x
მეტი
  • 27.01.2022
  • სტატია:116452
  • ვიდეო:353140
  • სურათი:490308
დღე, რომელიც მთელ დარჩენილ წელიწადზე იმოქმედებს - რას მოგვიტანს 12 აპრილის ახალმთავრეობა, რომლის მსგავსიც ბოლოს 12 წლის წინ იყო
image


თვეში ერთხელ ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა. ესაა ახალი ენერგიის, იმპულსის დაბადება, ახალი მისიების შესრულების სტიმული, რომელიც თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად უნდა განვლოთ. როგორც წესი, წელიწადში 12 ახალმთვარეობა გვაქვს და თითოეული თითოეულ ზოდიაქოს ნიშნაში (გამონაკლისი იყო 2020 წელი, რომელიც 13 ახალმთავრეობისგან შედგებოდა). აპრილში ახალმთვარეობას ველოდებით 12-ში, 6:31-ზე. ახლანდელი ახალმთვარეობა იმითაცაა გამორჩეული, რომ ვერძის ზოდიაქოში ხვდება, ვერძი კი ზოდიაქოს წრის პირველი ნიშანია და ახლანდელ ახალმთვარეობას გამოძახილი ექნება მთელ წელზეც.


აპრილის ახალმთავრეობა გვაძლევს ენერგიას, რომ მთვარის ახალ თვეში დავიწყოთ ახალი საქმე, ახალი ენერგიით შევუდგეთ განვითარებას, წინსვლას. ამ ახალმთვარეობაზე კარგია სამომავლო გეგმის, მიზნების, სურვილების ჩამოწერა. უნდა გაგახაროთ, რომ სასიამოვნო ახალმთავრეობა გველოდება, მოიმატებს აქტიურობა, ლიდერობა, აღიარების სურვილი. გარშემო მყოფებში მომატებული იქნება კეთების, მიღწევის, განვითარების, ინიციატივის, ლიდერობის გამოვლინება. ვერძი არის ცეცხლის ნიშანი და ცეცხლი არის მამაკაცური ენერგია. ეს არის პირველი ნაბიჯი, პირველი იმპულსი, სურვილი. მთავარია, თავად იყოთ მზად მოქმედებისთვის და გაითვალისწინოთ ის სფერო, სადაც თქვენ პირადი ზოდიაქოს ნიშნისა და ასცენდენტის მიხედვით გელით ახალმთვარეობა.


მთვარის ამ თვეში ან მთელი წლის განმავლობაში მოგეცემათ შანსი, რომ შეხვდეთ თქვენს სიყვარულს



12 აპრილის შემდეგ დაწყებული საქმეები კარგად განვითარდება, ჩაგდებული მარცვალი კარგ მოსავალს მოგიტანთ. ახალმთავრეობაზე მთვარე კარგ პოზიციაში იმყოფება სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ვენერასთან და გონების მმართველ პლანეტა - მერკურთან. ვენერა კომფორტის შექმნის, სიამოვნების მიღებაზე იქნება მომართული. მთვარის ამ თვეში ან მთელი წლის განმავლობაში მოგეცემათ შანსი, რომ შეხვდეთ თქვენს სიყვარულს. დაარეგულიროთ არსებული სასიყვარულო კავშირი. აგრეთვე, დაგირეგულირდებათ საქმიანი კავშირებიც. ზოგადად, ადამიანებში სიხარულისა და პოზიტივის შეგრძნება მოიმატებს. ვენერა ფულსაც მართავს და ამ პოზიტიურ ასპექტზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთელი წელი უზრუნველად გაატარებთ. უმეტესობა გაიუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას. თუ, დავუშვათ და, პირად ცხოვრებაში რაღაცას ვერ განავითარებთ, სასურველს ვერ მიიღებთ, წლის ბოლოს (უფრო კონკრეტულად კი 2021 წლის 19 დეკემბრიდან 2022 წლის 28 იანვრამდე) ვენერა რეტროგრადულ (უკანამავ) სვლაში გადავა და მაშინ მოგეცემათ შანსი, რომ დაუბრუნდეთ დაწყებულ და მიტოვებულ საქმეებს, ქმედებებს და განაახლოთ, მიიღოთ შედეგი.


