x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე «მარტოხელა» სახლი მსოფლიოში

«ყველაზე მარტოხელა სახლი მსოფლიოში» – ასე ეძახიან სოციალურ ქსელებში, არაოფიციალურად, მწვანე ბორცვზე მდგარ სახლს, რომელიც პატარა უკაცრიელ კუნძულზე მდებარეობს.

ვესტმანის არქიპელაგი (Vestmannaeyjar) ისლანდიის სამხ. სანაპიროს სიახლოვეს მდებარე, პატარა ზომის კუნძულების ჯგუფია. ხოლო, ედლიდაი, რომელზეც ეს სახლი მდებარეობს, — მათ შორის, ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე კუნძულია.


image


ხანგრძლივი დროის მანძილზე, ამ სახლის შესახებ, საზოგადოებაში არაერთი ჭორი დადიოდა, მათ შორის, იმის შესახებ, რომ თითქოს, სახლი თავშესაფრად, ერთმა ექსცენტრულმა ბიზნესმენმა ააშენა, ზომბების–აპოკალიფსის შემთხვევისთვის, ან რომ, ის რელიგიური ფანატიკოსის კერძო საკუთრება იყო...

თუმცა, ყველა ჭორი საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა. რეალურად, ის მხოლოდ და მხოლოდ მონადირის სახლია, რომელიც გასული საუკუნის 50–იან წლებში კ. ედლიდაეს მონადირეთა ასოციაციამ ააშენა, რომლის წევრებიც მას მაშინ იყენებენ, როდესაც უკაცრიელ კუნძულზე პოლარულ ცულთავებზე სანადიროდ ჩადიან.


image


შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს კიდეც, უკაცრიელ კუნძულზე ასოციაციის არსებობის ფაქტი. მაგრამ, როგორც გაირკვა, იქ გასული საუკუნის 30 წლებში მართლაც ცხოვრობდა რამდენიმე ოჯახი. ხოლო, მოგვიანებით, საცხოვრებლად ისლანდიის უფრო დასახლებულ ადგილზე გადავიდნენ. თუმცა, იცოდნენ, რომ კუნძულის წყლები მდიდარი იყო თევზით და ზღვის ფრინველით. ამიტომ, სანადიროდ და სათევზაოდ, პერიოდულად ბრუნდებოდნენ. ასე გაჩნდა კინძულის მონადირეთა ასოციაცია.


image


რადგან კუნძული ედლიდაე ქარიშხალას და ზღვის სხვა ფრინველების ბუდობის ძირითადი ადგილია, ის ისლანდიის ნაკრძალების და დაცული ტერიტორიების სიაშია შეტანილი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ადგილობრივ მონადირეთა ასოციაციას არ აფერხებს და მათი წევრები ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ.

მაგრამ, თუ ადგილობრივი ბუნების დათვალიერების სურვილი გაგიჩნდათ, ვესტმანის არქიპელაგის ტურისტული კომპანიის დახმარებით, 1 დღის, რომელიმე უკაცრიელ კუნძულზე გატარების შესაძლებლობა მოგეცემათ.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ელემენტების მოულოდნელი თანხვედრა, რომლის დანახვა ბევრს არ შეუძლია (30 ფოტო)

2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

3. რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში

4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში

5. საბჭოთა კოტლეტის საიდუმლო ინგრედიენტი და მომზადების წესი

6. წარღვნის დროს ეგვიპტის პირამიდები წყლით იყო დაფარული. მტკიცებულება, რომ პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

1
1112
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1112
  
2021, 15 მაისი, 21:30
რზ სიმშვიდე და სიწყნარე იქნება მაგ სახლში! მინდა ! :)
0 1 1