x
მეტი
  • 21.01.2022
  • სტატია:116348
  • ვიდეო:353102
  • სურათი:490186
საქართველოში ხშირია ხოლმე დავა, მარტო რუსეთია ოკუპანტი

imageვინც არას ფიქრობს, შემდეგ ქვეყნებს ასახელებს “მტრებად":ყველა მეზობელ ქვეყანას, თურქეთიდან სომხეთანდე და ამერიკის შეერთებულ შტატებს. მართლა არიან თუ არა ისინი ჩვენი მტრები? ამის გაანალიზებას არა დიდი, არამედ პირდაპირი კავშირი აქვს ისტორიასთან. მაშ ასე, ჩავამწკრივოთ ქვეყნები და განვიხილოთ ის მიზეზები, რის გამოც ამ ქვეყნებში პოტენციურ მტრებ ხედავენ. მანამდე ვიტყვი რომ ციდან არაფერი არ მოდის და ამის თქმის საფუძველი არსებობს, მაგრამ განვიხილოთ ეს საფუძველი მთლიან სურათში.

თურქეთი-მტრად მიიჩნევენ წარსულში განხორციელებული ომებისა და დანაშაულების გამო, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, ამის გამო მასზე მოსისხლე მტრის დაძახება არ არის სწორი (ჩემი აზრით). რატომ? ერთი შეხედვით სულელური არგუმენტია-დღეს ჩვენ წინააღმდეგ აგრესიულ პოლიტიკას არ ატარებს. თუ კარგად დავუფიქრდებით მიხვდებით არგუმენტის ძალას, რატომ უნდა ვიფიქროთ სულ წარსულის პრობლემებზე, როცა ახლაც შეგვიძლია ათასგვარი თავის სატკივარი მოვძებნოთ, ძველი ფაქტები მაინც ფაქტებად დარჩებიან, მეტი რა მიზეზით უნდა მოვახდინოთ ამ თემაზე აჟიტირება? რა აზრი აქვს? ყარსის მითი კი ახლახან გამოააშკარავეს.

სომხეთი-მტრად მიიჩნევენ ასევე საქარველოს საწინააღმდეგო ომების და ასევე საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობისთვის. გასაგებია რომ სომხებს გადამეტებული წარმიდგენები აქვთ თავიანთ ისტორიაზე, ეს არახალია, თუმცა მოდი ჩვენ თავებსაც შევხედოთ. იქნებ გვენახა ყველაზე შოვინისტური ქვეყნების სია, სადაც საბერძნეთს თუ არ ჩავთვლით შოვინიზმში პირველ ადგილზე ვართ. თუ სომხები ამის გამო მტრებად გამოვაცხადეთ, ჩვენ იგივეს რატომღა ვაკეთებთ? კიდე ომებზე ვთქვი და ალბათ ყველას ბაგრამიანის ბატალიონი გახსენდებათ, დიახ ფაქტია ეს დანაშაულებრივი დაჯგუფება სომხური იყო, მაგრამ მათ არ ჰქონდათ კავშირი ერევანთან, თუ სისულელედ თვლით მაგალითი: დონბასის ომში ქართველი მოხალისეებიც რომ იბრძოდნენ ხომ გახსოვთ? მათ ხომ არ ჰქონდათ კავშირი ოფიციალურ თბილისთან? არა, უფრო მეტიც მათ სამშობლოდან ხშირად ხვდებოდათ კრიტიკა. შესაბამისად ვერავინ იტყვის რომ დონბასის ომში სამაქართველოს სახელმწიფო მონაწილეობდა, ასეთი შემთხვევაა ბაგრამიანის შემთხვევაშიც, მაშინ სომხეთის სახელმწიფო არ გვეომებოდა. თუ ეს არ გეყოთ გაიხსენეთ წარმოშობით ქართველი ინგილო ბიჭები, რომლებიც აზერბაიჯანის არმიაში იბრძოდნენ სომხეთის წინააღმდეგ, ამის გამო სომხეთმა რომ დაგვადანაშაულოს ომში მონაწილეობაში, სისულელე ხომ იქნება. ის მართლა არ მომწონდა რომ ე.წ. ყარაბაღს აღიარებული ქონდა ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, თუმცა ამას სახელმწიფოებს შორის გაუგებრობად აღვითქვამდი (უბრალო არა, სერიოზულ გაუგებრობად). ასეთი რექცია მექნებოდს რუსეთთან მიმართებაშიც.

აზერბაიჯანი-მტრად აღითქვამენ დავით-გარეჯის თემის გამო. მტრობის მიზეზს ისედაც მოძებნიდნენ, მაგრამ ახლა ესაა აქტუალური. ამასაც სახელმწიფოებს შორის გაუგებრობად აღვითქვამ და არა მტრობად. თუ ვინმე ფიქრობს რომ მარტო რუსეთთან ვარ პატრიოტი და დანარჩენებთან ამას ვერ ვბედავ მაგალითს მოგიყვანთ:ნორვეგიას და მაშინდელ სსრკ-ს, 1974 წლიდან ჰქონდათ, სასაზღვრო პრობლემები, ისინი ბარენცის ზღვაზე საზღვრის მოწყობაზე ვერ თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, 2010 წელს მოგვარდნენ, რის შედეგადაც გამარჯვებული რუსეთი გამოვიდა, თუმცა რადგან ტანკები და რაკეტები არ გამოუყენებიათ და ისე მოაგვარეს გაუგებრობა, რუსეთს ამ შემთხვევაში აგრესორად არ მივიჩნევ. ასევე ვფიქრობ აზერბაიჯანზე, თუმცა ისიც ნუ დაგვავიწყდება რომ ეს დავა არ დასრულებულა და ყველაფერი წინაა.

