x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134378
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
უმართავი მატარებელი-რეალური ისტორია,რომელიც ფილმს დაედო საფუძვლად
image

ზუსტად 20 წლის წინ მოხდა ინციდენტი CSX 8888, რომელიც აგრეთვე ცნობილია სახელით "Crazy Eights, "კრა დროსაც ლტოლვილმა მატარებელმა 106 კილმეტრი უმართავად იმოძრავა, სანამ ის ქალაქ კენტონთან(შტატი ოჰაიო) არ შეაჩერეს, თუ როგორ მოხდა ეს ამბავი ქვემოთ გაეცნობით.



2001 წლის 15 მაისს, დილის 6:30 საათზე, სტენლის სადგურში, უოლბრიჯში, ოჰაიო, ბრიგადა Y11615, რომელიც შედგებოდა მემანქანისგან, კონდუქტორისგან (მემანქანის თანაშემწე) და გამცილებლისგან, მუშაობას შეუდგა . სამუშაოს გეგმის მიღების შემდეგ, ბრიგადამ დაიწყო ჩვეულებრივ მოვალეობის შესრულებას, სანამ დაახლოებით 11:30 საათზე არ მიიღეს ახალი სამუშაო გეგმა: სადგურის ჩრდილოეთით, მატარებელი უნდა გადაეყვანათ K12 სარკინიგზო ხაზიდან D10 სარკინიგზო ხაზზე. ამ დროს ცა მოღრუბლული იყო და მცირე წვიმა მოდიოდა, ჰაერის ტემპერატურა +13 ° C იყო.


12:30 საათზე ბრიგადა მივიდა K12 ხაზთან.სხვა ხაზზე გადასაყვანი მატარებელი 47 ვაგონისგან შედგებოდა, რომელთაგან 22 დატვირთული და 25 ცარიელი იყო. დიზელის ლოკომოტივი SD40-2 No8888 ჩრდილოეთით იყო მიმართული, ხოლო მემანქანე აღმოსავლეთ მხარეს სვლაგეზის მართვის პულტზე იმყოფებოდა.



ლოკომოტივი ვაგონებს ჩაება, მაგრამ სამუხრუჭე ხაზის შლანგები არ იყო შეერთებული. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ იყო დარღვევა, ძალიან გავრცელებულია მანევრირების დროს. კონდუქტორი სადგურის დასავლეთით გაეშურა, რომ საჭირო ისრები გადაეყვანა D10 ლიანდაგზე, ხოლო ამ დროს გამცილებელი მატარებლის მახლობლად ლიანდაგზე იდგა და მემანქანეს რაციით აძლევდა მითითებებს. მატარებელი, რომლის მთლიანი წონა 2898 ტონა იყო (ლოკომოტივის ჩათვლით), ჩრდილოეთით გაემართა K12- ის ხაზზე, თუმცა მიხედავად იმისა, რომ მატარებელი დაიძრა, მემანქანე არ პასუხობდა.


მოგვიანებით, დაკითხვის დროს მემანქანე იტყვის, რომ K12 ხაზიდან გამოსვლისას მან შეამჩნია, რომ წინა PB9 ისარი არასწორად იყო მიმართული, არა და ამ დროს ახლოს არ კონდუქტორი იყო და არც გამცილებელი, ამიტომ მემანქანემ თავად გადაწყვიტა ისრისთვის მიმართულება შეეცვალა.

image

მემანქანე დაძრული მატარებლიდან გადახტა, რომლის სიჩქარე 13 კმ / სთ. იყო. სირბილით გაემართა ისრის გადამრთველისკენ. გარკვეული მანძილი რომ გაირბინა, მან მოულოდნელად დაინახა, რომ მატარებელმა გადაასწრო . მატარებლის სიჩქარე 19 კმ / სთ იყო. მემანქანემ მასზე ხელმეორედ ასვლა სცადა. ამასთან, წვიმისგან დასველებულ სახელურებს და საფეხურებს მემანქანე ვეღარ ჩაეჭიდა, 24 მეტრის გავლის შემდეგ მემანქანეს ხელები საბოლოოდ გაუსხლტა და ძირს მიწაზე დაენარცხა.




სწორედ ამ წუთიდან მატარებელი 47 ვაგონით უმართავი გახდა.შემადგენლობის ორი ვაგონი-ცისტერნა დატვირთული იყო თხევადი ფენოლით, შხამიანი ძაკლზე სახიფათო მოწმავლელი კომპონენტი, რომელიც საღებავებისთვის და ლაქისთვის არის განკუთვნილი, მისი გარემოში დაღვრა ეკოკატასტროფის ტოლფასი იყო.

image

ამასობაში უკონტროლო მატარებელმა მემანქანის გარეშე ნელ-ნელა სიჩქარე აკრიფა.



იმ დროს კენტონიდან მოდიოდა შემხვედრი Q63615 მატარებელი, რომელსაც მართავდა გამოცდილი მემანქანე ჯესი ნოულტონი და კონდუქტორი ტერი ფორსონი, დუნკერკის მახლობლად მდებარე გზაჯვარედინზე, დისპეტჩერმა ეს მატარებელი გვერდით ხაზზე გადაიყვანა და მატარებლის ეკიპაჟს უბრძანა ჩაეხსნათ ლოკომოტივი(სხვათა შორის ზუსტად უმართავი მატარებლის მარკის) და დალოდებოდნენ ლტოლვილი მატარებლის გავლას. CSX 8888- მა გვერდით ჩააქროლა დაახლოებით 14:05 საათზე, რის შემდეგაც Q63615 მატარებლის ლოკომოტივი დამოუკიდებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გადაიყვანეს მთავარ ლიანდაგზე და გაქცეულს დაედევნა.


image

კენტონში, Q63615- ის ეკიპაჟი გაქცეულ მატარებელს დაეწია და ლოკომოტივი დაახლოებით 82 კმ / სთ სიჩქარით შემადგენლობას დაეჯახა და ჩაება. ამის შემდეგ მემანქანე ჯესი ნოულტონმა ფრთხილად დაიწყო ელექტროდიმანიური დამუხრუჭების გამოიყენოს. როდესაც მატარებელი კენტონის სამხრეთით 31 ხაზზე იმყოფებოდა, მისი სიჩქარე უკვე შემცირდა 18 კმ / სთ-მდე. ამ დროს, რკინიგზის ერთ-ერთ გადასასვლელზე, ჯეკ ჰოსველდი, კომპანია CSX Transportation-ის გამოცდილი მემანქანე, უმართავი მატარებლის ლოკომოტივში შეხდა და შემადგენლობა გააჩერა. 14:30 საათზე საბოლოოდ დასრულდა ლტოლვილი მატარებლის ოპერაცია.

2 საათის განმავლობაში უმართვამა მატარებელემა გაიარა 106 კმ მანძილი და ზოგიერთ მონაკვეთში მისმა სიჩქარემ მიაღწია 76 კმ / სთ.


2010 წელს ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოვიდა მხატვრული ფილმი "Unstoppable ", სადაც მთავარ როლებს ასრულებენ დენზელ ვაშინგტონი და კრის პრაისი.


0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0