x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
სოკოს მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების რისკს 1,5–ჯერ ამცირებს (+ სოკოს მომზადების 5 რეცეპტი)
image


ის რომ სოკოს არსებობა კვების რაციონში, კიბოს განვითარების რისკს, თითქმის, 1, 5–ჯერ ამცირებს, პენსილვანიის უნივერსიტეტის (The Pennsylvania State University, აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს. ხოლო, შესაბამისი კვლევის შედეგები, Advancesin Nutrition–შია გამოქვეყნებული.

მეცნიერების აზრით, ყველაზე კარ შედეგს, ამ მიმართულებით, ქამა სოკო იძლევა და შესაძლებელია რომ ამის მიზეზი, მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ერგოთიონის არსებობა იყოს. როგორც ცნობილია ეს ანტიოქსიდანტი უჯრედს ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარებისგან იცავს.

მეცნიერებმა, თითქმის, 20 ათასი პაციენტის ავადმყოფობის მიმდინარეობა გააანალიზეს, რა დროსაც, ისინი დიდ ყურადღებას ავადმყოფების კვების რაციონს აქცევდნენ. აღმოჩნდა, რომ ვინც დღეში 18 გრ. სოკოს მაინც მიირთმევდა, კიბოს განვითარების რისკი 45% შეუმცირდა.

ექიმები, სოკოს სარგებლობის შესახებ, უკვე დიდი ხნის მანძილზე საუბრობენ, რადგან ეს პროდუქტი მდიდარია С და В ჯგუფის ვიტამინებით. გარდა ამისა, ის ასევე შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, რკინას და ნიკოტინმჟავას, რაც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის.

აქვე გთავაზობთ, სოკოს მომზადების უმარტივეს რეცეპტებს:


I. ქამასოკო ტომატით


ინგრედიენტები:


ქამასოკო — 400 გრ.

ხახვი — 1 თავი (პატარა)

ნიორი — 2-3 კბილი

პომიდორი — 4-5 ცალი

ტომატ-პასტა — 2-3 ს. კ.

ოხრახუში — 2-3 ღერი

ზეთი — 4 ს. კ.

მარილი და პილპილი — გემოვნებით


მომზადება:


1. მოამზადეთ სოკო: გარეცხეთ და გაწმინდეთ სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცით. თუ სოკო სუფთაა (სუპერმარკეტიდან არის), შეგიძლიათ არ გარეცხოთ და მხოლოდ გაწმინდოთ > გაყავით თითოეული სოკო 4 ნაწილად.

2. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი > გაფცქვენით და კუბიკებად დაჭერით პომიდორი.

3. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე > მოშუშეთ ხახვი და ნიორი, ისე რომ ოქროსფერი მიიღოს.

4. დაუმატეთ სოკო > შუშეთ 3-4 წთ. > დაუმატეთ ტომატი, პომიდორი და მწვანილი > კარგად მოურიეთ.

5. დაუმატეთ მარილი და პილპილი > გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი.

6. სითხე რომ აორთქლდება და წვენი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით.


II. შემწვარი სოკო არაჟნით (სამარხვო და ჩვეულებრივი)


ინგრედიენტები:


ქამასოკო — 500 გრ.

ხახვი — 1 ცალი

არაჟანი — 200 მლ.

მარილი — 0, 5 ჩ. კ.

პილპილი — 0, 5 ჩ. კ.

ზეთი — 4 ს. კ.



მომზადება:


1. დაჭერით სოკო თხელ ფირფიტებად (სუპერმარკეტებში დაჭრილი სახითაც იყიდება). სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სოკო 4 ნაწილად გაჭრათ.

2. დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად ან პატარა კუბიკებად.

3. გააცხელეთ ზეთი > შეწვით სოკო საშუალო ცეცხლზე. თან დროდადრო ურიეთ.

4. წვენი მთლიანად რომ ამოშრება, დაუმატეთ ხახვი > მოშუშეთ კარგად, შეწითლებამდე.

5. დაუმატეთ არაჟანი, მარილი და პილპილი > როდესაც არაჟანი ადუღდება, დაახურეთ ტაფას სახურავი > შუშეთ დაბალ ცეცხლზე. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ცოტა წყალიც დაამატოთ.

6. გააჩერეთ ცეცხლზე 5-15 წუთი. შეგიძლიათ წვენი სრულად ამოაშროთ ან საწებლად დატოვოთ.


P.S. თუ სამარხვო კერძს ამზადებთ, არაჟნის ნაცვლად, ბოლო ეტაპზე, გემოსა და არომატისთვის, 1 კბილი, პრესში გატარებული ნიორი დაამატოთ.


II. შემწვარი სოკო ბრინჯით


ინგრედიენტები:


ქამასოკო — 300 გრ.

ბრინჯი — 100 გრ.

