x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
7 სელებრითი, რომელსაც ჰოლივუდში ყველაზე ცუდ საყვარლად თვლიან  
image


ბევრი ფიქრობს, რომ ცნობილ ადამიანებს ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი ცხოვრება აქვთ, რომელიც ზღაპარს ჰგავს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თითოეულ ნაბიჯს მთელი სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება, ხოლო თქვენს ნებისმიერ წარუმატებლობას კი როგორც წესი, მედია საშუალებები საყოველთაო განსჯის საგნად აქცევენ. ცნობილი ადამიანების პირადი და ინტიმური ცხოვრებაც საიდუმლოს ასევე არავისთვის წარმოადგენს. ყოფილი პარტნიორები და კოლეგები გადასაღები მოედნიდან ყოველთვის გაავრცელებენ თქვენ შესახებ უსიამოვნო ჭორებსა თუ არასასიამოვნო ინფორმაციას. სწორედ ასეთი კაზუსები შეემთხვათ ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებსაც. თვალებს არ დაუჯერებთ, ყველაზე ცუდი საყვარლების ჩამონათვალში ჰოლივუდის ისეთი სექსუალური და ერთი შეხედვით, ვნებიანი ლამაზმანები მოხვდნენ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 7 ცნობილ ადამიანს, რომელიც ჰოლივუდში ყველაზე ცუდი საყვარლის სტატუსით სარგებლობს.





ემინემი


image


ცნობილი რეპერის ყოფილი მეუღლის კიმ მეტერსის თქმით, მომღერალი პოტენციის ასამაღლებლად სპეციალურ აბებს იღებდა, რომელთა გარეშეც მათი სექსუალური ცხოვრება არც ისეთი საინტერესო იყო. ემინემი ამ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა, თუმცა ექს- მეუღლის მიერ მისი მისამართით გაკეთებული არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადების მიუხედავად ის კიმზე კვლავ დაქორწინდა.





მარია შარაპოვა


image


რუსი ჩოგბურთელის გულშემატკივრები მის მხარდასაჭერად მას შემდეგ დაირაზმნენ რაც მისმა მეგობარმა მამაკაცმა, ჯგუფ "Maroon 5" -ის ფრონტმენმა, ადამ ლევინმა მასთან დაშორების მიზეზად ლოგინში მარიას ფრიგიდულობა დაასახელა.






კოლინ ფარელი


image


ეს მომხიბვლელი, ირლანდიელი "ცუდი ბიჭი" თავისივე მეგობარი გოგონების თქმით, საწოლში არც ისე ტემპერამენტიანია, როგორც ეს მათ თავიდან წარმოედგინათ. ქალბატონები, ვისთანაც მას ურთიერთობა ოდესმე ჰქონია ერთხმად აღნიშნავენ, რომ კოლინმა მათ იმედები გაუცრუა, მეტიც, მათივე თქმით, "ალექსანდრეს" ვარსკვლავი საწოლში ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრობს და არა - პარტნიორზე.






ჩარლი შინი


image


ჩარლის აღვირახსნილმა სექსუალურმა ცხოვრებამ ის საბოლოოდ, საშინელ დიაგნოზამდე მიიყვანა - რამდენიმე წლის წინ მსახიობს ექიმებმა აივ ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს. ჩარლი შინს ვერცერთი სექსუალური პარტნიორი კარგ საყვარელს ვერ უწოდებს. მათი თქმით, სკანდალური მსახიობი არა მხოლოდ ეგოისტი იყო, არამედ სექსუალური ურთიერთობის დროს უკანა ფონზე ე.წ. ზრდასრული ფილმების ტრანსლირებასაც ითხოვდა. სელებრითის მეუღლემ, დენიზ რიჩარდსმა მის უაზრო გამოხტომებს დიდხანს ვერ გაძლო - დაიღალა რა ქმრის ინტრიგებითა და უცნაური გარყვნილი პრეფერენციებით, მისგან განქორწინება ითხოვა.




ანჯელინა ჯოლი


image


ლამაზმანი, რომელზეც მამაკაცების უმრავლესობა ოცნებობს, არც ისე ვნებიანი აღმოჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო. მსახიობის ექს - მეუღლემ ბილი ბობ ტორნტონმა, განქორწინების შემდეგ, განაცხადა რომ ენჯისთან დაშორებას ის საერთოდ არ ნანობდა. "ცუდი სანტა 2" - ის ვარსკვლავის თქმით, ჯოლისთან მისი სექსუალური ცხოვრება ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანი იყო, მეტიც, როგორც გაირკვა თურმე ლამაზმანი მას ხშირად ცოლ - ქმრული მოვალეობის შესრულებაზეც კი უარს ეუბნებოდა. ანჯელინამ, თავის მხრივ, ყოფილი მეუღლის სიტყვებზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა, მან მხოლოდ ის ტატუ მოიშორა, რომელიც ერთ დროს თავის საყვარელ მეუღლეს მიუძღვნა.







ჯენიფერ ენისტონი


image


ბრედ პიტი მათ შორის აღმოჩნდა, ვინც ბილი ბობ ტორნტონის სიტყვები არ ირწმუნა და ანჯელინას მკლავებში თავი საკმაოდ ბედნიერადაც იგრძნო. ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" მთელმა გადამღებმა ჯგუფმა შეამჩნია, ის საოცარი მიზიდულობა და ცეცხლოვანი ვნება რაც მსახიობებს შორის გადაღების დროს წარმოიშვა, სწორედ ეს აკლდა ბრედს ჯენიფერთან ოჯახური თანაცხოვრებისას. მსახიობის ერთ-ერთმა ყოფილმა მეგობარმა მამაკაცმა აღნიშნა, რომ მას ენისტონის სექსისადმი გულგრილობა მობეზრდა, თუმცა ჯენიფერმა მაინც იპოვა ის ერთადერთი, ვინც მისი თავშეკავებული ტემპერამენტის დაფასება სათანადოდ შეძლო. ჰოლივუდის ვარსკვლავი მსახიობ ჯასტინ ტერუსთან ქორწინებაში რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა 2018 წლის თებერვალში წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღო.






პერის ჰილტონი


image


თავაშვებული წვეულებების მოყვარული პერის ჰილტონი ლოგინში საკმაოდ უინტერესოც აღმოჩნდა. მის რომანს ნიკ კარტერთან (ჯგუფ "Backstreet Boys"- ის სოლისტი) ყველა თვალს დიდი ინტერესით ადევნებდა. ხელჩართული ჩხუბი, მუდმივი კამათი და ურთიერთობების გარკვევა - წყვილი საკუთარი ემოციების საჯაროდ ჩვენებას არ ერიდებოდა. პერისი დღემდე ნიკს თავის უდიდესს და ნამდვილ სიყვარულს უწოდებს. ის კი როგორც ჩანს, საკმაოდ უმადური და არაკეთილსინდისიერი ადამიანი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ კარტერი შეყვარებულს ფიზიკურად უსწორდებოდა, დაშორების შემდეგ მან ყველა ჟურნალისტს განუცხადა, რომ პერისს ინტიმური ურთიერთობა მასთან მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების დროს ჰქონდა. ნიკის თქმით, ჰილტონს ლოგინში თავი თავდაჯერებულად და მშვიდად რომ ეგრძნო ის დიდი რაოდენობით სასმელსა და აბებს იღებდა.














0
689
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
689