x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტოშოპის გარეშე – 20 რეალური ფოტო, რომელიც რედაქტირებულს ჰგავს

დღეს, სოციალურ ქსელში, უამრავი რედაქტირებული ფოტოსურათია და ხშირად, როდესაც სურათს ვუყურებთ, რთულია იმის გაგება, ნამდვილია ის, თუ არა. თუმცა, ფოტოშოპი კარგი რედაქტორია იდეალური სურათის შესაქმნელად და ბევრ ადამიანს მოსწონს, ამ ფოტორედაქტორით მანიპულირება. მაგრამ, არის რეალური ფოტოები, რომლებშიც რაღაც განსაკუთრებულია... და შეიძლება ვიფიქროთ, რომ თვალი გვატყუებს... მაგრამ, ასეთი ფოტოების გადასაღებად, მხოლოდ ზუსტი დრო, ადგილი და დეტალებისადმი ყურადღების გამოჩენაა საჭირო... და აქ, სწორედ ასეთი ფოტოების ნაკრებია წარმოდგენილი:


1. კიბო–განდეგილმა (ლათ. Paguroidea) ახალი სახლი იპოვა (ალბათ, ნიჟარა ჰგონია)image


2. მიკროსკოპში დანახული თოვლის ფიფქიimage


3. «ქვიშის დათვი» (ვიღაც სენდბორდით სრიალებდა, დაეცა და დათვის ფორმის ქვიშიანი ღრუბელი წარმოქმნა)image


4. შტორმი ჩრდილოეთის ზღვაზეimage


5. შენბრუნის სასახლის ეზოში (ვენა) სიმეტრიულად გასხლული ხეები image


6. წვეთებში არეკლილი ყვავილებიimage


7. გუბეში არეკლილი ღამის ცაimage


8. მათი შრომა, ნამდვილად რომ დასაფასებელია: შეადარეთ – შენობის სუფთა და ჭყიანი ნაწილიimage


9. წლის 2 სეზონიimage


10. «თუ სასურველი გუნდი არ მოიგებს, წვიმა წამოვა»image


11. ძაღლები, ალბათ, ვერ ხვდებიან, რამდენად იდეალურად ერწყმიან გზის საფარსimage


12. სხვა სამყაროში გასასვლელი «საიდუმლო პორტალი» (ხიდი ბულგარეთში)image


13. ზღვის ტალღის ქვეშimage


14. ნავი «საჰაერო ბალიშზე» (ამ კამკამა წყლებში, ალბათ ბევრს გაუჩნდება ბანაობის სურვილი)image


15. ფარშევანგი და მისი «სული»image


16. «მეტიჩარა»*image


17. გზა, რომელმაც ხანძარს აჯობაimage


18. ცაში «გაფრენილი» ნავებიimage


19. «მფრინავი ჰოლანდიელი» (ლეგენდარული იალქნიანი გემი) image


20. ჩინეთში, ჟონგნანის მთებში ძველი ბუდისტური ტაძარია, რომლის ეზოში 1400 წლის ხე დგას. ეს გინკგოა (ლათ. Ginkgo) და როდესაც მას ფოთოლცვენა ეწყება, – ზემოდან, ეს სანახაობა, ოქროს გროვის ასოციაციას ქმნის.image


მზესუმზირა* — მცენარის სახელი ორი ბერძნული სიტყვისგან, «helios» — მზე და «anthos» — ყვავილი, წარმოსდგება. და რა თქმა უნდა, ასე შემთხვევით არ დაურქმევიათ. მზესუმზირის უამრავი ყვავილედი, რომელსაც გარს კაშკაშა ფურცლები აკრავს, მართლაც რომ მზეს მოგვაგონებს. გარდა ამისა, ამ მცენარეს ერთი უნიკალური თვისებაც აქვს — ის თავს ყოველთვის მზის მიმართულებით აბრუნებს. მზესუმზირა ყოველთვის მზეს უმზერს — თვალს ადევნებს მის მიერ გავლილ მთელს გზას, აისიდან – დაისამდე.
მცენარეს კუნთები არა გააჩნია და მისი ყვავილი ორიენტირებას მხოლოდ იმის ხარჯზე იცვლის, რომ ღერო, რომელსაც ის უჭირავს, არათანაბრად იზრდება. მისი ზრდის მექანიზმი მეცნიერებმა სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. საქმე იმაშია, რომ მცენარის ღერო ღამე უფრო ძლიერ გრძელდება დასავლეთის მხარე და ამიტომ არის, რომ დილით ის აღმოსავლეთით «იყურება», ხოლო დღის მანძილზე, ინტენსიურად იზრდება ღეროს აღმოსავლეთის მხარე და ის თავს ნელ-ნელა დასავლეთისკე აბრუნებს. ამიტომ, ზრდის პროცესში, მზესუმზირის ყვავილი მართლაც რომ დაჰყვება მზეს და ამართლებს საკუთარ სახელს ფრანგულად («tournesol» – მზესუმზირა) და ქართულად, ნამდვილად რომ ამართლებს.

ასეთი ბრუნვის წყალობით, ზრდის ფაზაში, მცენარე 10-15 % მეტი მზის ენერგიის მიღებას ახერხებს, ვიდრე მის გვერდით მყოფი სხვა მცენარეები.

როდესაც მზესუმზირის ზრდა სრულდება, ის აღმოსავლეთის მიმართულებით ჩერდება. ამასაც აქვს თავისი ახსნა — ასეთი ორიენტირება მცენარეს, დილის საათებში, კარგად გათბობის და უფრო მეტი მწერების მიზიდვის საშუალებას აძლევს.

image


არხის სხვა სიახლეები:


შეიძლება თუ არა, საყოველთაო ვაქცინაციით კორონავირუსის დამარცხება? – პასუხობს სინგაპური


ვის ახდევინებდნენ უშვილობის გადასახადს?.. და სხვა საინტერესო ფაქტები სსრ კავშირის შესახებ


"ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია..." – ოკეანეში დაკარგულების ისტორია


იდუმალებით მოცული ისტორიული ფოტოები, რომლებიც ახსნის გარეშე რთული გასაგებია


ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ ხდებოდა — 10 ისტორიული ფოტო


ბრძნული ფრაზები ცხოვრების გასამარტივებლად


როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს და რა ხდება კადრს მიღმა (25 ფოტო)

0
624
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0