მერკურის გავლენით მეტად გონიერები გავხდებით, გააზრებულად ვიმოქმედებთ, არ გაგვიჭირდება საქმიანი კავშირების დამყარება. მერკური გვიბიძგებს, რომ რაღაც ვისწავლოთ, გონებრივად განვვითარდეთ. გვაძლევს შანსს, რომ ლოგიკურად, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიმოქმედოთ (თუნდაც წინა წლის). ეცადეთ, დაგეგმოთ ყოველი დღე, ნაბიჯი. ნუ ეცდებით წარსულში დაბრუნებას; მხოლოდ განვითარებაზე, წინსვლაზე უნდა იყოთ მომართული. ასტროლოგიურ ისტორიას რომ გადავხედოთ, ასეთი ახალმთავრეობა - მთვარის პოზიტიური კავშირი ვენერასთან და მერკურთან - უახლოეს წარსულში 2009 წლის 26 მარტს გვქონდა. თუ გახსოვთ, 2008 წელს იყო მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ერთი წლის მერე კი განახლდა მიმოსვლები, მოლაპარაკებები, განხილვები, ხელშეკრულებების გაფორმება. თავადაც გადახედეთ, გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ. ილაპარაკეთ, დაამყარეთ ახალი კავშირები ამასთან, მოუსმინეთ, რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, რათა გონივრული რჩევების გათვალისწინებით გაიუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა, ფინანსური სიტუაცია. კოსმოსი განვითარების, წინსვლის შესაძლებლობას გაძლევთ და ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, გულხელდაკრეფილი ნუ იჯდებით. გარდა ამისა, მზე იუპიტერის (დიდი ბედნიერების პლანეტა) კარგი ასპექტიც გვაქვს. იყავით მზად სასიამოვნო განახლებისთვის, მცირე და გრანდიოზული პროექტების, საქმეების დასაწყებად. ყოველი ნაბიჯი კი წინა გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეცდომების გათვალისწინებით გადადგით.


image


12 აპრილი ენერგეტიკულად სუსტი დღეა, გამორიცხული არაა, ცოტა დაბნეული, უენერგიო იყოთ. ამიტომ ახალი საქმეები უმჯობესია, 14-დან დაიწყოთ. ახალმთვარეობის 2 დღე კი არ დაიტვირთოთ საქმეებით, აქტიურობით. უმჯობესია, ჩამოწეროთ თვისა და წლის გეგმა, სურვილი, მიზანი. გააკეთეთ ის, რაც წინსვლას მოგიტანთ; მოერიდეთ იმას, რაც უკან დაგხევთ, წარსულში ვერ დაბრუნდებით.


  • ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად აპრილის ახალმთვარეობას

რა თქმა უნდა, ვერძები, განსაკუთრებით, 7-17 აპრილის შუალედში დაბადებულები. თქვენ გეძლევათ აქტიურად მოქმედების შანსი. იყავით მეტად მიზანმიმართულები, გაბედულები, ლიდერები. იყავით ინიციატივიანები, აიყოლიეთ გარშემო მყოფები და განახორციელეთ თქვენი იდეები. ახალმთვარეობა გაძლევთ შანსს, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, განწყობა, მატერიალური მდგომარეობა, ისწავლოთ და განვითარდეთ, დაამყაროთ კავშირები საჭირო ადამიანებთან. იმოქმედოთ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.


იგრძნობენ სასწორებიც, განსაკუთრებით, 10-20 ოქტომბრის შუალედში დაბადებულები. თქვენ ხართ მომართული პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, მოიმატებს კომპრომის, თანასწორობის სურვილი. მერკურის გავლენით კარგად, დიპლომატიურად შეძლებთ პარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვას. მოუსმინეთ, მიიღეთ საჭირო ინფორმაცია. საკუთარ ცხოვრებაშიც მიიზიდავთ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენს იღბალში ამ ახალმთვარეობაზე და ზოგადად მთელი წელი. გირჩევთ, დაიცვათ ბალანსი - სხვების გაბედნიერებაზე მომართულს, საკუთარი თავი ნუ დაგავიწყდებათ.


პოზიტიურად იგრძნობენ ახალმთვარეობას ცეცხლის ნიშანები: ლომი (10-20 აგვისტოს შუალედში დაბადებულები) და მშვილდოსანიც (8-18 დეკემბრის შუალედში დაბადებულები). ახალმთვარეობა გამოააშკარავებს თქვენს შემოქმედებით ნიჭს, ინიციატივას, მოიმატებს ლიდერობის, მოქმედების სურვილი. შანსი გეძლევათ, რომ განახორციელოთ თქვენი იდეები, პროექტები.


ცოტა დაძაბულობა და სირთულეებთან შებრძოლება მოუწევთ კირჩხიბებსა (9-19 ივლისის შუალედში დაბადებულებს) და თხის რქებს (7-17 იანვრის შუალედში დაბადებულებს). შეიძლება მთვარის ამ თვეში და ზოგადად წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოგიწიოთ ცვლილებები, შეცვალოთ პროექტები, მიმართულება, იდეები. იმოქმედეთ პოზიტივის მიმართულებით. თქვენ გაქვთ ყველა შანსი, რომ განვითარდეთ, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადახვიდეთ. ნუ შეუშინდებით და შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს, მიიღეთ ისინი. ტრანსფორმაცია გარდაუვალია, მაგრამ პლანეტების პოზიტიური განლაგების გამო კარგ შედეგებს მიიღებთ.

მომდევნო ახალმთვარეობას ველოდებით 11 მაისს. ბედნიერ ახალმთვარეობას გისურვებთ!


ასევე დაგაინტერესებთ:



ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!

რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა

0
1214
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0