x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ავიაკატასტროფაში გადარჩენილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ გვამებით იკვებებოდნენ
image

"სასწაული ანდებში"-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკატასტროფა მსოფლიო ისტორიაში, რა დროსაც 1972 წლის 13 ოქტომბერს თვითმფრინავი, რომელიც მონტევიდეოდან სანტიაგოში მიფრინავდა, ანდის მთებში ჩამოვარდა. მის ბორტზე 45 მგზავრი იმყოფებოდა, ისინი მაშველებმა მხოლოდ 72 დღის შემდეგ იპოვენეს, საბოლოოდ გადარჩა მხოლოდ 16, რომელთაც ავიაკატასტროფაზე მძაფრი გამოცდის ჩაბარება მოუწიათ.


ურუგვაელი ხოსე ლუის ინსიარტე იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც გადაურჩა ავიაკატასტროფას. ტრაგედიიდან 49 წლის შემდეგ მან კიდევ ერთხელ გაიხსენა დეტალები, თუ რა ჯოჯოხეთის გავლა მოუწიათ მას და სხვა მგზავრებს, რომლებიც თოვლიან მთებში 72 დღე ყოფნის შემდეგ გადაარჩინეს.


ბრიტანული შოუს This Morning- ის ეთერში მამაკაცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჟურნალისტები ჯერ კიდევ 1972 წელს წერდნენ: სამწუხაროდ მას და მის პარტნიორებს მოუწიათ მიცვალებულთა გვამების ჭამა. წყალი და საკვები კრიტიკულად ცოტა იყო. გარდა ამისა, კატასტროფის შემდეგ მათ მალევე გაიგეს, რომ თვითმფრინავის ძებნა შეწყდა. ამან კიდევ უფრო დათრგუნა მათში გადარჩენის იმედი. ამიტომ მათ უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ.



"კრებასა ჩავატარეთ და ვკამათობდით, გვექნა თუ არა ეს. მაშინ გვეჩვენებოდა, რომ თუ უარს ვიტყვით, მოვკვდებით. ყველამ ჭამა გადაწყვიტეთ. როდესაც თქვენი მეგობრის სხეულიდან ხორცის ნაჭრის ჭამას აპირებთ, ხელი ადვილად არ გემორჩილება. დიდი ფიზიკური და მენტალური ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა ხელი დაგვმორჩილებოდა. ისევე რთული იყო პირის გაღება, ენაზე ხორცის დადება და გადაყლაპვა"


მოგვიანებით, სამი მგზავრი დახმარების საძებნელად წავიდა. ერთი მათგანმა ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება და უკან დაბრუნდა, ნანდო პარადო და რობერტო კანეზმა კი გზა განაგრძეს და მთებში 10-დღიანი ხეტიალის შემდეგ ჩილეში გადავიდნენ, სადაც ფერმერს გადააწყდნენ...ასე დასრულდა მათი 72 დღიანი ტანჯვა.


"სასწაული ანდებში" ყველაზე ცნობილი და დრამატული ისტორიაა ავიაციის ისტორიაში მასზე გამოსულია წიგნები, გადაღებულია რამდენიმე ფილმი, როგორც დოკუმენტური, ასევე მხატვრული.კატასტოროფის ადგილას აგებულია დაღუპულთა მემორიალი, ყოველი წლის 22 დეკემბერს, ანდის მთებში გადარჩენილი მგზავრები იკრიბებიან და 72 დაუსრულებელ დღეს იხსენებენ. ამით ისინი დაღუპულ მეგობრებს მიაგებენ პატივს.



0
534
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
534
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0