x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124186
  • ვიდეო:355541
  • სურათი:496911
ჰოლანდიაში "წითელი ფარნების კვარტლის" ალტერნატივა იქმნება
image


ქალაქ ამსტერდამის მმართველობამ "წითელი ფარნების კვარტლის" დახურვის გადაწყვეტილების შემდეგ მისი ალტერნატიულივ არიანტი მოიფიქრა.ამის შესახებ წერს The Guardian.



ქალაქის მერის, ფემკე ჰალსემას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლება გეგმავს ხუთსართულიანი "ეროტიული ცენტრის" აშენებას ქალაქგარეთ, რომლის ფართი ხუთი ათასი კვადრატული მეტრი იქნება.დაწესებულებაში ორი ბარი, ასი პატარა ოთახი და ინტიმური გართობის ადგილები მოეწყობა. მაგალითად, სტრიპტიზ – კლუბი. ამ გზით, ჰალსემა ცდილობს გააუმჯობესოს სექს-მუშაკების პირობები და "გაასუფთავოს" ქალაქის ისტორიული ცენტრი.


სავარაუდოდ, ცენტრში შესვლა ფასიანი იქნება, რათა არ მიიზიდონ ის ტურისტები, რომლებიც დე ვალენის რაიონში მხოლოდ დათვალიერების მიზნით მოდიან და არ არიან კლიენტები . დღეისთვის ქალაქის მერია ცდილობს მომავალი ბორდელისთვის კომერციული პარტნიორის პოვნას.


image

ამსტერდამის მერიამ "წითელი ფარნების კვარტლის" დახურვის შესახებ გადაწყვეტილება თებერვალის თვეში მიღო. პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას და შესთავაზეს "ეროტიული ცენტრის" მშენებლობა სხვაგან, მაგრამ ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ არ დაუსახელებიათ. ოფიციალურმა პირებმა ეს გადაწყვეტილება აიხსნეს ქალაქის ტურისტული იმიჯის შეცვლის სურვილით.


დე ვალენის "წითელი ფარნების კვარტალი" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და უძველესი უბანია ამსტერდამში XIV საუკუნის ტიპიური არქიტექტურით, პროსტიტუცია ამ უბანში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს.

image

1
964
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
964
  
2021, 16 მაისი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1