x
მეტი
  • 18.10.2021
  • სტატია:115069
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488934
გამოთქმების ტოპ ხუთეული, რომელმაც მსოფლიო შეცვალა!
ჩვენ ყოველდღე გამოვთქვამთ ათასობით სიტყვას, რომლებიც წინადადებებს ქმნიან, აზრს გამოხატავენ და განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ვინ იცის - იქნებ ჩვენმა ერთ-ერთმა გამონათქვამმაც ერთ მშვენიერ დღეს შეცვალოს ისტორიის ან ცხოვრების კურსი. გთავაზობთ ტოპ ხუთეულ ცნობილ გამოსვლას, რომლებმაც შეცვალა სამყარო.

imageარც ჩერჩილის და არც სტალინის გამოსვლაა პირველ ხუთეულში, არამედ ფრანკლინ რუზველტის, ფოტოს ცენტრში რომ ზის და ბავშვობიდან პოლიომიელიტის ვირუსმა ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვა. (დიახ, მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა)

ფრანკლინ რუზველტმა პრეზიდენტად ყოფნისას თავის პირველ გამოსვლაში ისაუბრა დიდი დეპრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტი ზომების პროგრამის შესახებ და იმ ეკონომიკური კრიზისს თაობაზე, რომელიც შეერთებულ შტატებში მძვინვარებდა. რუზველტმა წაიკითხა მოხსენება სახელწოდებით "ჩვენ არაფრის უნდა გვეშინოდეს, გარდა საკუთარი შიშისა." ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა ასახა თავის გამოსვლაში, განხორციელდა რუზველტის საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის განმავლობაში. ამან განსაცვიფრებელი შედეგი მოიტანა - ქვეყანა გამოვიდა კრიზისიდან და მისმა სოციალურ-ეკონომიკურმა სისტემამ თანამედროვე სახე მიიღო. თავად ფრანკლინ რუზველტის ისტორიულად მნიშვნელოვანი ფრაზები ამ დროიდან მტკიცედ შემოვიდა და დამკვიდრდა შეერთებული შტატების პოლიტიკურ კულტურაში და გახდა ხშირი ციტირების ობიექტი.


image

60-იან წლებში ამერიკაში იყო საშინელი სეგრეგაცია. შავკანიანებს არ შეეძლოთ იმავე კერძების ჭამა, რასაც თეთრკანიანები მიირთმევდნენ, ერთ მაგიდასთან ჯდომა და თეთრკანიანებთან ერთად ერთ ტუალეტში შესვლაც კი. ამის საფუძველზე ქვეყანაში მრავალი ბუნტი მოხდა. მაგრამ ერთმა გამოსვლამ შეცვალა სიტუაცია. "მე მაქვს ოცნება" - ასე ჰქვია მარტინ ლუთერ კინგის ყველაზე ცნობილ გამოსვლას. მან ეს გამოსვლა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ - 1963 წლის 28 აგვისტოს, ლინკოლნის მემორიალის წინ, ვაშინგტონში წარმოთქვა. ამ გამოსვლაში კინგმა გამოთქვა თავისი ხედვა ამერიკის შეერთებული შტატების მომავლის შესახებ, სადაც თეთრ და შავკანიან მოსახლეობას შეეძლო თანაცხოვრება, როგორც მათი ქვეყნის თანასწორ მოქალაქეებს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ჯონსონმა მოიწვია იგი თეთრ სახლში, სადაც თვითონ იმყოფებოდა საბინაო კანონის ხელმოწერაზე, რომელიც 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის ნაწილი გახდა. კანონი კრძალავდა სეგრეგაციას საზოგადოებრივ ადგილებში და სამსახურში, სამუშაო პირობებსა და ხელფასებზე.



image


ჰენრი ფორდი ამერიკის ერთ – ერთი წამყვანი მრეწველი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ავტომანქანების აწყობის მიმართულებით. მან თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ისაუბრა მანქანის, როგორც არა ფუფუნების, არამედ აუცილებელი ტრანსპორტირების საშუალების შესახებ . მისი ყველა გამოსვლა, ისევე როგორც მთელი ცხოვრება, გაჟღენთილი იყო ყველასთვის მანქანების ხელმისაწვდომობისა და კომფორტის იდეით. 1908 წელს ჰენრი ფორდმა შექმნა Ford Model T და ამის შემდეგ მან განაგრძო მანქანების აწყობის მეთოდის გაუმჯობესება, რამაც რადიკალურად შეცვალა მთელი ინდუსტრია. შედეგად, ფორდმა მილიონობით მანქანა გაყიდა და გახდა მსოფლიოში ცნობილი კომპანიის მფლობელი.



