x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
1772 წელს საქართველოში და, კერძოდ, თბილისში, ყვავილის ეპიდემია გავრცელებულა, რომელსაც მასობრივი ხასიათი მიუღია

imageამ დროს ერეკლე მეორეს გამოუჩენია ნოვატორობა და ნება დაურთავს კათოლიკე პატრებისთვის, პირველად მისი ძისთვის აეცრათ ყვავილის წინააღმდეგ, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ ყოველივე ეს საშიში კი არ იყო, არამედ, პირიქით – სასარგებლო.

შემორჩენილია მეფის წერილი, გაგზავნილი თავის მოხელე რევაზ ამილახორთან, სადაც ვკითხულობთ: ჩვენს შვილს, – იულონს ყვავილი აუჭერითო. მაშინ, ბუნებრივია, არ არსებობდა ტერმინი „აცრა”, ერეკლე მეორემ შემოიღო ამის აღსანიშნავად ტერმინი „აჭრა”.

შემდეგ ამბობს იმასაც, რომ ქალაქში მრავალი ყვავილი გაჩნდა და დახიზვნასაც ვაპირებთო. როგორც ჩანს, მასშტაბურად ყოფილა ეპიდემია გავრცელებული.

საინტერესოა, რომ ამ წერილის გარდა, რომელიც არქივშია დაცული, არსებობს გერმანელი მოგზაურის, იოჰანეს გიულდენშტადტის ჩანაწერებიც. ეს პიროვნება, რომელიც ცნობილი მოგზაური იყო, რუსეთის სამეფო აკადემიამ დაიქირავა კავკასიის შესასწავლად. გულდენშტადტმა საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის დაწვრილებითი აღწერილობა დაგვიტოვა. ძალიან საინტერესოა, რომ მათგან ერთი პატარა საკითხი ყვავილის ეპიდემიასაც ეხება, სადაც იოჰან გიულდენშტადტი აღნიშნავს, რომ ერეკლემ გარისკა და ნება დართო კათოლიკე პატრებს, ყვავილის აცრები ჩაეტარებინათ მისი შვილისთვისო.

ასე რომ, ერეკლე მეორე ერთ-ერთი პირველი ნოვატორია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა და დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში.

0
124
3-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0