x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბიჭების წინ მასტურბირება, დანაწევრებული გვამი და შენახული ორგანოები - სერიული მკვლელის შემზარავი ამბავი
image


ჯეფრი დამერი სერიული კილერი, ნეკროფილი და კანიბალი იყო. ჯეფრი დამერმა 1978–1991 წლებში, ჯამში, 17 ადამიანი მოკლა. მის მიერ მოკლული მამაკაცები ჰომოსექსუალები იყვნენ, რომლებსაც გეი–ბარებში იცნობდა, სახლში მიჰყავდა, ნარკოტიკებით აბრუებდა და შემდეგ კლავდა.

* * *

ბავშვობა ჯეფრის ნორმალური ჰქონდა, თუმცა 10–დან 15 წლის პერიოდში გამოირჩეოდა არაკომუნიკაბელურობით, ჩაკეტილობით, არ ჰქონდა ჰობი… მკვდარი ცხოველების ძიებაში ველოსიპედით წრეებს ურტყამდა თავის სამეზობლოს, შემდეგ სახლში მიჰქონდა ცხედრები და ანაწევრებდა. იმავე პერიოდში ჯეფრი მიხვდა, რომ ის განსხვავებული იყო და გოგონების ნაცვლად, ბიჭები აინტერესებდა.


.

1978 წელს, მშობლების გაყრის და სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯეფრი დამერმა პირველი მკვლელობა ჩაიდინა. ქუჩაში მანქანით სეირნობისას გაიცნო ავტოსტოპით მოგზაური სტივენ ჰიქსი, რომელსაც სახლში წასვლა და მარიხუანის მოწევა შესთავაზა. 9 საათის განმავლობაში, ერთად ყოფნის შემდეგ, დამერის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰიქსმა წასვლა დააპირა. ჯეფრიმ მას თავში განტელი ჩაარტყა, შემდეგ კი გაგუდა. ჰიქსის ცხედარი მან ნაწილებად დაჭრა და საკუთარი სახლის სარდაფში დამარხა.

.

ამის შემდეგ, მთელი 9 წლის განმავლობაში, ჯეფრი დამერს არავინ მოუკლავს, თუმცა ის 2–ჯერ დაიჭირეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაუშვებელი ქცევის გამო (მათ შორის ერთხელ ის ორი ბიჭის წინ მასტურბაციით იყო დაკავებული). იმ პერიოდში ის უკვე ბებიამისთან ცხოვრობდა ვისკონსინში, რომელთანაც მამის თხოვნის შემდეგ გადაბარგდა.

.

1987 წლის 15 სექტემბერს სასტუმრო „ამბასადორ–ის“ ნომერში ჯეფრი დამერმა მოკლა სტივენ ტუომი, შემდეგ ცხედარი ჩემოდანში ჩადო და ტაქსით მიიტანა ბებიის სახლში, სადაც ერთი კვირის განმავლობაში, მასთან სექსით იყო დაკავებული, შემდეგ ცხედარი ნაწილებად დაჭრა და ნაგავსაყრელზე გადააგდო.

.

შემდგომ წლებში კიდევ რამდენიმე ადამიანი მოკლა. ის მათ გეი–ბარებში იცნობდა და შემდეგ სთავაზობდა ფოტოსესიაში მონაწილეობას. სახლში მიყვანის შემდეგ, სტუმარს სასმელში ნარკოტიკებს უზავებდა, რის შემდეგაც უგონო მდგომარეობაში მყოფთან სექსით კავდებოდა, შემდეგ კი ახრჩობდა. ის სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდა, უნდოდა, რომ მისი საყვარლები ზომბებივით მორჩილები ყოფილიყვნენ – ელექტრო დრელის მეშვეობით თავში ხვრელს უკეთებდა და შიგნით მჟავა ან ფორმალინი შეჰყავდა.

,

ბებიის სახლის დატოვების შემდეგ, დამერი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გადავიდა. ცხედრების მოშორების პრობლემის აღმოსაფხვრელად მან იყიდა დიდი ბალონი, სადაც მჟავა იყო ჩასხმული. ცხედრების დანაკუწების შემდეგ, ჯეფრი ტანს ბალონში ათავსებდა.

,

1988 წლის 25 სექტემბერს, ახალ ბინაში გადასვლიდან მეორე დღეს, ის დააპატიმრეს 13 წლის ანუკონ სინტასონფონზე ძალადობის ბრალდებით. ბიჭმა, მიუხედავად მიღებული ნარკოტიკების დიდი დოზისა, მოახერხა დამერის სახლიდან გაქცევა და ყველაფერი მშობლებს უამბო.

