x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ჩვენ არ გვინდა გავხდეთ ორი სახელმწიფოს ბრძოლის ველი”:- ნორვეგიელი დეპუტატები
image

ნორვეგიელ პოლიტიკოსები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის საფრთხის გამო შიშობენ, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგების გამო. ამის შესახებ ნორვეგიის დეპუტატობის კანდიდატებმა ჰანა ბერგმა და ლარს ტვეიტენმა განაცხადეს, წერს გაზეთი Dagsavisen.
კერძოდ, მათ გააკრიტიკეს აშშ-სთან დამატებითი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ფრანკ ბეკე-იენსენმა. მისივე თქმით, ნორვეგიის რიგეს აეროპორტი ამერიკელი სამხედროების განკარგულებაში უნდა გადავიდეს.
”შეთანხმება წარმოდგენილია, როგორც საჩუქარი, რომელიც დაიცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ თუ ასეა, ეს ძალიან ძვირი ჯდება ... ჩვენ ვწუხვართ, რომ ნორვეგიაში სამხედრო ბაზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპაში დაძაბულობის ზრდას, ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც მცდელობას, რომ ჩვენს რეგიონში ესკალაცია მოხდეს. ”- განაცხადეს ბერგმა და ტვეიტენმა.
დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათ არ სურთ დაუშვან, რომ ნორვეგია გადაიქცეს ნატოს ქვეყნებისა და რუსეთის ბრძოლის ველად.
0
354
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0