x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ვაშინგტონიდან ქართულ მედიაში სენატორ რიშის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

image

ირაკლი კობახიძისა და სენატორ ჯიმ რიშის შეხვედრის ფორმალური მხარის შემდეგ ჯიმ რიშმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოში არსებული კრიზისის შესახებ. მისი თქმით, ვაშინგტონს, როგორც სტატეგიულ პარტნიორს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ვერ ითვალისწინებს გეოპოლიტიკურ და რეგიონულ საფრთხეებს, რის შდეგადაც იქმნება სიტუაცია, რომელიც საქართველოს რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინაშე მოწყვლადს ხდის.

სენატორ რიშის განცხადებით, ქვეყანაში არსებული კრისზისის დასძლევად აუცილებელია ვადამდელი არჩევნები. სენატორმა ყურადღება გაამახვილა ევროპულ გამოცდილებაზე, რომლის მიხედვითაც, პრემიერი პარტიის თავმჯდომარე ხდება. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობა ვაშინგტონისთვის აღრმავებს ეჭვს, რომ საქართველოს პოლიტიკას კულუარებიდან კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს, რაც თუ რეალობას შეესაბამება, არ არის მისი მხრიდან პატიოსანი თამაშის წესი პარტნიორებთან მიმართებაში.

საპასუხოდ სენატორ რიშს ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რომ ის მზად იყო პრემიერობისთვის და საკითხიც თითქმის გადაწყვეტილი, რაც მოულოდნელად სწორედ ივანიშვილის ინიციატივით და სურვილით შეიცვალა.

რამდენიმე საინფორმაციომ გაავრცელა ირაკლი კობახიძის პასუხი, რომლის მიხედვითაც პოლიტსაბჭოს სხდომა დაიგეგმა. გადაწყდა, რომ მის კანდიდატურას პრემიერის პოსტზე კენჭისყრაზე დაასახელებდა ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებიდან რამოდენიმე წუთში, გადაუდებელი მიზეზის დასახელებით, სხდომიდან გავიდა შს მინისტრი გომელაური, შემდეგ იგივე გააკეთეს პოლიტსაბჭოს წევრებმა - წულუკიანმა, სუბარმა, სამხარაძემ. ამ ვითარებაში შესვენება მოითხოვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც დასთანხმდნენ. დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ ვიცე-სპიკერმა ვოლსკიმ განაცხადა, რომ ვერ შეძლებდა კობახიძის კანდიდატურის დასახელებას კენჭისყრაზე. მსჯელობისას მაღლაფერიძემ პრემიერად პარტიის გენერალური მდივნის კახა კალაძის კანდიდატურის დასახელების ინიციატივა გააჟღერა, რაზეც თავად კალაძემ განაცხადა უარი. ამ ვითარებაში მაღლაფერიძეს დაუკავშირდა სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი და პრემიერად კენჭისყრაზე ღარიბაშვილის კანდიდატურა შესთავაზა.

სენატორი რიში დაინტერესდა, რა უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედება სუს-ის უფროსი, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ის ივანიშვილის წინადადებისა და ინიციატივის გამტარი იყო.

როგორც ერთ-ერთი სააგენტო CNews ვაშინგტონიდან სანდო წყაროს მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე წერს, ამის მოსმენის შემდეგ, სენატორმა განაცხადა, რომ ეს არის სკანდალი, როდესაც პოლიტიკიდან წასული ადამიანი კვლავ უხეშად ერევა ქვეყნის მართვაში და თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, მმართველი პარტია უნდა მიუახლოვდეს ვადამდელ არჩევნებს.



2
696
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
696
  
2021, 20 აპრილი, 4:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 19 აპრილი, 21:09
ვინმეს ჯერა, რომ ამერიკელი სენატორი ჰკითხავდა კობახიძეს რა უფლებებით სარგებლობს ლილუაშვილი ან კობახიძე ეტყოდა ივანიშვილის ინიციატივების გამტარიაო?
ეს წარმოუდგენელი და დაუჯერებელი რამეა...
0 1 2