აშშ-მტრობის ყველაზე მაგარი მიზეზი ამ ქვეყანას მოუფიქრეს, თურმე რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რეაქციას გამოთქვამს, ის უსასტიკესი მტერი ყოფილა. აქ მართლა უნდა დავიხმარო ისტორია. მსოფლიო ომების განსაკუთრებით მეორეს შემდეგ, დიდმა სახელმწიფოებმა შექმნეს ორგანიზაციები რომელთა მთავარი მოვალეობაა მსოფლიო მშვიდობის დაცვა, იყო შემთხვები ურჩი ქვეყნების წინააღმდეგ ძალაც გამოუყენებიათ, მაგრამ რეაქციის გამოთქმაში ასეთი შეურაწმყოფელი რა იყო? არც ისაა მართალი რომ თურმე ქართულ პოლიტიკაში მათი დიტყვა წყვეტს ყველაფერს, რამდენჯერ ყოფილა, ბოლო დროს კი განსაკუყრებით მათი რჩევების დაიგნორება, გინდათ პოზიციის გინდ ოპოზიციის მიერ.

რაღაც დონეზე, მაგალითად სპორტის დონეზე კარგიცაა დაპირისპირები, მაგალითად როგორიც ჩვენ და სომხებს გვაქ ფეხბურთში. თუმცა ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავიდეს პოლიტიკურ დონეზე.

4
392
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ოტი
ოტი
392
  
2021, 27 აპრილი, 21:26
რუკა გაასწორე, რუკა... არამიანებმა 1918 წელს წაიღეს ჩვენი მიწები, აზერებმა 1920 წელს მიიტაცეს ჰერეთი.... საქართველოს დამახინჯებულ და გადაკეთებულ ისტორიას თქვენი გადაკეთება აკლდა კიდევ..... აბრალეთ ეხლა ყველაფერი სულძაღლ ორჯონიკიძეს, არამიანებმა როგორ მიიტაცეს დიდი ბრიტანეთის დახმარებით მიწები არ დაწეროთ, თორემ თავი მოგვეჭრება ევროპაში.............
2021, 27 აპრილი, 21:20
პატივცემულო, არ გეწყინოს მაგრამ, ვერც ისტორიაში ერკვევი და ვერც დღევანდელ რეალობას აღიქვამ..... ძალიან შორს არ წავალ და ხომ ვერ მეტყვი 1918 წლის 18 ოქტომბერს რა ვინ დაიწყო სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ?? რომელი ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას სამცხე-ჯავახეთზე დღესაც?? შემთხვევით ჩვენი მეზობელი არამიანები ხომ არა?? ბაგრამიანის ბატალიონს ახსენებ და იცი საიდან ხდებოდა მათი დაფინანსება ან რაიმე თუ გაგიგია არამიანთა ინტერესზე აფხაზეთში დღესაც??
თურქეთის მიზნებიც წარსულს ჩააბარე და დღესაც, არამიანების არ იყოს, პრეტენზიები რომ გააჩნიათ აჭარის, გურიის და სამცხე-ჯავახეთის(რომელსაც ახისკას უწოდებენ) მიერთებაზე ესეც ალბათ სიახლე იქნება.... რამდენიმე წლის წინ, ქართველი კურსანტი თურქეთის სამხედრო აკადემიიდან იმის გამო გამორიცხეს, რომ სამხედრო აკადემიაში გამოკრულ რუკაზე საზღვრები ფლომასტერით შეასწორა და იცი რატომ?! აჭარა, გურია და სამცხე-ჯავახეთი თურქეთის საზღვრებში იყო მოქცეული და ეს ყველაფერი არა საუკუნის წინანდელ რუკაზე, არამედ თანამედროვე რუკაზე....
აზერბაიჯანზე არ წერ არაფერს, მაგრამ მე დავწერ. იცი, რა მდგომარეობაში ყავთ იქ მაცხოვრებელი ქართველები? იცი რომ ქართულად ლაპარაკი და წერა-კითხვა ეკრძალებათ? იცი, რომ აზერბაიჯანს დღემდე აქვს პრეტენზია ქვემო ქართლზე?? იქნებ დავით-გარეჯის პრობლემაზეც არ გსმენია არაფერი, რომელსაც ალბანური კულტურის ძეგლად აცხადებენ აზერები, რომლებსაც ალბანელებთან საერთო არაფერი აქვთ??? თუ მოვძებნე, ლინკს დავდებ, რომელზეც გაჩვენებ თუ როგორ გლეჯენ ხელიდან აზერი პოლიციელები საქართველოდან ჩატანილ დედაენის წიგნებს ინგილოებს და მანქანის საბარგულში ყრიან.....
ქართველებს ასახელებ შოვინისტებად?! ჩადი სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, დათვალე რამდენი პროცენტი ლაპარაკობს ქართულად, რამდენმა პროცენტმა იცის ქართული წერა-კითხვა და მერე პარალელი გაავლე..... ჩადი თურქეთში და იქაურ მოსახლეობას დაუწყე ყვირილი, როდესაც პრეტენზიას წამოგიყენებენ, როგორც თურქები იქცევიან აქ და მთელ ძვლებს თუ ჩამოიტან, მერე დაჯექი კომპთან და პოსტე ქართველების შოვინიზმზე.....
2021, 21 აპრილი, 22:32
საინტერესო!
0 1 4