x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რუსეთის დაცინვას საზღვარი არ აქვს! უკაცრავად, თუ იმ ჩექმებს არ უკოცნის ბუბა კიკაბიძე, რომელიც მავთულხლართებს ქართულ ეზოებზე ჭიმავს!

image რუსულ სოციალურ მედიასა და საინფორმაციო სააგენტოებში ვრცელდება ქართველი მომრერლის, ცვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის შესახებ ერთობ სარკასტული თუ ნიშნის მომგები ინფორმაცია სათაურით:ფულისა და სამუშაოს გარეშე: როგორ ბედი ეწია კიკაბიძეს, რომელმაც უარი თქვა რუსეთზე". ანუ სათაურშივე ისმის ქირქილი, რა დღეში შეიძლება ჩაცვივდნენ ის ქართველი მომღერლები, რომლებიც დღეს რუსეთში მღერიან, უფრო სწორად, რუსეთს უმღერიან თუკი რუსეთზე უარს იტყვიან...

შეურაცხმყოფელი წასაკითხია და ამასთანავე ტვინის "ფეირიც" ... ფეირი ყველაზე უკეთ რეცხავს ცხიმს, ტვინის უმეტეს ნაწილს კი სწორედ ცხიმი შეადგენს. რა თქმა უნდა, რუსული მედია მთლიანად ფეირია ხალხისთვისაც და იმ მომღერლებისთვისაც, ვინც სიმღერის გარდა არაფერი იცის და ვისაც ანალიტიკური აზროვნების უნარი აქვს დაქვეითებული კი არა, მთლიანად ატროფირებული.

დღეს არა მარტო ბუბა კიკაბიძეს, არამედ სრულად საქართველოს უჭირს და მით უფრო იმ ხელოვან ადამიანებს, ვინც დითირენბებს არ უმღერის არც რუსეთს და არც რუსეთუმე ფულიან ქართველებს, რომ მერე მათი მიგდებული ძვალივით სახრავი ქველმოქმედება ლოკონ და ტკვირონ... ბუბა კიკაბიძეს თუ ფული არ აქვს, ეს ისევ ქართველების სირცხვილია, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდეს ესა თუ ის ქართველი. მაგრამ ჩვენში ხომ მხოლოდ პატრიული ნიშნით ახარისხებენ მომღერლებს, სპორტსმენებს, პოეტებს, მწერლებს, მხატვრებს და თუ ხელისუფლების მიმართ 'პოლიქრონიონს " არ მღერი და მის პიარს არ აკეთებ, უკვე უნიჭოც ხარ, უხეიროც, არაპოპულარულიც და შიმშილისთვის განწირულიც.

ბატონო ბუბა, ბავშვებსაც გვიჭირს! გასაგებია, რომ ჯერ არაფერი დაგვიმსახურებია, მაგრამ ეგებ მომავალ ბუბა კიკაბიძეებსაც გვიჭირს, მაგრამ რუსების გასაგონად არასდროს დავიწუწუნებთ, რადგან ვიცით, როგორ მუშაობს რუსული საინფორმაციო მანქანა და არ ვაქირქილებთ ჩვენს გასაჭირზე ვითომ ჩვენი შიმშილის გულშემატკივრებს! სათაური წაიკითხეთ, რა სახის ინფორმაცია აიგო თქვენ სოტყვებზე და ნეიროლინგვისტიკაც გაითვალისწინეთ, რა იგულისხმება ირიბად ამ სათაურში!
მე კი მიყვარხართ და მეყვარებით მუდამ იმის გამო, რომ ფეხები არ დაუკოცნეთ ფულისთვის იმ ერს, რომელმაც აფხაზეთი და სამაჩაბლო აგვაგლიჯა, და ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევს მავთულხლართებით ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე!

გთავაზობთ თარგმანს სტატიიდან, რომელიც რუსეთის არაერთ სააგენტოს "ამშვენებს":


"82 წლის საბჭოთა მხატვრისა და მომღერლის ვახტანგ კიკაბიძის ფინანსები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. რუსეთის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსი დარჩა კორპორატიული ღონისძიებების გარეშე, რომელიც სერიოზულად ავსებდა მის საბანკო ანგარიშებს და შემდეგ დაიწყო პანდემია.

ვახტანგ კონსტანტინოვიჩი გულწრფელად აღიარებს, რომ ახლა ის ვერ დაიკვეხნის თავისი ყოფილი შმოსავლებით. ვარსკვლავს უჭირს, რადგან ცნობილი კორონავირუსის გამო, გაუქმდა ყველა სპექტაკლი და გასტროლები.

რუსეთში გამოსვლაზე უარის თქმის მიუხედავად, კიკაბიძე აქტიურად გაემგზავრა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. იქ ცნობილი ქართველი მომღერალი ხმაურით მიიღეს და სიამოვნებით იყიდეს ბილეთები მისი კონცერტებისთვის. ამასთან, ვახტანგ კონსტანტინოვიჩი არ მალავს, რომ ის რუსულად საუბარს განაგრძობს. ასეთი პროგრამები განსაკუთრებით პოპულარულია უკრაინაში და სხვა ქვეყნებში.

მომღერალი ძალიან წუხს, რომ ვირუსთან დაკავშირებული პრობლემების ფონზე, არავინ ყურადღებას არ აქცევს მის გასაჭირს


სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საკულტო საბჭოთა კომედიის ვარსკვლავი "მიმინო" დამარცხდა რუსეთის მიმართ საშინელი ამბების გამო. სენატორმა ალექსეი პუშკოვმა დაგმო ვახტანგ კიკაბიძის რუსოფობიური პოზიცია"

სტატიებს თან ახლავს ამაზრზენი კომენტარები

image

6
494
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
494
  
ბუბას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, როგორც რუსული ხელოვნების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები. წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა რუსეთში და ბევრმა უმადურობად ჩაუთვალა მისი განცხადებები, იქნებ სამართლიანადაც! სულ არ მინდა ამ თემაზე კამათი))... კიდევ ერთხელ გესვრი ჩემს კომპლიმენტს, რომ ძალიან მომწონს შენი სტატიები
2021, 14 მაისი, 0:29
მე კი მიყვარს მისი როლებიდან გამომდინარე. ვერის უბნის მელოდოებიდან, არ დაიდარდოდან, მიმინოდან და კიდევ რეროში ყოფნისას "ახ ტურფავ, ტურფავ" სიმრერას რომ ტამტამებზე აკომპანიმენტს უკეთებს, ის ბუბა მიყვარს საშინლად. ამ რისების ტუტუცური კომენტარებით ძალიან გავღიზიანდი
2021, 12 მაისი, 10:26
ბავშვობიდან არ მომწონს კიკაბიძე, რატომ, არ ვიცი)
2021, 11 მაისი, 23:43
სიმართლე გითხრა არცერთი არ მაინტერესებს, სიტყვამ მოიტანა და ვთქვი: ბუბა კაცობაში ჩაიჭრა.
აწი სად იქნება ან ვისთან სულ არ მაინტერესებს.
2021, 11 მაისი, 22:06
დიალიზზეა და ავადმყოფობს? ბუბა არ ტყდება, რურუა ჯობია აბა? ან ზონდერი მელია?
2021, 11 მაისი, 20:12
რუსეთი რუსეთად, ბუბამ მაშინ მიჰქარა როცა ავტომატით ხელში დასდევდა ქართველებს.
კაცობაში არ უნდა ჩაიჭრა, ჩემთვის ბუბა და ოკუპანტი რუსი ერთია.
დიალიზზეა და ავადმყოფობს...
0 1 6