x
image
ლანა92
როგორ სვამენ გველები წყალს

image
















გველები წყალს ღრუბელივით ისრუტავენ. კერძოდ, ქვეწარმავლის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კაპილარული ძალები შთანთქავს წყალს, ხოლო სპეციალური კუნთები უშვებენ მას ყელისაკენ. ენა გველებისათვის შეხების ორგანოა და არა წყლის მიღების გზა, საშუალება.

როგორ სვამენ გველები წყალს?

უპირველესად უნდა ითქვას, რომ გველის ორად გაყოფილი ენა, რომელსაც მძაფრი სუნების აღსაქმელად და მსხვერპლის, მტრის, ან პოტენციური პარტნიორის ადგილმდებარეობის, მიმართულების დადგენაში ეხმარება, ნამდვილად არ გამოდგება და არაა მოსახერხებელი წყლის დასალევად. კატის, ძაღლის თუ სხვა არსების ენა საკმაოდ ოსტატურად მოძრაობს ამ მიზნით, ხოლო გველის ენა წყლის დასალევად არა მხოლოდ მცირეა, არამედ მოუხერხებელი: საფარები საშუალებას არ აძლევს მას, წყალი აიღოს და ყელამდე მიიტანოს. მეორე მხრივ, გველებს არც ადამიანის, ან ფრინველის მსგავსად არ შეუძლიათ, რომ თავი ჩამოსწიონ და ყლუპი მოსვან.

მიაჩნდათ, რომ გველები წყალს პირის კუნთების საშუალებით ითვისებდნენ, ისე, როგორც ჩვენ საწრუპი მილებიდან ვსვამთ ცივ ყავას, ან სხვა მსგავს სითხეს. ეს აზრი 1993 წელს ლიჰაის (აშშ) უნივერსიტეტის ზოოლოგებმა შემოგვთავაზეს. ახლა კი გვაქვს პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტა.

როგორც გაირკვა, გველები წყლის დასალევად პირის ღრუს კაპილარულ ძალებს იყენებენ.

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0