x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
20 ფაქტი ადამიანის ფსიქოლოგიიდან, რომლებსაც ყოველ დღე ვხვდებით, მაგრამ ვერ ვამჩნევთ

საინტერესო ფაქტები ადამიანის ფსიქოლოგიიდან, რომლებზეც მეცნიერები გვიყვებიან:

image



1. ადამიანები, ტესტოსტერონის მაღალი დონით, სიამოვნებას იღებენ სხვების განრისხებით.


2. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ზოგიერთი ადამიანი იბადება მათემატიკური ნიჭით, ზოგს კი ეს ნიჭი საერთოდ არ აქვს.


3. ტვინი ავტომატურად “ სხვანაირად იწერს" მოსაწყენი ადამიანების მონოტონურ დიალოგს, რათა უფრო დასამახსოვრებელი გახადოს ის.


4. სიმღერას შეუძლია შფოთვის ჩაცხრობა და ეხმარება დეპრესიასთან ბრძოლაში.


5. ნაწლავისა და ტვინის ნერვული სისტემა ერთმანეთთან არის დაკავშირებული: ამიტომ გარკვეული ემოციები დაუყოვნებლივ მოქმედებს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, განსაკუთრებით კი სტრესი.


6. მეგობრების ნაკლებობა შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც მოწევა: ფაქტია, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი მარტოობასა და ცილების შედედების დონეს შორის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა და ინსულტი.

image


7. ზოგი ადამიანი გენეტიკურად არის განწყობილი პესიმიზმისადმი: ისინი ნეგატიურ მოვლენებს სხვებზე უფრო მეტად აღიქვამენ.


8. სამაგიეროდ ოპტიმიზმი თქვენით უნდა ისწავლოთ, ოპტიმიზმისადმი განწყობით ადამიანი არ იბადება.


9. როდესაც თქვენ ცდილობთ გაიხსენოთ მოვლენა წარსულიდან, თქვენ, ფაქტობრივად, იხსენებთ თქვენს მეხსიერებას ამ მოვლენის შესახებ და არა თავად მოვლენას.


10. საჭმელი, რომელსაც თვითონ არ ვამზადებთ უფრო გემრიელი გვეჩვენება. ითვლება, რომ მზადების პროცესში “ვძღებით" პროდუქტების არომატით და ვიზუალით.


11. მეცნიერები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ სარკაზმისა და ინტელექტის კავშირს: მაგალითად, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ სარკაზმი ავითარებს შემოქმედებითობას.


12. დაბადებიდა უსინათლო ადამიანებს შოზოფრენია არ ემართებათ.


13. მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები ზედმეტად აფასებენ საკუთარ პოზიტიურ მახასიათებლებს. ტიპიური მაგალითი: მძღოლების უმეტესობას სჯერა, რომ ისინი მართავენ ბევრად უკეთესად, ვიდრე საშუალო სტატისტიკურად სხვა მძღოლი.

image


14. მაშინ როდესაც თავს ვიზღვევთ და რაიმე ბ გეგმას შევიმუშავებთ, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ა გეგმაში ვმარცხდებით.


15. ჰოლანდიელმა მეცნიერებმა 5 000 ადამიანი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ, საშუალოდ, ქალი წელიწადში 30–64 ჯერ ტირის, კაცი კი 6–17 ჯერ.


16. ქალების უმეტესობისთვის მამაკაცის მიმზიდველობა 70% დამოკიდებულია მის ძალაზე.


17. მექანიზმი, რომელსაც ტვინი იღებს საყვარელი მუსიკის მოსმენის დროს ანალოგიურია იმ მექანიზმისა, როდესაც ადამიანი ნარკოტიკს იღებს.


18. თუ სხვებს მოუყვებით თქვენი გეგმების შესახებ, მაშინ უფრო მეტი ალბათობაა, რომ მათ ვერ განახორციელებთ, რადგან მოტივაცია უბრალოდ გაქრება.


19. მიჩნეულია, რომ ყავისფერთვალებიანი ადამიანები უფრო მეტ ნდობას იწვევენ ვიდრე ცისფერთვლებიანი ადამიანები.


20. ჩვენ უნებლიედ ვიცვლით ხმას მაშინ, როდესაც იმ ადამიანს ვესაუბრებით, ვინც მოგვწონს.

1
403
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
403
  
2021, 13 მაისი, 12:16
მე-17 განსაკუთრებით ზუსტია!
0 1 1