image

ჩარლი ჩაპლინი, გაზვიადების გარეშე, ერთ-ერთი საუკეთესო კომიკოსია მსოფლიო კინოს ისტორიაში. სწორედ "მაწანწალა" ჩარლიმ შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი კინოს, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ ფორმის ჩამოყალიბებაში. მან ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმებში, გადაიღო საკუთარი მხატვრული ფილმები, სადაც თავადაც ხშირად იყო ერთ-ერთი მსახიობი. ჩარლი ჩაპლინს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული და ასევე ორჯერ არის ოსკარის ლაურეატი. განსაკუთრებით ცნობილია მისი გამოსვლა საკუთარ ფილმში "დიდი დიქტატორი". გამოსვლა სახელწოდებით "როდესაც მე შევიყვარე საკუთარი თავი" ძალზე ამაღელვებელია. მას შეუძლია თვალი აუხილოს ნებისმიერ ადამიანს. ამ ტექსტის წაკითხვა შესაძლებელია ყოველ დილით, როგორც მანტრისა, რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ შეგიცვლით.



image

მუჰამედ ალი მსოფლიო კრივის ნამდვილი ლეგენდაა. "პეპელასავით ფარფატი და ფუტკარივით დანესტვრა" - მისმა დევიზმა განსაზღვრა ამ სპორტის კურსი მრავალი წლის განმავლობაში და გახდა საფუძველთა საფუძველი და მიდგომა ათასობით მწვრთნელისა და მოკრივისთვის მთელ მსოფლიოში. მუჰამედ ალი არ იყო მხოლოდ მოკრივე. ის იყო ადამიანი, რომელმაც მსოფლიო კრივის ისტორია ახალ მიმართულებად აქცია. კარიერის განმავლობაში მან 61 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 56 გამარჯვებით დაგვირგვინდა. ამ კაცმა წარმოთქვა მრავალი წამახალისებელი და გამამხნევებელი სიტყვა, რომელთაგან ერთი იყო შეუძლებლის შეძლების შესახებ. მან ეს დაადასტურა თავისი მაგალითით, თავისი ცხოვრებითა და ქმედებებით.


თქვენ შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან იდავოთ მათ გამოსვლებთან დაკავშირებით, მაგრამ თითოეული მთგანის ქარიზმამ და სათანადოდ წარმოთქმულმა სიტყვებმა ნამდვილად შეცვალა ისტორიის მსვლელობა. სიტყვა დიდი რამეა, რადგან მას შეუძლია წაახალისოს და ავნოს, შექმნას და დაანგრიოს.

იფიქრეთ ქარმოთქმამდე!

5
889
11-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
889
  
ადამიანს გააჩნია და ამაზეა დამოკიდებული. სიტყვას იმაზე მეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს,რაც მას აქვს რეალურად.გეთანხმებით,რომ ადამიანის გაზომბება სიტყვით შესაძლებელია და ბევრჯერ გაუკეთებიათ ეგრე,მაგრამ ეგ მოქმედებს დაბალი თვითშეფასების ადამიანზე. თუ გაუნათლებელ ადამიანებს მოამრავლებ მსოფლიოში,სულელურად წარმოთქმულ სიტყვასაც დიდი ეფექტი ექნება. ასეა ზემოთ მოყვანილი მაგალითებშიც. არადა,ჩვენ სახელოვანმა ადამიანმა თქვა,სიტყვა სიტყვაა,მაგრამ საქმე სულ სხვაო. ამიტომაც სჯობნის ცუდი კარგს და ამიტომაც არის არეული მსოფლიო.
და რა იქნებოდა "ჩვენ არაფრის უნდა გვეშინოდეს, გარდა საკუთარი შიშისა." და როგორ დაძლევდნენ ეკონომიკურ კრიზისს,თუ არ იქნებოდა ჯონ მეინარდ კეინზი. კეინზის დიდი ძალისხმევით მოხდა ამ კრიზისიდან გამოსვლა,მაგრამ ყველა რუზველტს აწერს ამ ყველაფერს. რუზველტის დამსახურება იყო,ის უჯერებდა კეინზს. ასე იყო მარგარეთ ტეთჩერიც და ასე იყო რეიგანიც. ერთის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი ჰაიეკი იყო და მეორეს მილტონ ფრიდმანი.საქართველოზეც გეტყვით,სიბნელიდან გამოყვანას მიშას აწერენ,მაგრამ კახა ბენდუქიძის იდეებმა გამოიყვანა ეს ქვეყანა ჭაობიდან და განვიცადეთ წინსვლა. ცნობილია,რომ ბევრ რამეს არ ითვალისწინებდა ნაცეთის შეფი,რადგან არ სურდა ძალაუფლების დაკარგვა. ამიტომაც დატოვა კახამ ნაცეთი და გადავიდა საგანმანათლებლო საქმიანობაში.
ნამდვილად, თუთიკო! სიტყვამ შეიძლება გაგანადგუროს, ან დაცემული, ფეხზე წამოგაყენოს! წარმოთქმამდე რომ ვუფიქრდებოდეთ ჩვენს სიტყვებს, კარგი მეტი იქნებოდა, ვიდრე ცუდი)
17 აპრილი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5