x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი გახდება თეთრი პერანგი, თუ წითელ ზღვაში ჩააგდებთ?- სახალისო გამოცანები

image


1.ბავშვი დაიბადა კონგოელი შავკანიანების ოჯახში. იყო მთლიანად თეთრი, თოვლივით, კბილებიც კი. აქ რა ხდება ისეთი, რის გამოც ისტორია თავიდან ბოლომდე დაუჯერებელი გეჩვენებათ?

2. ის რამდენიმე წუთში ბერდება. ადამიანებისათვის სიკეთე მოაქვს, თვითონ კი იღუპება. ქარსა და წყალს შეუძლია მისი გადარჩენა სიკვდილისაგან. რა არის ეს?

3.წლის თვეებიდან რომელია ყველაზე გრძელი?

4.რა ჰგავს ძალიან ლეღვის ნახევარს?

5.როგორი გახდება თეთრი პერანგი, თუ წითელ ზღვაში ჩააგდებთ?

6.ხვალ გუშინ იქნება, გუშინ კი ხვალ. რა არის ეს?

7.როგორ შეძლებთ წყლის გადატანას თუშფალანგზე?

8.რომელი ჭიქიდან არ შეიძლება წყლის დალევა?

9.რომელ საათს შეუძლია, აჩვენოს სწორი დრო მხოლოდ დღეში 2-ჯერ?

10.ის ალექსანდრეს წინ აქვს, ნინას - ბოლოს, უკან. რაა?

11.დახუჭული თვალებით რისი დანახვა შეგიძლიათ?

12.ფორთოხლის ხეზე 92 ცალი ნაყოფი ესხა. ქარსა და წვიმაში ხიდან 35 მანდარინი ჩამოვარდა. რამდენი ხილი დარჩა ხეზე?

^

^

^

პასუხები:

1. ბავშვები იბადებიან კბილების გარეშე.

2. სანთელი.

3. სექტემბერი ( 10 ასო-ბგერა).

4. ლეღვის მეორე ნახევარი;

5. უბრალოდ დასველდება.

6. დღეს (დღევანდელი დღე);

7. ჯერ უნდა გაყინოთ;

8. ცარიელი;

9. გატეხილს;

10. ასო-ბგერა ა;

11. სიზმრის;

12. ფორთოხლის ხეზე კვლავ 92 ცალი ნაყოფია. მანდარინი მანდარინის ხისაგან დაეცა.

1
514
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
514
  
2021, 16 მაისი, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1