x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საფრანგეთში 140 ადამიანი ვაქცინის მაგივრად ფიზიოლოგიური ხსნარით აცრეს
image


საფრანგეთის ქალაქ ეპერნეში, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, ექიმებმა COVID-19 ვაქცინის ნაცვლად 140 პაციენტს ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთეს. როგორც აღინიშნა, ვაქცინირებულებს უნდა მიეღოთ Pfizer– ის მიერ წარმოებული პრეპარატი, მაგრამ შეცდომით მათ შეუცვალეს ვაქცინა ხსნარით, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ტოქსიკური ელემენტებისგან გათავისუფლებაში, იუწყება BFM.






”ეს ინექცია არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხეს, მაგრამ ამ პაციენტებისთვის ვაქცინაციის კურსი დასრულებული არ არის.” - განაცხადეს სამედიცინო დაწესებულებაში.





აღინიშნა, რომ საავადმყოფო უკვე დაუკავშირდა ყველა პაციენტს, ვინც ფიქრობდა, რომ ვაქცინა გაიკეთეს. ისინი ჩაწერეს ხელახალი ვაქცინაციის სიებში.






შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირს პრობლემები ჰქონდა Pfizer/BioNTech, Moderna და AstraZeneca ს ვაქცინებთან მომარაგებაში. დაგვიანებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ვაქცინაციის კამპანიას.






მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Pfizer-ის ვაქცინა უძლურია კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ. მანამდე ასევე, ცნობილი გახდა, რომ Pfizer– ს ასობით სერიოზული გვერდითი მოვლენა აღმოჩნდა.





სკანდალი დაიწყო ასევე, AstraZeneca-ს ვაქცინის გარშემო წლის დასაწყისში. ევროპის რიგმა ქვეყნებმა შეაჩერეს ან შეზღუდეს ვაქცინაციის კამპანია ამ პრეპარატით, ვაქცინაციასა და თრომბის წარმოქმნას შორის სავარაუდო კავშირის და ალერგიული რეაქციების გამო. მოგვიანებით ევროპულმა მარეგულირებელმა სააგენტომ დაადასტურა, რომ AstraZeneca– ს ვაქცინასა და თრომბებს შორის კავშირი არსებობდა.






საფრანგეთში, პანდემიის დაწყებიდან, გამოვლენილია კორონავირუსული ინფექციის 5, 4 მილიონზე მეტი შემთხვევა, 102 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა COVID-19 -ით გამოწვეული გართულებებით. ვაქცინაციის კამპანია ქვეყანაში გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. დღეისათვის საფრანგეთში 13, 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი კომპონენტი. ვაქცინაციას უკეთებენ 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს, სერიოზული დაავადებების მქონე პირებსა და ექიმებს, ასევე, სხვა კატეგორიის მოქალაქეებს.

0
200
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0