიზეზი პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებული მონიკა ბელუჩისა და ვინსენტ კასელის განქორწინების?


ალბათ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და პირველი - ფსიქოლოგიური ფაქტორის შესახებ ზევით უკვე აღვნიშნე.


მეორე მიზეზის საპოვნელად, მოდით, ვინსენტის წარსულს გავეცნოთ, რადგან ყველაფერი რაც მოზრდილობაში ხდება, ბავშვობაში იღებს სათავეს . ეგზიუპერს ზუსტად აქვს " ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ". მაგალითად, ვინსენტი გაიზარდა მშობლებისგან სრული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ქადაგების ქვეშ, რომელიც ერთგვარი მრისხანებითა და სიმძიმით ხდებოდა. ვინსენტი ამ საქმეში ასეთი ზეგავლენის გამო იმდენად შორს წავიდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს წვრილმან ქურდობაში ეჭვმიტანილიც კი იყო. მისი შეუმჩნეველი და ურჩი (და ხშირად უმიზეზოდ ურჩი) ენერგია ვერ პოულობდა გამოსავალს.
image

სამუშაოს ძიებაში, იგი მიდის ჯამბაზებთან, რათა ცირკის სკოლის დამთავრების შემდეგ ცოცხალი ქანდაკება იყოს. ვინსენტმა გამოხატა თავისი გარკვეულწილად საზიზღარი დამოკიდებულება კინოში საკუთარი ცხოვრების მიმართ, როდესაც მან დაიწყო ვარსკვლავური როლების მიღება. მაგალითად, ფილმის "ბინა" გადასაღებ მოედანზე, სადაც კასელმა პირველად გაიცნო მონიკა ბელუჩი, მსახიობი ძალიან გაღიზიანდა. "ნუთუ ვერ იპოვნეს ფრანგი მსახიობი და მთავარ როლში იტალიელი, საცვლების მოდელი დააყენეს?!". თუმცა, მალე მონიკას სილამაზემ, მისმა ტკბილმა და კეთილმა ხასიათმა, იდუმალმა გამომეტყველებამ, გრძნობების აღმძვრელმა ღიმილმა ვინსენტის გული მონუსხა. მსახიობების სიყვარულის ისტორია სავსე იყო ერთმანეთის მიმართ სინაზითა და თაყვანისცემით. და ქორწინება, რომელიც დიდი ხნით გადაიდო მონიკას "გაუგებარი" შიშის გამო, მაინც შედგა.


იმის გათვალისწინებით, რომ კინო ძალიან სენსიტიური ბიზნესია, სადაც შეიძლება მოგიწიოს ცოლი უყურადღებოდ დატოვო გარკვეული დროის მანძილზე, ვინსენტ კასელს არც კი უფიქრია საყვარელ მონიკას გარეშე ფილმებში მონაწილეობაზე. თუმცა თანდათან, როცა ყოველდღიურობამ სიყვარული გამოჭამა, მონიკა მუდმივად რომში, ხოლო ვინსენტი პარიზში რჩებოდა. ამან უკვე დამთრგუნველი გავლენა იქონია კასელზე. ფრანგი მსახიობის გარკვეულმა შეპყრობილობა, ხასიათის გარკვეულმა უცნეურობებმა, არაორდინალობამ, რომელიც მან არაერთხელ გამოავლინა, მას ბანალური ღალატებისკენ უბიძგა. მონიკამ იგრძნო ეს და შეიძლება იცოდა კიდეც ქმრის თავგადასავლების შესახებ, მაგრამ ჭეშმარიტი იტალიელის მსგავსად, ის ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას და ცდილობდა საჯაროდ არ გამოეტანა ეს ამბავი. თუმცა ეს იყო მტკივნეული დარტყმა მის სიამაყეზე, როდესაც ვინსენტი პირველი საუბრობდა განქორწინებაზე.

image

მსახიობიმა კასელმა, რომელმაც მთლიანად შთანთქა პარიზის ბოჰემიის მანკიერება, იცის, როგორ უნდა იყოს მჭევრმეტყველი, რათა შენიღბოს ნებისმიერი თავისი საშინელი ქმედება. ”მაგრამ ჩვენ განქორწინდით არა იმიტომ, რომ ოდესღაც შეცდომა დავუშვით. პირიქით, მაშინ სწორად მოვიქეცით. მაგრამ ახლა უფრო სწორია განქორწინება. Სულ ეს არის. ჩვენ არასდროს მოგვიხდენია აბსოლუტიზაცია ე.წ. ცოლქმრული ერთგულების. არა ის, რომ რომანტიკული ეპიზოდები გვქონდა, ასე ვთქვათ, გვერდზე ... უბრალოდ, ფსიქოლოგიურად ჩვენ ყოველთვის ვტოვებდით ქორწინების კარს ღიად ”, - განაცხადა კასელმა.


და აქვე აგრძლებს: " რომანტიკული ქორწინებიდან 20 წლის შემდეგ, როდესაც ყველაფერი მოსაწყენია, ძალიან მინდა დავუბრუნდე უხეშ ფიზიკურ სამყაროს. სადაც ბრაზი და ძლევამოსილება სუფევს და სადაც იდეალის ადგილი აღარ არის"...
მართალი იყო დოსტოევსკი!



0
344
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0