x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კაილი ბისი, ქალი რომელმაც სტილისტობა მიატოვა, საკუთარი პიკანტური სურათების გამოქვეყნებით კი მილიონერი გახდა

image მინდა შემოგთავაზოთ სტატია ახალგაზრდა ქალზე, რომელმაც საყვარელი პროფესია დატოვა მწირი შემოსავლის გამო. 32 წლის სტილისტმა ქალმა დიდი ბრიტანეთიდან კაილი ბისმა, რომელიიც კოვიდ პანდემიის დაწყებამდე ფლობდა მცირე ზომის სტილისტის სალონს პროფესია უფრო სწორედ კი საქმიანობა შეიცვალა.
სტილისტად მუშაობისას კაილის წლიური შემოსავალი შეადგენდა სულ 18 000 ფუნტს (მილიონ 800 000 რუბლს), თუმცა ავადსახსენებელმა ვირუსმა მას ხელი შეუშალა მუშაობაში და კაილი იძულებული გახდა რეგულაციების შესაბამისად სალონი დაეხურა.
საბოლოო ჯამში მას მოუწია ახალი სამსახურის მოძებნამ, თუმცა ეს ასე ადვილი არ აღმოჩნდა. კაილი ინტერესისათვის დარეგისტრირდა ცნობილ საიტზე, სადაც გოგონები ყიდიან საკუთარ ინტიმურ სურათებს. ყოფილი სტილისტი არასდროს თვლიდა საკუთარ თავს ლამაზად და მოდელის გარეგნობის მქონე პირად, შესაბამისად არ ჰქონდა იმის მოლოდინი რომ მისი სურათები გახდებოდა მისთვის შემოსავლის წყარო.
თუმცა აღნიშნულ საიტზე კაილის ცხოვრება და მომავალი რადიკალურად შეიცვალა, ყოფილი სტილისტის პიკანტურმა სურათებმა ფურორი მოახდინა, როგორც "The Sun"-ი წერს კაილის აქაუნტმა არნახული პოპულარობა მოიპოვა და ატვირთულმა სურათებმა კაილს უზარმაზარი შემოსავალი მოუტანა.
პანდემიამდე კაილი ამ სალონში მუშაობდა სტილისტად.
image "თავიდან მე არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, მე მქონდა თვითშეფასების პრობლემები. ამ საიტის დახმარებით ყველაფერი შეიცვალა. მე ძალიან მომწონს ის საქმიანობა რასაც მე ვაკეთებ. ბევრი ფიქრობს, რომ მე სამარცხვინო საქციელით ვარ დაკავებული, მაგრამ ეს ასე არაა. იყო ტანსაცმლის გარეშე-ეს ნორმალური მოვლენაა, ეს მე მაძლევს საკუთარი თავის რწმენას და მაბედნიერებს"-წერს კაილი ბისი.
ახლა ყოფილი სტილისტი კვირაში გამოიმუშავებს 35 000 ფუნტს (3, 5 მილიონ რუბლს). სწორედ ასეთი დიდი შემოსავლების წყალობით ყოფილი სტილისტი მზიან ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად, მას აქვს მდიდრული ვილა უზარმაზარი აუზით და სპორტული დარბაზით, ასევე ყავს რამდენიმე ძვირადღირებული მანქანა, მათ შორის სარბოლო "Mustang"-ი.

imageimageimageimageimageimageimageimage








0
195
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
195