.

მეორე დღეს ჯეფრი დამერი დააპატიმრეს და მიუსაჯეს ერთი წელი გამოსასწორებელი დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ ღამეს ათევდა, დილით კი სამსახურში დადიოდა (ჯეფრი დამერი შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა).

1991 წლის 27 მაისს, 14 წლის კონერაკ სინტასომფონი (სასწაულებრივი დამთხვევით ანუკონ სინტასომფონის ძმა), თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი, გაიქცა დამერის სახლიდან. შიშველი და დასისხლიანებული ბიჭი, რომელიც ნარკოტიკების მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ორმა ქალმა იპოვა ქუჩაში და პოლიცია გამოიძახა.

.

მალე იქვე გაჩნდა ჯეფრი დამერიც. მან მოახსენა პოლიციას, რომ ის და კონერაკი შეყვარებულები იყვნენ და იჩხუბეს. პოლიციელებმა ისინი სახლამდე მიაცილეს, სადაც ჯეფრიმ, იმის დასადასტურებლად, რომ არ ტყუოდა, მათი ერთობლივი სურათები უჩვენა, რომელიც მან იმ დღეს გადაიღო შიშველ კონერაკთან. პოლიციამ ყურადღება არ მიაქცია უცნაურ სუნს, რომელიც საძინებლიდან გამოდიოდა და დაუჯერა. იმავე ღამეს დამერმა მოკლა კონერაკ სინტასომფონი, მისი ცხედარი კი დაანაწევრა.

,

პოლიციელებმა გადაწყვიტეს დამერის სახლი მოენახულებინათ. საძინებელში შესულმა ერთ–ერთმა პოლიციელმა ნახა დანაწევრებული ცხედრების სურათები და უთხრა კოლეგას, რომ ჯეფრი დაეპატიმრებინა.

შემდეგ ერთ–ერთი პოლიციელი ყვებოდა, რომ ის მაცივრისკენ გაემართა, კარი გამოაღო და უცებ საიდანღაც განწირული კივილის ხმა შემოესმა… მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაანალიზა, რომ ეს განწირული კივილი მისგან მოდიოდა, რადგან მაცივარში ადამიანის თავი იდო.

სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა აღმოაჩინეს: დანაწევრებული გვამების უამრავი ფოტო და ადამიანის ორგანიზმის ნაწილები, ადამიანის სამი თავი მაცივარში, გული საყინულეში, ტუალეტში დამერი ინახავდა ქვაბს, სადაც მოთავსებული ჰქონდა ხელები და პენისები, ადამიანის თავის ქალები ბუფეტში და უჯრებში, კარადაში იპოვეს ადამიანის ჩონჩხი, სკალპი და გენიტალიები, ხოლო 260-ლიტრიან ბალონში სამი ადამიანის ტანი.

,

სასამართლო პროცესმა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. ეს იყო პირველი პროცესი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით. ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, ჯეფრი დამერი არ ცნეს ფსიქიკურად შეშლილად.

.

რა თქმა უნდა, მსგავს მკვლელობებს ნორმალური ადამიანი ვერ ჩაიდენდა, მაგრამ ექსპერტების დასკვნით, ის აანალიზებდა, რომ ჩადიოდა არაკანონიერ ქმედებებს, შეეძლო ეკონტროლებინა საკუთარი ქმედებები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო მკვლელობები იყო დაგეგმილი. მხოლოდ ჩადენილი საქციელების სისასტიკე არ იყო საკმარისი პასუხისმგებლობის ასარიდებლად.

,

საბოლოოდ, ჯეფრი დამერს 957–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (ვისკონსინში სიკვდილით დასჯა არ არის). თავის ბოლო სიტყვაში ჯეფრი დამერმა განაცხადა, რომ ის ინანიებდა ჩადენილ საქციელს და ითხოვდა სიკვდილით დასჯას.

1994 წლის 28 ნოემბერს ჯეფრი დამერი პატიმარმა, კრისტოფ სკარვერმა ცემით მოკლა.

.

დამერი, სკარვერი და კიდევ ერთი პატიმარი ანდერსონი, ალაგებდნენ ციხის სპორტულ დარბაზს. დაცვამ ისინი ყურადღების გარეშე 20 წუთით მიატოვა და რა დროსაც დამერს განტელით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.


მასალა მომზადებულია „ტატოს ბლოგის“ მიხედვით.

0
431
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0