დავით დუბნიცკი - უკრაინელი მხატვარი და ფოტოგრაფი, რომელიც შედევრებად ქცეულ პიკანტურ სურათებს იღებს
პროფესიონალი და წარმატებული მხატვარი და ფოტოგრაფი დავით დუბნიცკი უკრაინელია ქალაქ დნეპრიდან.
ეს ადამიანი საზოგადოებას სთავაზობს შედევრებად ქცეულ სურათებს, მისი სურათების გმირები ჩვეულებრივი უკრაინელი, რუსი და ბელორუსი გოგონები არიან, რომლებსაც ხშირად შეხვდებით ამ სამ ქვეყანაში.
დუბნიცკი სურათებს არ იღებს სპეციალურად მომზადებულ პავილიონებში ან ცნობილ და ელიტარულ სტუდიებში. მისი ნამუშევრები გადაღებულია მინდვრებში, მდინარის სანაპიროზე, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინის ოთახებში და ასე შემდეგ.
მხატვარი და ფოტოგრაფი, რომლის გვერდს სოციალურ ქსელში 150 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს, ძალიან პოპულარულია, მის სურათებს მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს.
"ჩემი მიზანია საზოგადოებამდე მივიტანო ქალის ბუნებრივი სილამაზე ბუნებრივი გარემოდან და არა ფოტოგრაფისათვის ყოველმხრივ მომზადებული სტუდიებიდან.
მე ვცდილობ ჩვეულებრივი მოქალაქეები გავაცნო საზოგადოებას მთელი მისი ყოველდღიურობით და სილამაზით, შეიძლება მე ამისათვის ოდნავ პროვოკაციული რაკურსით ვიღბ სურათებს, რომლებიც საზოგადოებამ შესაძლოა პიკანტურად და ნაწილობრივ ეროტიულადაც ჩათვალოს, მაგრამ ეს ჩემი სტილია და მე საზოგადოებას თავს არ ვახვევ რამე განსაკუთღებულს, მე ვმუშაობ ჟანრში, რომელიც არ შეიცავს პორნოგრაფიას, არ ვარღვევ კანონმდებლობას და ვმუშაობ, როგორც ფოტოგრაფი რომელიც სურათებში ასახულ გოგონებთან შეთანხმებით იღებს სურათებს.
მე მოხარული ვარ, რომ ჩემი გამოფენები ფართო საზოგადოების მოწონებებს იმსახურებს. თქვენ მაძლევთ მე, როგორც ხელოვანს სტიმულს რათა შევქმნა ახალი და უკეთესი რაკურსით გადაღებული ფოტოკოლაჟები"-აცხადებს უკრაინელი ხელოვანი.
ეს კი ამ სურათების ავტორი დავით დუბნიცკი გახლავთ.
+16