x
image
თორ ნიკე
Mediator image
საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ
საინტერესო ფაქტები დინოზავრების შესახებ


დედამიწაზე სიცოცხლის 4-მილიარდწლიანი ისტორიის განმავლობაში გადაშენებულია მრავალათეულობით მილიარდი სხვადასხვა სახეობა და მათ შორის ყველაზე გამორჩეულნი არიან დინოზავრები, რომელთა უამრავი სახეობა ხმელეთზე ოდესმე მცხოვრები არსებებიდან უდიდეს ზომებს აღწევდნენ და გამოირჩეოდნენ გასაოცარი მრავალფეროვნებით. პირველი დინოზავრები გამოჩნდნენ 230 მილიონი წლის წინ, ტრიასულ პერიოდში (ჩამოყალიბდნენ მათზე ბევრად უფრო ადრე არსებული ამფიბია რეპტილიებისგან) და მათი უდიდესი ნაწილი გადაშენდნენ 65 მილიონი წლის წინ, ცარცული პერიოდის ბოლოს.



ვერ ვიტყვით, რომ სრულად გადაშენდნენ, ვინაიდან დღეანდელ ფრინველებსა და ხმელეთის დინოზავრებს საერთო წინაპრები ჰყავდათ და შეგვიძლია, რომ დინოზავრების პირდაპირ შთამომავლებადაც ჩავთვალოთ დღევანდელი ფრინველები. დინოზავრები დედამიწის ხმელეთის და მფრინავ ცხოველთა შორის დომინანტობას 165 მილიონი წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. მათი გადაშენების გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღემდე საკამათოა, მაგრამ ფაქტების უმეტესობა მიუთითებს დიდ ვულკანურ ამოფრქვევაზე და მისით გამოწვეულ კლიმატურ ცვლილებებზე, მეტეორის იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნით გამოწვეულ დიდ კლიმატურ ცვლილებებზე ან ორივე ამ ფაქტორზე ერთდროულად.





დინოზავრების დიდი ნაწილი არ იყო იმ ზომების, როგორც ბევრს ჰგონია, მათი სახეობების უდიდესი უმრავლესობა არ აღემატებოდა ადამიანის წონას და ზომებს, ბევრი მათგანი ინდაურის ზომის ან უფრო მცირეც კი იყო. უფრო პატარები იყვნენ მონადირე, ხორცისმჭამელი დინოზავრები, ხოლო ბალახისმჭამელები, მცენარეებით მკვებავნი, როგორც წესი ბევრად დიდები იზრდებოდნენ, მაგალითად ტიტანოზავრების გვარის დინოზავრთა სახეობების ზომა რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევდა და მრავალსართულიანი შენობების სიმაღლის იყვნენ, ტიტანოზავრებს შორის უდიდესი კი იყო არგენტინოზავრი, რომლის სიმაღლეც 37 მეტრს აღწევდა.




ჯერჯერობით აღმოჩენილ დინოზავრთა ნამარხებს შორის უძველესი არის ეორაპტორი, რომელიც 231 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა არგენტინის ტერიტორიაზე. სულ აღმოჩენილია დინოზავრის 700-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ნამარხი. დინოზავრების დიდ ნაწილს სხეულთან შედარებით ბევრად პატარა ტვინი ჰქონდა და დაახლოებით ისეთივე ინტელექტის მქონენი იყვნენ, როგორც თანამედროვე ქვეწარმავლები.




ბევრი მათგანი სრულად ან ნაწილობრივ იყო დაფარული სხვადასხვა ფერის, ფორმის და სიხშირის ბუმბულით. ისევე, როგორც თანამედროვე ფრინველებს, მათაც ვერ მივაკუთვნებთ ვერც სრულად თბილისისხლიან და ვერც ცივსისხლიან არსებებს, ისინი ამ ორს შორის გარდამავალნი იყვნენ.





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
407
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0