x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სახალისო ლოგიკური გამოცანები - ვნახოთ, რამდენს უპასუხებთ?!
image


1. ერთ-ერთი ქალაქის მერს ჰყავს ძმა კონსტანტინე, მაგრამ თვითონ კონსტანტინეს არ ჰყავს ძმა. რატომ?

2.ორმა გოგონამ პარკში გამვლელების დათვლა გადაწყვიტა. ერთი სკამზე იჯდა და ითვლიდა ყველას, ვინც ხეივნისაკენ გაიარა. მეორე გოგონა ხეივანის შორიახლოს მოძრაობდა და ითვლიდა იმათ, ვინც მისკენ მიდიდოდა. რომელმა გოგნამ დაითვალა მეტი გამვლელი?

3.ვის შეუძლია, ასანთი მარტივად აანთოს წყლის ქვეშ?


4.როცა სხედან, რისი აღებაა ხელში შეუძლებელი?

5.მის გამოსაყენებლად, იგი უნდა გატეხოთ. რა არის?

6.პეტრეს მამას ჰყავს 4 ვაჟიშვილი: ალესანდრე, მიხეილი, ივანე.. ვინაა მეოთხე?

7.რამდენი აგურია საჭირო მშენებლობის დასასრულებლად?

8.ესკიმოსები შესანიშნავი მონადირეები არიან, თუმცა პინგვინებზე არ ნადირობენ. რატომ?

9.უწონოა, მაგრამ შეიძლება, იყოს მსუბუქი, ან მძიმე. რა არის?

10.ვინ აკეთებს სვლებს?

11.პლანეტის რომელ ნაწილში ქრის ჩრდილოეთის ქარები?

12.ბიჭმა ბოსელში ნახა 5 ძროხა, 3 ღორი, ორი ცხენი და 1 კატა. რამდენი ფეხია ბოსელში?


პასუხები:

1.ქალაქის მერი ქალია.

2.გოგონები ითვლიდნენ თანაბარი რაოდენობის გამვლელებს.

3.მეზღვაურს წყალქვეშა ნავზე.

4.სკამის, რომელზეც სხედან.

5.კვერცხი.

6.თვითონ პეტრე.

7. ერთი, ბოლო აგური.

8.პინგვინები სამხრეთ პოლუსზე ცხოვრობენ, ხოლო ესკიმოსები - ჩრდილოეთ პოლუსზე.

9.მუსიკა.

10.მოჭადრაკე.

11. სამხრეთ პოლუსზე.

12. მხოლოდ 2 (ბიჭის ფეხები), რადგან დანარჩენ არსებებს არ აქვთ ფეხები, თათები აქვთ.

1
389
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
389
  
2021, 16 მაისი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1