x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს

ბერმუდის სამკუთხედმა სახელი დაკარგული გემებით და თვითმფრინავებით, მისი სიღრმიდან ამოფრენილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტებით და იდუმალებით მოცული ანომალიური ფაქტებით გაითქვა.

გასული საუკუნის 70–იან წლებში, ბერმუდის სამკუთხედის ფსკერზე პირამიდა აღმოაჩინეს, რომელის სიმაღლე, დაახლოებით, 150 მ–ია. ის 400 მ. სიღრმეზე მდებარეობს და როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მინისგან უნდა იყოს გაკეთებული.


image


პირამიდა ძალიან ჰგავს ეგვიპტის პირამიდას. მეცნიერები კი, რომლებიც მის კვლევაზე მუშაობდნენ, ვერაფრით მიხვდნენ, რა ნედლეულით არის გაკეთებული და დღეს, აღმოჩენიდან, თითქმის, 40 წლის შემდეგ, ისინი ამ საიდუმლოს ამოხსნას, ოდნავადაც არ მიუახლოვდნენ.

მასალა, რომლისგანაც პირამიდაა შექმნილი, ძალიან გლუვია და მინას ან ყინულს წააგავს, მაგრამ არც ერთია და არც მეირე. თანამედროვე მეცნიერებამ არ იცის, თუ რა ნივთიერებასთან აქვს საქმე. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამ პირამიდაზე არც წყალმცენარეებია და არც წყალქვეშა სამყაროს სხვა ორგანიზმები სახლობენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ობიექტის მიდამოები სრულად არის დაფარული სხვადასხვა სახის მცენარეებით. ხოლო, ეს ფაქტი, პირამიდას უფრო იდუმალს ხდის. შესაძლებელია, მომავალში, მეცნიერებმა შეძლონ ამ გამოცანის ამოხსნა. მაგრამ ახლა, არავინ იცის, ეს რა პირამიდაა და იქ როგორ გაჩნდა.

ადგილმდებარეობის მიხედვით, ის პირდაპირ ბერმუდის სამკუთხედის ცენტრშია. თანამედროვე მოწყობილობების და ჰიდროლოკატორების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა მისი ფოტოგრაფირება და ზომების დადგენა. გაირკვა, რომ მას არა აქვს გადაბმის ადგილები, სრულიად გლუვია, არა აქვს ბზარები და კარები. იქნებ, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ მასზე ცოცხალი ორგანიზმები ვერ სახლდებიან?!

მართალია, მეცნიერებს წარმოდგენაც კი არა აქვთ, თუ როგორ შეიძლებოდა მისი გაკეთება, რადგან დედამიწისთვის მსგავსი ტექნოლოგიები უცნობია... თუმცა, იმას კი ამბობენ, რომ ეს, შესაძლებელია, ენერგეტიკული კომპასი იყოს, რომელიც ამ რაიონში ანომალურ მოვლენებს იწვევს.


image


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირი ანომალური მოვლენების გამო, რეგიონი ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა და მისი შესწავლის მიზნით, არაერთი ექსპედიცია განხორციელდა. მათ შორის, იყო ჩარლზ ბერლიცის (Charles Berlitz) ჯგუფი, რომელმაც ოკეანის ფსკერზე ეს უცნაური ნაგებობა აღმოაჩინა. ინფორმაცია, სენსაციური აღმოჩენის შესახებ, მაშინვე პრესის ფურცლებზე გამოჩნდა. მაგრამ, მოგვიანებით, აშშ–ს ხელისუფლებამ, პირამიდის შესახებ, ნებისმიერი ინფორმაციის გახმაურება აკრძალა.

თუმცა, 90–იან წლებში, ოკეანოგრაფის ვერლაგ მაიერის (Verlag Meier) მიერ, იგივე რეგიონში, 2 მსგავსი პირამიდის აღმოჩენის შემდეგ, საიდუმლოს შენახვას აზრი აღარ ჰქონდა... კვლევამ აჩვენა, რომ ამ შემთხვევაშიც, სამშენებლო მასალა მინა და კერამიკა არის.

მეიერმა, ამ აღმოჩენიდან, სულ მალე, პრესკომფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ მის მიერ აღმოჩენილი პირამიდების სიმაღლე, 1977 წ. აღმოჩენილი პირამიდის სიმაღლეს 3–ჯერ აღემატება.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. გვგონია, რომ ადგილზე ვდგავართ, სინამდვილეში, 108 000 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობთ — 10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი დედამიწის შესახებ (+ ვიდეო)

2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

3. რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში

4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში

5. «ჯოჯოხეთის კარიბჭეს» საიდუმლო ამოხსნილია

6. წარღვნის დროს ეგვიპტის პირამიდები წყლით იყო დაფარული. მტკიცებულება, რომ პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

3
3704
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
3704
  
2021, 19 მაისი, 11:43
უბრალოდ საქმე იმაშია,რომ ეგ პირამიდა დიდი ალაბათობით საერთოდ არ არსებობს..და მაგ "პარანორმალური მანიით შეპყრობილი მეცნიერის ფანტაზიის ნაყოფია
2021, 18 მაისი, 23:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 მაისი, 15:51
მაგარია. არ ვიცოდი
0 1 3