x
მეტი
  • 14.08.2022
  • სტატია:121505
  • ვიდეო:354827
  • სურათი:493598
ცნობილი ამერიკელი მებრძოლი შერეული სტილით ბრძოლაში ჯეფი მონსონი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და მალევე "გადააგდეს"

image შერეულ სტილში მებრძოლი ჯეფ მონსონი სპორტის მოყვარულებისათვის არცთუ უცნობი მებრძოლია.
მან თავისი კვალი დატოვა შერეული სტილის ბრძოლებში, ჯეფი ჯიუ ჯიცუს საბრძოლო ხელოვნების მიმდევარია.
ამერიკელი საკმაოდ დიდხანს გამოდიოდა ოქტაგონზე, ხან წარმატებით, ხანაც წარუმატებლად, მაგრამ ბრძოლის მისმა სტილმა ბევრს აარჩევინა სტილის შერჩევისას ბრაზილიური საბრძოლო ხელოვნება ჯიუ ჯიცუ.
ამერიკელის გონებაში ერთ დღეს რაღაც "აფეთქდა", მან ამერიკის ხელისუფლების გინება დაიწყო, დატოვა შტატები და ჯერ უკრაინაში სეპარატისტული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" მოქალაქეობა მიიღო, შემდეგ კი უკვე რუსეთს სთხოვა მოქალაქეობა და მალევე მიიღო კიდეც.
მოსკოვის ოლქში ქალაქ კრასნოგორსკში დაფუძნდა და პოლიტიკურ საქმიანობასაც მიჰყო ხელი. ჯერ "ერთიან რუსეთში" გაწევრიანდა რის შედეგადაც საქალაქო საბჭოს დეპუტატი გახდა, შემდეგ კი იმავე საბჭოში კომიტეტის თავმჯდომარედაც აირჩიეს.
ერთ დღეს კი ეს "სახელოვანი" კაცი სამშენებლო კომპანია "ჰორიზონტმა" გადააგდო და საკმაოდ დიდი ფულიც "შეუჭამა".
მონსონმა აღნიშნულ კომპანიას ქალაქ სოჭში მრავალოთახიანი ბინის მისაღებად საკმაოდ სოლიდური ფული გადაუხადა, ერთ დღეს კი აღმოაჩინა, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსის აშენება შეჩერებული იყო.
"რუსმა" დეპუტატმა გადაწყვიტა გაეგო საქმის რეალური ვითარება და აღმოაჩინა, რომ კომპანია რომელსაც მისთვის ბინა უნდა აეშენებინა გაკოტრდა, კლიენტებთან დადებულ ხელშეკრულებებში კი საგარანტიო პასუხისმგებლობებზე არაფერი არ აღმოჩნდა ჩაწერილი.
ასე, რომ რუსეთის მოყვარული, უკვე ყოფილი ამერიკელი "მშრალზე დასვეს".

0
204
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
204