ქალი და მამაკაცი "ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს"-ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე 2021, 13 აპრილი, 20:11 მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი ცოლის, ნინუცა მაყაშვილის ბრალდებას პასუხობს, რომელმაც გადაცემა “ფარულ კონვერტში” გააჟღერა, ნუცას თქმით ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. "ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს, " - განაცხადა მსახიობმა და დასძინა, რომ ფეხმძიმობის დროს ცემის ბრალდებაც სიცრუეა. კითხვაზე კი, რა გახდა განქორწინების მიზეზი, მსახიობი პასუხობს : "არაფერი. უბრალოდ, აი ასე მოხდა…" შეგახსენებთ, ნინუცამ გადაცემა "ფარულ კონვერტში" 11 წლის წინანდელი ოჯახური ძალადობა გაიხსენა: მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ჭამის შემდეგ თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა, ან შუქნიშანზე გაჩერებისას მოწყენილი ვყოფილიყავი, ან თუნდაც მიზეზი ყოფილიყო, ქუჩაში უბრალოდ დანახული ბიჭი. მივხვდი, რომ ძალიან ბევრი კომპლექსი აქვს და ამის კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან, მარტივია სუსტი დაჩაგრო. მე მაშინ სუსტი ვიყავი. რატომ ვპატიობდი? ძალიან მეშინოდა, იყო მუქარები. ვერც ოჯახის წევრებს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა ჩემგან, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-თქო, მაგრამ მე ვერ ვამბობდი. ბოლოს იყო, რომ ვთქვი, მიშველეთო. ბოლო წვეთი იყო, როდესაც გასტროლებზე იყო, ღამის 4 საათზე ჩამოვიდა, ბებიასთან ვიყავი ბავშვთან ერთად, ვთხოვე, რომ იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ უარი თქვა. წავედით სახლში და რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, არ გაჩერდა დილის 8 საათამდე. ერთადერთი, რაც მაშინ შემეძლო, იყო, რომ ჩემი შვილის სახელი მეთქვა, რომელიც გვერდზე ოთახში ღნაოდა. მე ვიცოდი, რომ ბავშვი უნდა წამეყვანა იქიდან. 10 წუთი მქონდა სახლიდან გამოსაქცევად. 6 ჩანთა მოვიკიდე, მეათე სართულიდან ფეხით ჩამოვედი, გავაჩერე ტაქსი და წამოვედი. ტელეფონზე რეკვა რომ დაიწყო, ამაკანკალა. შემდეგ მოვიდა სახლშიც, თუმცა უკვე დედა მედგა გვერდში", - აღნიშნა ნინუცა მაყაშვილმა. 231 5-ს მოსწონს
|