x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვიცე მის პრიმორიამ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გადაიღო,სანამ მანქანა ხიდიდან გადავარდებოდა(ვიდეო)
image18 აპრილს შავი "ლექსუსი" "ბლატნოი"ნომრებით ვლადივოსტოკიდან სოფელ ნოვოვარვოროვკაში მიდიოდა, სადაც მდებარეობს ტურისტული ცენტრი კოტეჯებით.



ძვირადღირებული მანქანის სალონში ხუთი გოგო იჯდა, ხოლო მეეექვსე, მძღოლი მამაკაცი ავტომობილს მართავადა.


გოგონები ერთმანეთზე უკეთესი დარჩეული ლამაზმანები არიან, რომლებსაც სოციალურ ქსელებში გამომწერთა შთამბეჭდავი რაოდენობა ჰყავთ. ელიტური უცხოური მანქანის საბარგული სავსეა ალკოჰოლით. კომპანია დასასვენებლად მიდის, რათა როგორც თავად ინსტაგრამ მოდელები ამბობენ, "ტრეში მოაწყონ"

image


გართობა მანქანაშვე იწყება . ალკოჰოლი, პირდაპირი ვიდეოჩართვები, ი - გოგონები გამომწერებს არ უმალავდნენ, რომ გრანდიოზული წვეულების მოწყობას აპირებდნენ მაშინ არავინ იცოდა, რომ წვეულება ტრაგედიით დამთავრდებოდა და ეს ვიდეო იქნებოდა ცხოვრების უკანასკნელი წუთები ყოველი მეორესთვის.

image

გზად იმ ხიდის გავლა მოუწიათ, რომელიც იმავე "ტურისტულ ქალაქში" მიდის. როგორც მოგვიანებით გახდება ცნობილი, ხის კუსტარული გადასასველი ხიდი ადგილობრივმა ბიზნესმენმა ააშენა რამდენიმე წლის წინ, ყოველგვარი თანხმობის გარეშე. ხიდი ბალანსზე არსად იყო მითითებული. ასე რომ, ექვსი კაციანი მანქანა მყიფე გადასასვლელზე გავიდა. რა მოხდა შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. გამოძიების თანახმად, მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ხის მოაჯირი გადაანგრია, რის შემდეგაც იგი ხიდის ნაწილთან ერთად მდინარე არსენიევკაში გადავარდა . Lexus- მა სწრაფად ჩაიძირა.

წყლისგან გამოწვეუული მაღალი წნევის გამო, უკანა მინა გატყდა. სწორედ ამან გადაარჩინა სამი გოგონა, რომლებიც უკანა სავარძელზე ისხდნენ. მათ შეძლეს მანქანიდან გადმოძრომა და ნაპირისკენ გამოსვლა.

სამ გადარჩენილი მოდელთა შორის არის "ვიცე-მის პრიმორიე - 2012", ბლოგერი და მოდელი დარია კორნილოვა. გოგონამ თავის ინსტაგრამზე თქვა, რომ ის ცოცხალი იყო და დაკითხვაზე იმყოფებოდა, წერს kp.ru. სოციალური მედიის ცნობით, იგი დაქორწინებულია და ჰყავს შვილი.

"მე გოგონებთან ერთად დაკითხვაზე ვარ, ყველა ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ სამართალდამცავებს. ჩვენ ძალიანძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ" -აღნიშნა მან.


0
803
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0