x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
DOTA 2 Bounty Hunter- გმირის ისტორია
image

მსხვერპლები ბევრს ყვებიან თავებზე მონადირეზე, სახელად გონდარზე - და არავინ იცის რომელი ამბავი შეესაბამება მათგან სიმართლეს. ზოგნი ჩურჩულებენ, რომ ის ჯერ კიდევ კნუტობაში მიატოვეს და მას გადარჩენისთვის მოუწია ნადირობის სწავლა.

სხვებს სმენიათ, რომ საწყალს, ომმა წაართვა ოჯახი და მას შემდეგ იგი დიადმა მონადირე სორუკმა შეიფარა თავის ფრთის ქვეშ. იგი ობოლს ასწავლიდა ხანჯლების გამოყენებას, და ისინი ერთად ჩხრეკდნენ ბნელ ჭალებს დიდ ნადირობაში გასვლისას.

ზოგს სწამს, რომ გონდარი ჯიბის ქურდების გილდიაში გაზრდილი ჩვეულებრივი ქუჩის რაგამოფინი იყო, სადაც მან შეისწავლა დამალვა და კვალის გაქრობა. მისი მსხვერპლები ველურ მიწებზე კოცონის გარშემო იკრიბებიან და ჭორებს უზიარებენ ერთმანეთს, უფრო და უფრო ეშინიათ თავებზე მონადირის: მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ ის აედევნა მეფე გოფს, შეშლილ ტირანს, რომელიც წლების განმავლობაში ემალებოდა სასამართლოს, მან მისი თავი და კვერთხი მოიტანა მტკიცებულებად.


და რომ მან შეაღწია აჯანყებულთა ბანაკში ჰაისითიში, დაიჭირა ლეგენდარული ქურდი, მეტსახელად თეთრი მოსასხამი და მიიყვანა სასამართლოზე.

და ასევე - რომ სწორედ მან მოუღო ბოლო და წერტილი დაუსვა მონადირე სორუკს, რომელიც კანონგარეშედ გამოცხადდა პრინცის მკვლელობის გამო.

ასე ვრცელდება ლეგენდები გონდარის წარმოუდგენელ შესაძლებლობებზე, რომლებიც ერთიმეორეზე მეტად დაუჯერებელია.

მსხვერპლებმა იციან, რომ კარგ ფასად გონდარი მათ ყველგან მიაგნებს.


კარგ საფასურად, ყველაზე ძლევამოსილი დამნაშავისთვისაც, შესაძლებელია გაჩნდეს სიკვდილი ჩრდილიდან.

0
11
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0