x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვიდეო: ნასამ დედამიწაზე ასტეროიდის დაცემის მოდელირებული სცენარი გააკეთა
image



ნასამ ერთკვირიანი სწავლება ჩაატარა და დაასკვნა, რომ კაცობრიობას ამჟამად არ აქვს ტექნოლოგია, რომელიც ასტეროიდთან შეჯახების თავიდან აცილებას შეძლებს, რის შედეგადაც რამდენიმე ქვეყანა ან მთელი კონტინენტი შეიძლება გაქრეს დედამიწის ზურგიდან. ამის შესახებ წერს Independent-ი.






კომპიუტერულმა სიმულაციამ აჩვენა, რომ კატასტროფა გარდაუვალია, მაშინაც კი, თუ საფრთხე ცნობილი გახდება შეჯახებამდე ექვსი თვით ადრე. ამ დროის განმავლობაში შეუძლებელი იქნება კოსმოსური ხომალდის გაშვება პრობლემის გადასაჭრელად.






რაც ყველაზე მეტად შეეძლებათ მთავრობებს, იქნება მოსახლეობის ევაკუაცია ასტეროიდის ჰიპოთეტური დაცემის ადგილიდან. სწავლების ლეგენდის თანახმად, ეს არის ჩრდილოეთ აფრიკა და ევროპა.






ნასა ამჟამად თვალყურს ადევნებს დაახლოებით 25 000 დედამიწის მახლობელ ობიექტს (NEO). კოსმოსური სააგენტო ყოველკვირეულად პოულობს დაახლოებით 30 ახალ დედამიწისთვის პოტენციურად საშიშ ასტეროიდს.





0
392
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0