x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
სად არის თამარ მეფის საფლავი? რა თქმა უნდა, გელათში

imageბასილი ეზოსმოძღვარი, რომელიც თამარ მეფის ისტორიკოსად მიიჩნევა წერს - „მაშინ უკუ აღმოივანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თჳთ მუნვე გელათს დაამკჳდრეს თჳსსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკჳდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.“

თუ ტექსტის გააზრების მინიმალურ უნარს ფლობ, ძნელი არ უნდა იყოს იმის გაგება, რომ თამარ მეფე დაასვენეს იქ, სადაც მისი წინაპრები იყვნენ დაკრძალულები, მაშასადემე - გელათში. ალბათ, ამაზე უფრო ცხადად ვერ დაწერდა ბასილი. რაში დასჭირდებოდა ტყუილი მეფის კარის ისტორიკოსს? ამ წყაროს ობიექტურობის ხარისხის შემოწმება ისტორიკოსების კომპეტენციაა, თუმცა მე არ გამიგია ვინმეს გაეკრიტიკებინოს, ან გადაესინჯოს აღნიშნული ცნობა.

ჰოდა:
გთხოვთ, სკოლაში ასწავლეთ მასწავლებმა სიმართლე.
გთხოვთ, ტელევიზიები შეეშვათ ლეგენდებისა და მითების შექმნას.
გთხოვთ, ნუ აქცევთ მეცნიერებას ყვითელ ტაბლოიდურ ჟურნალად.
და ეგებ, ჩემი თაობის არქეოლოგებმა, თუ არა, მომავალმა არქეოლოგებმა მაინც გაიხარონ და ყოველ ახლადგაცნობილმა ადამიანმა, პირველივე კითხვით არ შეაწუხონ არქეოლოგები იმის ახსნით, თუ სად არის დაკრძალული თამარ მეფე.

0
367
3-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0