x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ლამაზმანი,რომელიც 14 წლის წინ გამოიქცა ჩრდილოეთ კორეიდან, დღემდე ემალება კიმ ჩენ ინის კილერებს
image27 წლის იონმი პარკი(Yeonmi Park) ჩრდილოეთ კორეიდან 2007 წელს გაიქცა. მას შემდეგ თითქმის თხუთმეტი წელიწადი გავიდა: გოგონა ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და უფლებადამცველის წარმატებული კარიერა გაიკეთა, მაგრამ იმის შიში, რომ კიმ ჩენ ინის კილერები ერთხელაც მასაც მიწვდებიან, არსად გამქრალა.


იონმი იმ დროს გაიქცა ჩრდილოეთ კორეიდან, როდესაც მთავრობამ მისი სიმსივნით დაავადებული მამა საკონცენტრაციო ბანაკში ჩააყუდა. გოგონას მამის ხსნის ვარიანტი არ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი თავის გადარჩენაზე ეზრუნა. მან ტრეფიკინგებს გადაუხადა, რათა იგი ქვეყნიდან გაეყვანათ. სამშობლოდან შორს, შტატებში მოხვედრის შემდეგაც კი, იონმი ზურგს უკან კვლავ გრძნობს დიქტატორის რკინის ხელს.

image

"ჩრდილოეთ კორეამ საჯაროდ დამგმო და გამასამართლა როგორც ხალხის მტერი. დასაჯა ჩემი ყველა ნათესავი. ქვეყანას აქვს პოლიტიკა, სადაც ქვეყნიდან გაქცეული ოჯახების სამ და ზოგჯერ რვა თაობას დევნიან. არ ვიცი ჩემი ნათეასვები ციხეში არიან თუ რომელიმე სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი დაისაჯნენ."



ჩიკაგოში დამკვიდრების შემდეგ, გოგონამ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება ადამიანის უფლებების დაცვას მიუძღვნას. იონმი პარკი თავის წიგნებსა და გამოსვლებში კიმ ჩენ ინს ჰიტლერსა და სტალინს ადარებს . გოგონა დარწმუნებულია, რომ ჩრ.კორეის მთავრობა კიდევ დიდხანს შეეცდება მასზე შური იძიოს. ამიტომ, ყოველ ღონისძიებაზე მისვლის დროს, პარკი მცველებს იყვანს.

" მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი კიმ ჩენ ინის სამიზნეთა სიაში და მეშინია, რომ ის კვლავ შეეცდება ჩემი მოკვლას. ჩემს აკაუნტებს ტეხავენ და მომდის მუქარის შემცველი წერილები"-აღნიშნავს გოგონა.

image


შეიძლება ვინემ იფიქროს, რომ გოგონას შიში გადამეტებული პარანოიაა, მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ, ცხადი ხდება, რომ რეჟიმის მოწინააღმდეგეების მკვლელობა, თუნდაც ჩრდილოეთ კორეის გარეთ, არცთუ იშვიათია. ასე მაგალითად, 2017 წლის დასაწყისში მალაიზიაში მოკლეს დიქტატორის ბიძაშვილი, რომელიც ქვეყანაში რეფორმების მომხრე იყო.

შიშის და რისკის მიუხედავად, გოგონა ამბობს, რომ იგი არ შეწყვეტს საუბარს ჩრ.კორეის საშინელ რეჟიმზე.

image

0
171
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0