x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტატუთი მიხვდნენ,რომ ციხის ზედამხედველ გოგონას რომანი ჰქონდა პატიმართან
imageგოგონა სრული სიმკაცრით გაასამართლეს, რადგან მან მაინც გამოიჩინა სისუსტე და რომანი გააბა პატიმართან, სპეციალური ტრენინგი მიუხედავად, რომელსაც გადის სასჯელაღსრულების დაწესებულების ყველა თანამშრომელი.


22 წლის ბრიტანელი გოგონა სკარლეტ ელდრიჩი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. გოგონა ზედამხედველად მუშაობდა მკაცრი რეჟიმის ციხეში, რა დროსაც გაიცნო პატიმარი ჯონი.


ერთხელ ჯონმა სკარლეტის სახეზე სისხლჩაქცევები შენიშნა, აღმოჩნდა, რომ გოგონას მისმა ბოიფრენდმა დაარტყა, პატიმარმა გოგონა ანუგეშა, ასე, ერთი საუბარი გადაიზარდა ყოვლდღიურ საუბრებში და შემდეგ კი აშკარა ფლირტში.

image


კოლეგამ შეამჩნია ზედემახედველის უცნაური საქციელი, გააფრთხილა და უხსნა, თუ როგორ გამოიყურება ის გარეშე თვალით. თუმცა, გოგონამ დაარწმუნა, რომ არაფერი ხდებოდა. იმავდროულად, სკარლეტმა პატიმარს საიდუმლოდ გადასცა SIM ბარათიანი ტელეფონი, რათა მას ნებისმიერ დროს შეძლებოდა მასთან დაკავშირება ან კიდევ დაერეკა და დამუქრებოდა მის ბოიფრენდს. გოგონამ ტატუც გაიკეთა ბარძაყზე მისი კამერის ნომრით, რომელიც მომავალში ერთ-ერთი ნივთმტკიცება გახდა.


ზედამხედველის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მოგვიანებით სასამართლომ მას ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ მისი მშობლები - დედაც და მამინაცვალიც - მთელი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდნენ, ხოლო თავად სკარლეტმა სამსახურის დაწყებამდე სპეციალური ტრენინგი გაიარა, სადაც მომავალ თანამშრომლებს ასწავლიან როგორ არ გაებენ პატიმრების ხრიკებში და ინტრიგებში.

image

მოსამართლემ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ გოგონა სრულ ჭკუაზე ვეღარ იყო იმ ბოიფრენდის გამო, რომელიც გამუდმებით სცემდა.


"თქვენ გაიარეთ სპეციალური ტრენინგი და იცოდით, რამდენად მზაკვრული შეიძლება იყვნენ პატიმრები . ამის მიუხედავად, ამისა თქვენ ჩავარდით იმადამიანის ხიბლში, რომელიც სასჯელს იხდიდა შეიარაღებული ყაჩაღობისთვის. თქვენი დანაშაული ძალიან სერიოზულია, რადგან თქვენ უნდა დაგეცვათ წესრიგის მკაცრი რეჟიმის ციხეში"-განაცხდა მოსამართლე ჯონ ტეკრეიმ.

1
898
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
898
  
2021, 21 აპრილი, 15:23
ძალიან საინტერესო სტატიაა
0 1 1