ხახვი — 1 თავი (დიდი)

სტაფილო — 1 დიდი ან 2 პატარა

ნიორი — 4 კბილი

სუნელები — 1 ჩ. კ.

წითელი მწარე წიწაკა — 1 ცალი

ოხრახუში — 1 კონა

მწვანე ხახვი — 1 კონა

ზეთი — 3 ს. კ.


მომზადება:


1. მოხარშეთ ბრინჯი

2. გაასუფთავეთ სოკო > მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში > იმდენი წყალი დაასხით, რომ სოკო თავისუფლად მოძრაობდეს ქვაბში > წყალი რომ ადუღდება, 5 წუთი ხარშეთ (ქამასოკო მალე იხარშება) და მარილი დაამატეთ > მოხარშული სოკო თუშფალანგზე მოათავსეთ.

3. ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად და მოშუშეთ ზეთში.

4. ვიდრე ხახვი იშუშება, გახეხეთ სტაფილო > დაამატეთ ხახვს > მოშუშვა გააგრძელეთ.

5. სოკო კუბიკებად დაჭერით > დაამატეთ ხახვს და სტაფილოს > მოურიეთ და დაამატეთ სუნელები, დაჭრილი ნიორი და წიწაკა > შუშეთ 5 წუთის მანძილზე, თან ურიეთ.

6. დაამატეთ მოხარშული ბრინჯი > კარგად მოურიეთ > დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 2 წუთი.

7. დაამატეთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი > გადმოდგით ცეცხლიდან.


IV. სოკოს კოტლეტი (სამარხვო და ჩვეულებრივი)


ინგრედიენტები:


სოკო (ნებისმიერი) — 1 კგ.
ხახვი — 2 თავი
კვერცხი (აუცილებელი არ არის, მის ფუნქციას შვრიის ფაფა შეასრულებს) – 2 ცალი

შვრიის ფანტელი — 200 გრ.
საფანელი — 2 ს. კ.

ქინძი — 1 კონა

პილპილი და მარილი – გემოვნებით

საფანელი — ამოსავლებად

ზეთი — შესაწვავად


მომზადება:


1. სოკო მოხარშეთ მარილიან წყალში.

2. გადაიტანეთ თუშფალანგზე, რომ კარგად დაიწკრიტოს > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.

3. შვრიის ფანტელი მოათავსეთ პატარა ქვაბში ან თასში > დაასხეთ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ დაიფაროს > დააფარეთ სახურავი.

4. დაჭერით ხახვი და მწვანილი წვრილად.

5. თასში შეურიეთ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი > შეანელეთ მარილით და პილპილით. იმ შემთხვევაში, თუ საკმარისად სქელი არ იქნება, დაუმატეთ 3-4 კოვში ფქვილი.

6. ფარში დაყავით გუნდებად > მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.


V. ქამასოკოს სალათი


ინგრედიენტები:


ქამასოკო — 300 გრ.

ნიორი — 1 კბილი

ლიმონის წვენი — 1 ს. კ.

ლიმონის ცედრა — 0, 5 ჩ. კ.

ზეითუნის ზეთი — 100 მლ.

მარილი ან სოიას სოუსი — გემოვნებით

შაქარი — 1 მწიკვი

დაფქული პილპილი — გემოვნებით

დაფქული წითელი წიწაკა — 0, 5 ჩ. კ.

ოხრახუში — რამოდენიმე ღერი

ზეთი (ნებისმიერი) — სოკოს შესაწვავად


მომზადება:


1. სოკო კარგად გაწმინდეთ ქაღალდის პირსახოცით (არ გარეცხოთ, რადგან დიდი დრო იქნება საჭირო სითხის ასაორთქლებლად) > პატარა ზომის სოკოები არ დაჭრათ, ხოლო დიდი - 4 ნაწილად გაჭერით.

2. თასში ერთმანეთს შეურიეთ: ზეთი, ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი ან სოიას სოუსი, შაქარი, პილპილი და წიწაკა, ლიმონის ცედრა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაამატოთ რამოდენიმე წვეთი ბალზამიკო (არომატისთვის).

3. სოკო შეწვით ზეთში, 10-15 წუთის მანძილზე, ვიდრე კარგად არ დაწითლდება.

4. დაელოდეთ, ცოტა რომ შეგრილდება > გადაიტანეთ თასში, რომელშიც დანარჩენი ინგრედიენტები არის შერეული > კარგად აურიეთ და წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ფაქტები ენძელების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი»
4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში
5. ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო — აღმოჩენილია ყავის კიდევ ერთი დადებითი თვისება

6. რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ. უფოლოგების ყველაზე დიდი საგანძური

1
216
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
216
  
11 მაისი, 9:34
მე ვამზადებ იმერულად:ვწმინდავ გარედან კანით,ვიწყებ სოკოს წვას და რომ არის უკვე შემწვარი ვაყრი შიგნით იმერულ და სულგუნის ნარევს[შიგ სოკოში].
0 1 1