x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„გურანდა გაბუნია ძალადობის მსხვერპლი იყო - ამ ამბავს, ისე ყვებოდნენ, რომ მეღვინეთუხუცესს ჩრდილი არ მიდგომოდა“
image


მას შემდგე, რაც მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა, ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური ძალადობაში დაადანაშაულა საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები, ამ ფაქტზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.

ზოგმა ნინუცას მიერ მონაყოლ ამბავში ეჭვი შეიტანა, ზოგი ბრმად ენდო. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ბესოს დაუჭირეს მხარი და მისი მხრიდან ძალადობა ვერ წარმოიდგინეს. მოკლედ, აზრი ორად გაიყო, თუმცა უმრავლესობა ნინუცა მაყაშვილის მხარეს დადგა.

.


ამ ფაქტს თავის მხრივ იუმორისტი და შოუმენი, ნიკა ქავთარაძეც გამოეხმაურა. მან ცალსახად დააფიქსირა, რომ ყოველთვის მსხვერპლის მხარესაა და ძალადობა დაგმო. ამასთან, ნიკამ გამოთქვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სასურველია, „მექალთანე და გულთამპყრობელებს თუ დაბლოკავს ტელევიზია“.

.

„ეგებ ქართველი ტელეწამყვანები მიხვდნენ, რომ სტუმრად მრავალცოლიანი, „მექალთანე“ გულთამპყრობელები აღარ მიიწვიონ შოუებში და აღარ მისცენ მათ შანსი გაგვიზიარონ ქალების „დაკერვის“ ხერხები.
ასეთი კაცების თითქმის 100%-ი არის გულისმრევი, ნაგავი, ტუტუცი და მოძალადე. გულისამრევია ის წამყვანიც, ვინც მათ მასპინძლობს სიცილ-კისკისით და წამწამების ფახულით.

.

P.S. მე, მთელი ცხოვრება მსხვერპლის მხარეს ვარ და არა მოძალადის. რადგან ყველა მოძალადე არის ბოროტება - რუსეთი იქნება თუ ქმარი!“ - წერს ქავთარაძე.

.

ამ პოსტის საპასუხოდ სოციალური ქსელის მომხმარებელი თამარ დონაძე წერს:
.

„ალბათ ცოტას თუ უფიქრია, რომ გურანდა გაბუნია ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი იყო მთელი ცხოვრება, მე რაც მახსენდება ინტერვიუებიდან, ისიც და მათი მეგობრებიც, ქმრის ავადმყოფური ეჭვიანობის ამბავს სულ სიყვარულით და რომანტიზმით ამართლებდნენ და ისე ყვებოდნენ, რომ მეღვინეთუხუცესს ამითაც ჩრდილი არ მიდგომოდა, თუმცა, ყველამ ვიცით რომ, საეჭვიანო ქალბატონ გურანდას არაფერი სჭირდა და არც არასდროს დაიჭირვებდა, ისიც ვიცით, რომ ფსიქოლოგიური ძალადიბა ყველაზე მძიმე ასატანია და ყველაზე ცუდ კვალს ტოვებს, რაც აისახა კიდეც მის ბოლო ინტერვიუებში, ჟურნალისტები კი ამით სარგებლობდნენ, შოუს დგამდნენ და ჩვეულებრივი ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც ქართულ კინოსა და თეატრში ქმარზე არანაკლები დამსახურება ჰქონდა, მასხარად გამოჰყავდათ“.

.

image

1
422
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
422
  
2021, 15 აპრილი, 13:09
მსმენია ოთარის მძიმე ხასიათზე. გურანდა უფრო კარგი მსახიობი იყო,ვიდრე თამაშობდა.ქმარი ზღუდავდა და ამას ბევრი ხვდებოდა.
0 1 1