x
image
ირინა მ.
Mediator image
პომადის შემადგენლობა, მისი ისტორია და საშიშროება
image

თავის განვითარების გრძელ გზაზე ტუჩის პომადაში არაერთი ინგრედიენტი შედიოდა, დაწყებული ჩრდილოეთის ირმის ცხიმისა და ხოჭოების ჭუპრებიდან, დამთავრებული სინთეტიკური ქიმიკატებით და ტყვიით დამთავრებული, რომელსაც სულ უფრო ხშირად ნახულობენ უკანასკნელ წლებში.

საქმის ასეთი ვითარება არცთუ ძალიან ახარებს მყიდველს, რაც პასუხისმგებელ მწარმოებელს აიძულებს შეიმუშაოს პროდუქციის უფრო სუფთა შემადგენლობა. მაგრამ ასე ყველა არ იქცევა. მავნე და საშიში ნივთიერებების სია პომადაში მუდმივად მატულობს. კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სკოლის მკვლევარებმა გააპროტესტეს პომადისა და ტუჩის ბლესკის რამდენიმე ათეული სახეობა, რომელთა იმპორტიც ძირითადად აზიის ქვეყნებიდან ხდება.

ის, რომ შემადგენლობაში აღმოჩენილია ალუმინის, მარგანეცის, ქრომის, კადმიუმის, ტყვიის და სხვა მეტალების კვალი, არავის უკვირს-მათ ხშირად ნახულობენ საყოფაცხოვრებო კოსმეტიკის წარმოებებში. გასაკვირია მათი რაოდენობა, რომელიც ყველა დასაშვებ ნორმას აჭარბებს.

ახლა ცოტაოდენი ციფრები. კოსმეტოლოგები თვლიან, რომ ქალბატონი, რომელიც ტუჩის პომადას ხმარობს, დღეში ამ ნივთიერების 24 მილიგრამი ხვდება მის ორგანიზმში. და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დღეში ერთხელ იღებავს ტუჩებს. თუ დღეში რამდენიმეჯერ ისწორებს მაკიაჟს, მაშინ მიღებული ნივთიერების წონა 87 მილიგრამამდე იზრდება.

image

ახლა ვნახოთ როგორ მოქმედებენ მეტალები ადამიანის ორგანიზმზე. კადმიუმის ცოტაოდენი ზემოქმედება (იგი ელექტრობატარეებში და აკუმულატორებში გამოიყენება) იწვევს სიმპტომებს, რომელიც გრიპის მსგავსია: შემცივნება, ციებ-ცხელება, სახსრებში მტვრევა. დიდ დოზებში შეუძლია ონკოლოგიის განვითარების პროვოცირება. მარგანეცის ხანგრძლივი ზემოქმედება ანადგურებს ნერვულ სისტემას. ქრომისა და ტყვიის უსაფრთხო დონე კი საერთოდ არ არსებობს.

რა თქმა უნდა, მაკიაჟზე საერთოდ უარის თქმის მიზეზი არ არსებობს. ჯობია გამოვიყენოთ ცნობილი ბრენდების ნაწარმი, რომელთაც დაცული აქვთ პომადის შემადგენლობის ნორმები, და არა იატაკქვეშა გაუგებარი მწარმოებლების პროდუქცია, რომლებიც წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებსაც არღვევენ (ამის გამოც ხვდება მეტალები პროდუქციაში და კიდევ სხვა მიზეზებით) და იყენებენ არასერტიფიცირებულ მოწყობილობებს.

რა შედის კიდევ პომადის შემადგენლობაში? თანამედროვე პომადების უმრავლესობაში შედის ფუტკრის თაფლი და აბუსალათინის ზეთი, რომელიც საღებავს ბზინვარებას მატებს. საინტერესოა, რომ ეს შემადგენლობა უკვე 400 წლისაა. ჯერ კიდევ ელისაბედ I გაძლიერებულად ნერგავდა მას ინგლისურ არისტოკრატიას შორის, სადაც თანამედროვე საღებავების ნაცვლად გამოიყენებოდა მცენარეების წვენი. პომადა იყიდებოდა პატარა ქილებში, რომელსაც სპეციალური ჩხირები მოჰყვებოდა. პომადის წასმა ხდებოდა ამ ჩხირების საშუალებით ან თითით.

პომადის ფორმა, როგორიც ის დღეს არის, შეიმუშავეს საფრანგეთში, 1884 წელს. იგი გახვეული იყო აბრეშუმის ქაღალდში.

imageასე გამოიყურებოდა ქარალდსი გახვეული პომადა

მზადდებოდა იგივე სანთლისგან, აბუსალათინის ზეთისგან, მყარი ცხოველური ცხიმისგან (გახსოვთ ზემოთ ხსენებული ჩრდილოეთის ირმის ცხიმი?) და კარმინის საღებავისგან. ეს საღებავი შედგება ალუმინისგან და კოშენილის ექსტრაქტისგან (კოშენილი-პატარა მწერები, ხოჭოები, რომლებიც კაქტუსით და სხვა მცენარეებით იკვებებიან). უნდა აღინიშნოს, რომ კოსმეტიკაში მწერების გამოყენება ფრანგების გამოგონებული არ არის. ჯერ კიდევ დედოფალ კლეოპატრას დროს იყენებდნენ პიგმენტებს, რომლებსაც ხოჭოებისგან და ჭიანჭველებისგან ღებულობდნენ.

imageხოჭო კოშენილი

თუ უფრო შორს წავალთ, ტუჩის შესაღაბად იყენებდნენ ნებისმიერ ნივთიერებას, რომელსაც მკვეთრი ფერი ჰქონდა. მესოპოტამიაში, მაგალითად, მოდის მიმდევრები ხმარობდნენ მტვრის კონსისტენციამდე დანაყილ ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებს. ძველ ეგვიპტეშიც იყენებდნენ ასევე თავისებურ პომადას, რომელსაც იღებდნენ წყალმცენარეების, იოდის და ბრომ-მანიტის (ძალიან ტოქსიკური მცენარეული ნივთიერება) ერთმენეთთან შერევით.

გამოდის, რომ მიმზიდველობის ძიებაში, ქალბატონები მზად არიან ნებისმიერ ნაბიჯზე, გამოიყენონ ნებისმიერი ინგრედიენტი, დაწყებული შედარებით უვნებელი წყალმცენარეებიდან დამთავრებული ტოქსიკური მეტალებით და შხამებით. ნამდვილად, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

image






გადახედეთ:





როგორ გადააჩვიეს იაპონელი ქალები თავისუფალ სიყვარულს

image


სუნამოს კაფსულები, რომელიც შინაგანად მისაღები იქნება


image


ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

image


საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ

image


როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image


ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ

image


გასული საუკუნის მოდის მიმდევარი ქალბატონების თავდაცვის საშუალება-თავსაბურავის სარჭი, რომლითაც საყვარლების მკვლელობებიც ხდებოდა

image


ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები

image


საინტერესო ფაქტები პორნოინდუსტრიის შესახებ

image






0
246
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0