x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კოვიდ კლასტერი მირზაანში - დაიკეტება თუ არა ფიროსმანის მუზეუმი
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმი შესაძლოა, კორონა ვირუსის ოჯახური შემთხვევის დაფიქსირების გამო, დაიკეტოს. ექსკლუზიურ ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. 13 აპრილს სოფელ მირზაანში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა.


დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში, კორონა ვირუსით, ერთი ოჯახის ოთხი წევრი დაინფიცირდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, ფიროსმანის მუზეუმის დაცვის თანამშრომელია.


მუზეუმის დირექტორის, დალი აბაშიძის განმარტებით, დაწესებულება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდება. "თანამშრომელს დაუფიქსირდა ვირუსი, რომელსაც კიდევ რამდენიმესთან შეხება ჰქონდა. ველოდებით ეპიდემიოლოგებს, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ"- განაცხადა აბაშიძემ.


.

„ამ ეტაპზე მუზეუმი არ დაკეტილა. მხოლოდ დაცვა გადავიყვანეთ იზოლაციაში. ხვალ მოვა დაცვის ყველა თანამშრომელი და ჩავუტარებთ ტესტირებას. ყველა გამოიკითხება ინფიცირებულთან ვის როგორი კონტაქტი ქონდა. ამის შემდეგ გადაწყდება სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება მუზეუმის თანამშრომლებს, ეს ინფიცირებული ბიჭი ამტკიცებს, რომ კონტაქტი არავითან ჰქონია. რომელიმე დაცვის თანამშრომელი თუ რამე სხვა ინფორმაციას მოგვაწვდის შესაბამისად ვიმოქმედებთ, “ - უთხრა დედოფლისწყაროს ტელევიზიას მთავარმა ეპიდემიოლოგმა ლალი ალადაშვილმა.

.

ვირუსის ოჯახური შემთხვევის გამო, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა მირზაანის საჯარო სკოლის ერთი კლასიც, რადგან ინფიცირებული ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი სწორედ იმ სკოლის მოსწავლეა.

.

დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი, ეთერ ზურიკაშვილის ინფორმაციით, მოსწავლესთან კონტაქტში მყოფ პედაგოგებს, ვირუსი არ დაუდასტურდათ.


"სკოლა მრავალრიცხოვანი არ არის. ერთ-ერთი მოსწავლე, როგორც ვიცი, მშობლისგან დაინფიცირდა. პედაგოგებს ვირუსი არ დაუდასტურდათ. ონლაინ- სწავლებაზე მხოლოდ ერთი კლასი გადავიყვანეთ, ორი კვირით"- განაცხადა ზურიკაშვილმა.


დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამის გავრცელებაა დაწყებული. ახალი შტამის მომატებული გავრცელება ბოლო დღეებში ლაგოდეხში დაფიქსირდა.



0
100
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0