x
image
თორ ნიკე
Mediator image
რატომ ჩანს ისე, რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?
რატომ ჩანს ისე,  რომ დრო მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება?


ალბერტ აინშტაინის შემდეგ ფიზიკოსები ფიქრობენ, რომ დრო-სივრცე წარმოადგენს ოთხგაზომილებიან სტრუქტურას, რომელსაც "კოსმოსური დრო" უწოდეს, მაგრამ სივრცე განსხვავდება დროისგან ფუნდამენტურად. ჩვენ სივრცეში თავისუფლად შეგვიძლია გადაადგილება, როგორც გვსურს, მაგრამ როცა საქმე ეხება დროს, მაშინ გამოუვალ მდგომარეობაში ვართ და მხოლოდ ერთი მიმართულებით გვიწევს სვლა. ჩვენ ვბერდებით და არ ვახანგაზრდავდებით, გვახსოვს წარსული, მაგრამ არა მომავალი. როგორც ჩანს, დროს, სივრცისგან განსხვავებით კონკრეტული ერთი მიმართულება გააჩნია. ფიზიკოსები ამას "დროის ისარს" უწოდებენ.

ზოგიერთი ფიზიკოსი ეჭვობს, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონი ამ ამოცანის ამოხსნის საშუალებას აძლევს. მასში ნათქვამია, რომ ფიზიკური სისტემის ენტროპია (უხეშად - არეულობის რაოდენობა) დროთა განმავლობაში მატულობს და ფიზიკოსების აზრით, ეს ზრდა არის ის, რაც დროს აძლევს მიმართულებას (მაგალითად გატეხილ ჩაის ჭიქას უფრო მეტი ენტროპია გააჩნია, ვიდრე ხელუხლებელს. გატეხილი ჩაის ჭურჭელი კი ყოველთვის ჩნდება ხელუხლებელი ჭურჭლის არსებობის და შემდეგ მისი გატეხვის შემდეგ და არა პირიქით).

ენტროპია შეიძლება ახლა იზრდება, რადგან ადრე უფრო დაბალი იყო. მაგრამ რატომ იყო ის დაბალი დასაწყისში? იყო თუ არა სამყაროს ენტროპია უჩვეულოდ დაბალი 13.8 მილიარდი წლის წინ, როდესაც დიდი აფეთქებით დაიწყო მისი არსებობა?


ზოგიერთი ფიზიკოსისთვის, მათ შორის Caltech-ის მკვლევარის, შონ კეროლისთვის, ეს თავსატეხის დაკარგული ნაწილია. ის ამბობს - "თუ თქვენ შეძლებთ მითხრათ თუ რატომ ჰქონდა ადრეულ სამყაროს დაბალი ენტროპია, მაშინ მე შემიძლია ავხსნა დანარჩენი ნაწილი". უაითსონის აზრით კი მთელი ეს ამბავი მხოლოდ ენტროპიას არ ეხება და აცხადებს - "ჩემთვის, კითხვის ყველაზე სიღრმისეული და მნიშვნელოვანი ნაწილი არის თუ რატომ განსხვავდება დრო სივრცისგან ამდენად? როგორც ჩანს, 2020 წლისთვის ჩატარებულმა კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება წარმოიშვას დროის ასიმეტრია ფიზიკის ფუნდამენტური კანონებისგან, მაგრამ ეს კვლავ სადავოა და დროის საბოლოო ხასიათის და რაობის ირგვლივ მგზნებარე დებატები კვლავ გრძელდება სამეცნიერო სამყაროში. (იხ. წყარო)


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
119
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
119
  
2021, 29 აპრილი, 8:48
Why does time seem to flow only in one direction?
Since Einstein, physicists have thought of space and time as forming a four-dimensional structure known as “spacetime.” But space differs from time in some very fundamental ways. In space, we’re free to move about as we wish. When it comes to time, we’re stuck. We grow older, not younger. And we remember the past, but not the future. Time, unlike space, seems to have a preferred direction — physicists call it the “arrow of time.”

Some physicists suspect that the second law of thermodynamics provides a clue. It states that the entropy of a physical system (roughly, the amount of disorder) rises over time, and physicists think this increase is what gives time its direction. (For example, a broken teacup has more entropy than an intact one — and, sure enough, smashed teacups always seem to arise after intact ones, not before.)
2021, 29 აპრილი, 8:47
Entropy may be rising now because it was lower earlier, but why was it low to begin with? Was the entropy of the universe unusually low 14 billion years ago, when the Big Bang brought it into existence?
For some physicists, including Caltech’s Sean Carroll, that’s the missing piece of the puzzle. “If you can tell me why the early universe had a low entropy, then I can explain the rest of it,” he says. In Whiteson’s view, entropy isn't the whole story. “To me,” he says, “the deepest part of the question is, why is time so different from space?” (Recent computer simulations seem to show how the asymmetry of time might arise from the fundamental laws of physics, but the work is controversial, and the ultimate nature of time continues to stir passionate debate.)
0 1 2