x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
არ მითხრათ, რომ ქმარი მომიკვდა! არა!ის გავიდა დროებით, ამ უაზრო დედამიწიდან უკეთეს სამყაროში, სადაც დამიცდის
image

პოეტ ზურა რთველიშვილს, რომელიც 20 აპრილს კლინიკაში გარდაიცვალა, მეუღლე, ნინო ამირეჯიბი ემოციურ პოსტს უძღვნის:



„მშვიდობით, ჩემო ყველაზე დიდო მასწავლებელო, შეყვარებულო და მეუღლევ ჩემო! ყველაზე მაგიურო, გენიალურო არტისტო! შენი ამ ქვეყნიდან გასვლაც, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ პერფორმანსის ნაწილია. ახლა, როცა უკვე სახლში შენი უახლოესი მეგობრები შენთან გატარებულ ლამაზ დღეებს იხსენებენ, თბილისის ზეცაც ტირის შენს მარადიულობაში გადასვლას. კარლო კაჭარავას სიტყვები მიტრიალებს მთელი დღე თავში “ ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული. იმდენად ამაღელვებელი, რომ შეუძლებელია, კარგად დამთავრებულიყო”. მადლობა, რომ მე ამირჩიე, მადლობა, რომ შენი ცოლობის ღირსეული პატივი მარგუნე საუკუნოდ. მადლობა, რომ ყველა ბანალური დღე დღესასწაულად მიქციე. გევედრებით, არ მითხრათ, რომ ქმარი მომიკვდა!!! არა!!! ზურა უკვდავია! ის გავიდა, გავიდა დროებით, ამ უაზრო დედამიწიდან უკეთეს სამყაროში, სადაც დამიცდის, იქამდე, სანამ ისევ მოვალთ სხვა სხეულებით, სხვა სახით და იმავე გრძნობით! იქამდე კი, დროებით! და მომავალ შეხვედრამდე!“-წერს ნინო ამირეჯიბი.

image


პოეტი ზურაბ რთვე­ლი­აშ­ვი­ლი მარტის ბოლოს "ავერსის" კლინიკაში თრომ­ბის დი­აგ­ნო­ზით გადაიყვანეს და თითქმის მთელი თვის განმავლობაში ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძოდნენ.



ზურაბ რთველიაშვილი(დაბ.1967) 1987-1990 წლებში მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად. მონაწილეობდა 2003 წელს ვარდების რევოლუციის პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში. 2005 წლიდან გამოდიოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის კრიტიკით. იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ​„თანასწორობის ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერი.


2010–2020 წლებში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა შვედეთში. გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე პოეტური კრებული; მონაწილეობდა პოეტურ პერფორმანსებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუსულ, ირანულ, აზერბაიჯანულ და ბენგალურ ენებზე. რამდენიმე როლი შეასრულა სხვადასხვა ფილმში, მ. შ. მთავარი როლი გერმანელი რეჟისორის ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმებში „მოლანდება ევროპაში“ (2011) და „ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა“ (2017). შვედეთში ცხოვრების პერიოდში რთველიაშვილი თანამშრომლობდა სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრთან GILJOTIN, სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი PASS PORT.

2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

0
855
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
855
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0