x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სუმოისტი ჰიბიკირიუ, რომელმაც ჰარუ ბაშოზე ტრავმა მიიღო კლინიკაში გარდაიცვალა

image სპორტში მით უფრო ძალისმიერ შერკინებებში იშვიათობას არ წარმოადგენს ტრავმები, მათ შორის არც სუმოშია ტრავმების ნაკლებობა.
მით უმეტეს როცა ძირითადად მძიმე წონოსან სუმოისტებთან გვაქვს საქმე ტრავმა ორმაგადაა მოსალოდნელი, რადგან დაცემისას მძიმე წონოსანი სუმოისტი მთელი ძალით ეხეთქება ფიცარნაგზე.
იაპონიაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე სანდანმეს დივიზიონის სუმოისტმა 28 წლის ჰიბიკირიუმ უმძიმესი ტრავმა მიიღო.
სუმოისტი თითქმის ათი წუთი უძრავად იწვა შერკინების ადგილზე და მისთვის დახმარების ხელი არავის გაუწოდებია.
არც შეხვედრის ორგანიზატორებს გამოუჩენიათ ინიციატივა მოეწვიათ ექიმი ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახათ.
ისევ სუმოისტებმა გაიყვანეს ჰიბიკირიუ და სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახეს.
სუმოისტი დაუყოვნებლივ იქნა კლინიკაში გადაყვანილი, სუმოისტის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდებოდა, სამწუხაროდ მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებების მიუხედავად ახალგაზრდა სუმოისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოფიციალურად გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოებოლია გახდა.

0
603
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
603