x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508488
შოკისმომგვრელი ისტორიული დამთხვევები, რომლებიც დროის აღქმას გაგიმრუდებთ

სკოლაში ისტორიის გაკვეთილები, ზოგადად, თარიღებისა და მოვლენების დამახსოვრებისკენაა მიმართული და არა მათ გააზრებაზე. ჩვენ ვამბობთ, რომ ზოგი რამ მოხდა შორეულ წარსულში, მაგალითად, "ეს არის უძველესი ისტორია", ზოგი რამ მოხდა "სულ რაღაც ოციოდე წლის წინ" და ზოგიც უახლესი ისტორიაა. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით და გაანალიზებთ, მიხვდებით, რამდენ საინტერესო ფაქტს ვიშვებთ ხელიდან ისე, რომ არაფერთან ვაკავშირებთ. გაგიკვირდებათ, როგორ ემთხვევა ზოგი რამ.


დედოფალი ელისაბედ II და მერლინ მონრო
image


ჩვენ მერლინ მონროზე ვფიქრობთ, როგორც წარსულის ვარსკვლავზე და წარმოგვიდგენია, რომ იგი შორეულ წარსულში ბრწყონავდა ჰოლივუდის ქუჩებში სეირნობისას. არადა, მერლინ მონრო იმავე წელს დაიბადა, როცა გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი დედოფალი, რომელიც ახლა 94 წლისაა. ერთხელ ისინი ერთმანეთსაც შეხვდნენ ლონდონში, ფილმის პრემიერაზე, როდესაც ორივე 30 წლისანი იყვნენ.




ჰარვარდი და მათემატიკური ანალიზი
image


როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტზე ფიქრობთ, ალბათ მათემატიკური აზროვნების გენიოსებს წარმოიდგენთ, რომლებიც გამალებული ამზადებენ კომპიუტერულ პროგრამებს და სხვადასხვა პროექტებს ამუშავებენ. მაგრამ ეს ასე არ არის. სინამდვილეში, ჰარვარდი დაფუძნებულია კომპიუტერის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე. ჰარვარდი აშენდა 1636 წელს. ასე რომ, ჰარვარდში მათემატიკური ანალიზი და კომპიუტერული პროგრამები არ ისწავლებოდა დიდი ხნის განმავლობაში.




გუბერნატორების სასახლე და პლიმუთის როკი


image

პლიმუთის როკი არის ისტორიული ადგილი, სადაც უილიამ ბრედფორდი და მეიფლავერის მომლოცველები გამოვიდნენ და დააარსეს კოლონია. ეს ამერიკის ისტორიის ერთ – ერთი ფუნდამენტური მომენტია. 1620 წელს ყველაფერი დაიწყო პლიმუთში, მასაჩუსეტსის შტატში. ახალი მექსიკა კი 10 წლის განმავლობაში გუბერნატორების სასახლეში მასპინძლობდა. მათ მმართველი ორგანო ჰქონდათ, როდესაც მომლოცველები პირველად ჩავიდნენ პლიმუთში.


ოსვენციმი და მაკდონალდსი

image

რა კავშირია ამ ორს შორის? მაკდონალდსი დაარსდა 1940 წელს - პირველი ადამიანების ოსვენციმში გაგზავნიდან რამდენიმე დღეში. ცოტა შემაძრწუნებელია, არა? მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ხალხი საკონცენტრაციო ბანაკებში იგზავნებოდა, იმ დროს ამერიკას მაკდონალდსის ჰამბურგერების გემო ჰქონდა.

კუ ჰარიეტი და ჩარლზ დარვინი


image


ჩვენ ვიცით, რომ კუ ძალიან დიდხანს ცოცხლობს, მაგრამ იყო კუ ჰარიეტი, რომელიც რეალურად შეხვდა ჩარლზ დარვინს და ის მხოლოდ 2006 წელს გარდაიცვალა. რა შთამბეჭდავია, არა? თუმცა ეს იყო კუა და მან არ იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა დარვინთან.



მამონტი და პირამიდები.
image

"მამონტები დიდი ხნის წინ გადაშენდნენ", გვამცნობს ისტორია. როდესაც მათზე ვსაუბრობთ, პრეისტორიული არსებებზე ვფიქრობთ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, როდესაც ეგვიპტელებმა პირამიდების მშენებლობა დაიწყეს. უცნაური არ არის? ჩვენ არასდროს ვფიქრობთ, რომ ადამიანები და მამონტები თანაცხოვრობდნენ.



აცტეკების იმპერია და ოქსფორდი

image

რომელი იყო პირველი? ალბათ იფიქრებთ, რომ აცტეკების იმპერია. რადა 1428 წელს ოქსფორდი უკვე არსებობდა და აყვავდა აცტეკების იმპერიის არსებობამდე საუკუნეებით ადრე. ოქსფორდი ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია მსოფლიოში და მას ნამდვილად არ აქვს დაარსების თარიღი. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ოქსფორდში ასწავლიდნენ ჯერ კიდევ 1096 წელს. თუმცა ისინი წერდნენ, რომ უნივერსიტეტი უფრო ადრეც არსებობდა.


ანა ფრანკი და მარტინ ლუთერ კინგი

image


როგორც ჩანს, ბევრი ცნობილი ადამიანი დაიბადა ერთსა და იმავე წელს. უკვე ვიცით, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი და მერლინ მონრო, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ანა ფრანკი და მარტინ ლუთერ კინგიც ერთსა და იმავე წელს დაიბადნენ. ნამდვილად საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, თუ რაზე ისაუბრობდნენ ეს ორი ადამიანი, თუ ოდესმე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.



გილიოტინა და ვარსკვლავური ომებ

image


როგორც ჩანს, გილიოტინა აღსრულების ისეთი არქაული მეთოდია, როდესაც ადამიანები იკრიბებიან სიკვდილით დასჯის სანახავად. იცოდით, რომ ეს იყო სიკვდილით დასჯის ერთადერთი ლეგალური მეთოდი საფრანგეთში 1981 წლამდე, როდესაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა? თუმცა ბოლო ადამიანი გილიოტინით დაისაჯა 1977 წელს, როდესაც ამერიკაში გაჩნდა ტერმინი "ვარსკვლავური ომი"

0
967
12-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0