x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მსახიობები, რომლებიც თავიანთი საკულტო როლების ტყვეებად დარეჩნენ

ზოგიერთი მსახიობი თავის ყველა როლში განსხვავებულია. ახალი როლისთვის ისინი იცვლიან წონას, იმატებენ ან პირიქით იკლებენ ასაკს გრიმის საშუალებით, ცდილობენ ყველანაირად შეისწავლონ ახალი როლი და პერსონაჟს დაემსგავსონ. თუმცა, შესრულებული როლი შეიძლება ისეთი საკულტო აღმოჩნდეს, რომ მსახიობმა მისი ჩრდილიდან გამოსვლა ვერ შეძლოს:


1. მიშელ მერსიე- ანჟელიკას პერსონაჟის ტყვე

მიშელ მერსიეს სახელს ყველა უნებლიედ ლეგენდარულ ანჟელიკას უკავშირებს. მსახიობს რა თქმა უნდა ჰქონდა სხვა ცნობილი როლებიც, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ანგელოზების მარკიზას დაჩრდილვა. თაყვანისმცემლებიც და რეჟისორებიც მასში მხოლოდ ანჟელიკას ხედავდნენ, ყველა როლში კი ისევ ამ საკულტო როლისმცირე ვერსიად ჩანდა.

ფილმები - “შავი მზე", “ანჟელიკა-ანგელოზების მარკიზა", “ლედი ჰამილტონი".

image


2. მიშელ როდრიგესი- მამაცი მებრძოლი გოგონა

პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მსახიობის ნახვა სუსტი, ნაზი და რომანტიკული ქალის ამპლუაში. ის ხან მებრძოლია, ხან მანქანის მექანიკოსი, ხან უსაფრთხოების აგენტი.

ფილმები- “ფორსაჟი", “ავატარი", “ S.W.A.T- ანგელოზების ქალაქის სპეცრაზმი".

image


3. ბენედიქტ ქამბერბეჩი- ასოციალური გენიოსი

ვინც არ უნდა ითამაშოს, იქნება ეს გენიალური მათემატიკოსი თუ გამომზიებელი, მის პერსონაჟებს ყოველთის აქვთ რაღაც საერთო: ჭკვიანი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობის პრობლემებით.

ფილმები- “მიმდინარე ომი", “შერლოკი", “იმიტაციის თამაში".

image


4. ბრიჯიტ ბარდო- კეკლუცი ლამაზმანი

კინოეჟისორი როჟე ვადიმიც კი აღნიშნავდა, რომ ბრიჯიტი ნებისმიერ როლში საკუთარ თავს თამაშობს. მისი თითქმის ყველა პერსონაჟი კეკლუცი ლამაზმანია, უბრალოებით და სულგრძელობით. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს დრამატული როლებიც აქვს, მაყურებლის გონებასი მაინც რომანტიკული კომედიებია.

ფილმები- “და ღმერთმა შექმნა ქალი", “პარიზელი ქალი", “ზიზღი"

image


5. დენი ტრეჰო- მექსიკელი ბანდიტი, მებრძოლი

მსახიობს შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური გარეგნობა აქვს, შეიძლება სწორედ ამის გამო ყველა როლში ერთნაირა დგამოიყურება. ის ან ბაიკერია, ან უკანონობასთან მებრძოლი, ან ბანდიტი. ცნობილია რომ მსახიობს ახალგაზრდობასი პრობლემები ჰქონდა სამართალდამცავებთა, ამიტომ გასაკვირი არცაა, რომ როლებს თავს კარგად ართმევს.

ფილმები- “ანარქიის შვილები", “მტაცებლები", “ გარდაცვლილი ტუმსტოუნიდან".

image


6. ჯენიფერ ენისტონი- მუდამ რეიჩელი

ჯენიფერ ენისტონი ცნობილი სერიალ მეგობრებში მომხიბვლელი და ექსტრავაგანტული რეიჩელის როლით გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს მრავალი როლი აქვს ფილმებში, ყველგან შეიზლება რეიჩელოის დანახვა.

ფილმები- “თავებზე მონადირე", “აი პოლიც" “ყოვლისშემძლე ბრიუსი"

image


7. ზაკ გალიფიანაკასი- უცნაური ბიჭი

მსახიობის საკულტო როლი ალანია ფილმში “წვეულება ვეგასში". სწორედ ეს ამპლუა გახდა კომედიურ სერიალებში მისი პოპულარობის მიზეზი. მსახიობმა აღიარა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა ადეკვატური ადამიანის როლს “მაგრამ შეიძლება ეს არც არასდროს მოხდეს, არავინ მთავაზობს ჯეისონ ბორნის როლს, მთავაზობენ ცოტათი შესლილი ბიჭების როლებს და მე მათ სიამოვნებით ვთამაშობ".

ფილმები- “წვეულება ვეგასში", “ძალიან სასაცილო ისტორია", “ჯაშუშები მეზობლად"

image


8. ოდრი ჰეპბერნი- ელეგანტური ლედი

ოდრი შეუდარებელი მსახიობია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მისი ყველა როლი ერთმანეთს ჰგავს. ექსცენტრიული, ელოეგანტური გოგონა სტილის გრძნობით.

ფილმები- “საუზმე ტიფანისთან" “საბრინა" “რომაული არდადაგები".

image


9. ჰელენა ბონემ კარტერი- ცოტათი შეშლილი ქალი

მსახიობი დაბადებულია ბოროტმოქმედების ან ბოროტმოქმედთა დამხმარის თამაშისთვის. მისი შეუდარებელი მიმიკა და ექსტრავაგანტულობაა მიზეზი იმის, რომ მსგავსი როლების ფილმებში იწვევენ. უცნაური, შესლილი და ქარიზმატული ბოროტმოქმედი, რომელიც თავის არჩეულ ლიდერს ეხმარება.

ფილმები- “ მებრძოლთა კლუბი" “ ჰარი პოტერი", “დიდი იმედები".

image


10. ჯეისონ სტეტჰემი- მუდამ ბრუტალური მამაკაცი

თუ მხოლოდ ერთ კადრს შეხედავთ სტეტჰემის ფილმიდან, ვერ მიხვდებით რომელი ფილმიდანაა კადრი, მისი ყველა როლი ერთმანეთს ჰგავს და ეს თავად მსახიობმაც იცის. ბრუტალური მამაკაცი, რომელიც მუდამ ან სამართლიანობისთვის იბრძვის, ან საკუთარი თავის გადასარჩენად. რაც მთავარია, ყველა ფილმში ცუდი, ბრუტალური ბიჭია და ქალებს ის უყვართ.

ფილმები- “ადრენალინი" “ შეუჩერებელნი" “ გადამზიდი".

image











0
274
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0