x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
გაირკვა კატის პატრონისადმი გულგრილობის მიზეზი

კატებს შეუძლიათ თავიანთი პატრონების ხმა უცხო ადამიანების ხმისგან გაარჩიონ. ეს იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს. მათ ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ არ პასუხობს ცხოველები, როდესაც პატრონი ეძახის?


image


სამეცნიერო კვლევაში 20 კატა მონაწილეობდა. მათ სხვადასხვა ხმის აუდიოჩანაწერებს ასმენინებდნენ, ხოლო ექსპერტები ცხოველების რეაქციას აკვირდებოდნენ. კატები, როდესაც საკუთარი სახელი ესმოდათ, «ორიენტირებულ ქცევას» ავლენდნენ: თავს აბრუნებდნენ, რომ გაეგოთ, ხმა საიდან მოდიოდა. მაგრამ, უფრო მეტად აქტიურები მაშინ იყვნენ, როდესაც ხმა მათ პატრონს ეკუთვნოდა. თუმცა, ცხოველის რეაქციის მიუხედავად, ისინი, პრაქტიკულად, არც ერთ შემთხვევაში, არ ინძრეოდნენ. მეცნიერთა აზრით, კატების ასეთი ქცევა, ისტორიული ფაქტორით არის განპირობებული.

«ისტორიულად, კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, არ იყვნენ გაწვრთნილი ადამიანებისგან ბრძანების მისაღებად», – განმარტავენ მეცნიერები.

ამიტომ, ევოლუციის პროცესში, ამ შინაურ ცხოველებს არ განუვითარდათ უპირობო რეაგირების ჩვევა. ისინი საკუთარ თავს, სახლში უფროსებად თვლიან და მათი თვალსაზრისით, ნებისმიერი ურთიერთობის ინიციატორები სწორედ ისინი უნდა იყვნენ. კატები ადამიანს ისე უყურებენ, როგორც მნიშვნელოვანი რესურსების წყაროს (საჭმელი, წყალი, უსაფრთხოება და კომფორტი)...

კატების ასეთი ქცევის მიუხედავად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფრის მიუხედავად, მათ პატრონებისადმი გარკვეული გრძნობები გააჩნიათ:


image


კვლევამ აჩვენა, რომ, როდესაც ადამიანი თავის ძაღლს ეთამაშება, პატრონის და ძაღლის ორგანიზმში ჰორმონი ოქსიტოცინი გამომუშავდება — სიყვარულის მთავარი ჰორმონი ძუძუმწოვრებში. ამ ჰორმონს ტვინი მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც ადამიანი ვიღაცაზე ზრუნავს და მაშინაც, როდესაც ის მისთვის საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეუღლეს ან შვილს ხედავს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ დროს, ოქსიტოცინის დონე 40–60%-მდე იზრდება.
ხდებოდა, თუ არა, ამ ჰორმონის გამომუშავება კატის ორგანიზმში, აქამდე უცნობი იყო. და აი, მეცნიერებმა შედარებითი ტესტები ჩაატარეს:
10 კატას და 10 ძაღლს ნერწყვის ანალიზი აუღეს, პატრონთან 10 წუთიანი თამაშის წინ და თამაშის შემდეგ. როგორც გაირკვა, თამაშის შემდეგ, ძაღლის ორგანიზმში ოქსიტოცინის დონე 57, 2%-მდე იზრდება, ხოლო კატების ორგანიზმში — მხოლოდ 12%-მდე, ანუ თითქმის 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ძაღლების შემთხვევაში!
მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებულები იყვნენ ორი რამით: ჯერ ერთი, იმით, რომ ოქსიტოცინის დონე ძაღლებს ასეთი მაღალი ჰქონდათ და მეორეც – რომ კატებს ის საერთოდ გააჩნდათ. აქამდე ითვლებოდა, რომ კატებს საერთოდ არ უყვართ ადამიანები. ჩატარებულმა ექსპერიმენტმა კი დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.
რაც შეეხება სხვაობას კატებისა და ძაღლების ემოციებს შორის, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ ადამიანმა ძაღლი ბევრად უფრო ადრე მოაშინაურა, ვიდრე კატა. გენეტიკური კვლევის თანახმად, ძაღლების მოშინაურების პროცესი 30 000 წლის წინ დაიწყო, ხოლო კატების – დაახლოებით, 10-12 ათასი წლის წინ, ანუ თითქმის 20 000 წლით გვიან.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


რატომ არ უყვართ ძაღლებს და კატებს ერთმანეთი?

რას ნიშნავს – იყო კატა? მეცნიერებმა კატებზე დაკვირვების უახლესი შედეგები გამოაქვეყნეს

კატები ომში. პატარა დიდი გმირები

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კატა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

შინაური ცხოველების როლი ბავშვის აღზრდაში

7 მითი ცხოველების შესახებ, რომლისაც სკოლის ასაკიდან გვჯერა

15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა

0
238
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0