x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ახალ ზელანდიაში ცხოვრების უჩვეულო თავისებურებები, რომლებიც უცხოელებისთვის შოკი იქნებოდა

რა იცით ახალი ზელანდიის შესახებ იმის გარდა, რომ ბეჭდების მბრძანებელი იქაა გადაღებული? წარმოგიდგენთ უჩვეულო ფაქტებს ახალ ხელანდიასა და მის მოსახლეობაზე, რომლებიც ნამდვილად გაგაკვირვებთ:


1. ახალი ზელანდია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს მშვიდობის მოყვარულ ქვეყნებში. პირველ ადგილზე კი ისლანდიაა.

image


2. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად დადის ფეხშიშველი როგორც სახლში, ისე გარეთ და სუპერმარკეტებშიც კი. ადგილობრივები ამას ნორმად მიიჩნევენ.

image


3. ქვეყანაში აღარ აწარმოებენ ერთჯერად პოლიეთილენის პაკეტებს. მათ ნაცვლად მაღაზიებში უფასოდ არიგებენ ნაჭრის ჩანთებს ან მუყაოს ყუთებს.

image


4. საწვავი გამონამუშევრებისგან? რატომაც არა?

image


5. სუპერმარკეტის ქსელები უფასო ხილს სთავაზობენ მომხმარებლებს შოპინგის დროს.

image


6. ყოველ ოთხშაბათს მაღაზიათა ქსელი Countdown ე. წ. წყნარი საათის შოპინგს ატარებს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების მხარდაჭერად.

image


7. მინუს გრადუსებშიც კი მოსახლეობა შორტებით და მაისურებით დადის. ბავშვობიდან ასეთ რიტმს შეჩვეულები გაცილებით იშვიათად ავადდებიან გრიპით ან გაციებით.

image


8. სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები მიდიან საბავშვო ბაღებში, უყვებიან ბავშვებს სხვადასხვა დაავადებების შესახებ და იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაუწიონ პირველადი დახმარება საკუთარ თავს და სხვებს.

image


9. ახალ ზელანდიაში არ არიან კოღოები და გველები. მათ ნაცვლად გაცილებით საინტერესო ცხოველები ჰყავთ.

image

10. ახალმა ზელანდიამ ოფიციალურად აღარა, რომ ცხოველებსაც ისეთივე გრძნობები და გონიერება აქვთ, როგორც ადამიანებს.

image


11. ქვეყნის ეროვნულ აკვარიუმში ყოველთვიურად აქვეყნებენ თვის საუკეთესო და ყველაზე ცუდი პირგვინების რეიტინგს. სურათებს კი საპატიო დაფაზე აკრავებ.

image


12. ავტობუსში ასვლის დროს ხალხი ყოველთვის ესალმება მძღოლს, ჩასვლისას კი ემშვიდობება. გარდა ამისა, როდესაც ტრანსპორტში მოხუცი ადის, მძღოლი ადგილიდან არ იძვრება, სანამ მგზავრი ადგლს არ დაიკავებს.

image


13. ავტობუსებს წინ ველოსიპედების სამაგრი აქვთ.

image

14. ქუჩის სახელები შენობებზე არ აწერია, დასახელებები გზაჯვარედინებთან უნდა მოძებნოთ. ამიტომაა, რომ ტურისტები ქალაქში ხშირად იკარგებიან.

image


15. ოკლენდის აეროპორტში ბეჭდების მბრძანებლის გმირის ჰობიტი გიმლის 4.5 მეტრიანი ქანდაკება დგას.

image


16. მაორის მოსახლეობა ახალი ზელანდიის ნამდვილი, მკვიდრი მაცხოვრებლები არიან და ქვეყანაში 15%-ს შეადგნენ. გარდა ამისა, ისინი ხშირად ატარებენ მათთვის ტრადიციულ ტანსაცმელსა და ტატუირებას.

image


17. მაორის ტრადიციულ მისალმებას ჰონგი ჰქვია. ამ დროს ხალხი მისალმების დროს ერთმანეთს ცხვირს უსვამს.

image


















3
780
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
780
  
2021, 16 მაისი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 29 აპრილი, 11:57
გიმლის ქანდაკება
2021, 28 აპრილი, 18:53
საინტერესოა ძალიან მადლობა ავტორს. იქნებ უარყოფითი მხარეებიც გეჩვენებინათ (ცნობისთვის)
0 1 3