სხვა ზღვარგადასული სიმდიდრე: როგორ ცხოვრობენ ჩინეთის ბიზნეს - იმპერიების მემკვიდრეები 2021, 10 აპრილი, 22:53 პირველი ასოციაცია რომელიც ჩინეთის ხსენებისას თავში ნებისმიერ ადამიანს მოსდის - სიღარიბე და სიმკაცრეა. ბევრს ჰგონია, რომ ჩინეთის მოსახლეობა კომუნისტური მმართველობის პირობებში გარკვეული სახის შევიწროებას განიცდის და თავს არანაირი ფუფუნების საშუალებას არ აძლევს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ცხოვრება არც იმდენად ცუდია, თუკი თქვენი მშობლები შეძლებულები და გავლენიანები არიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ჩინეთის "ოქროს ახალგაზრდობას", რომელსაც ცისქვეშეთში "ფუერდაის" ან "მეორე თაობის მდიდრებს" უწოდებენ, და მინდა გითხრათ რომ ისინი, სხვა უფრო დემოკრატიული ქვეყნების შეძლებული ოჯახისშვილებისგან პრაქტიკულად არც არაფრით განსხვავდებიან.ჩინეთის მდიდარი ბიზნესმენებისა და ჩინოვნიკების შვილებს ოჯახის ფულის ხარჯვის გარდა სხვა არაფერი ეხერხებათ, მოგეხსენებათ რომ "ოქროს ახალგაზრდობა" საშუალაო ფენის ადგილობრივ მაცხოვრებლებს დიდად გულზე არ ეხატებათ, პრესა კი მათზე იმაზე უარესებს წერს, ვიდრე ამერიკული გაზეთები 10 წლის წინ, პერის ჰილტონის შესახებ წერდა. "ფუერდაის" წარმომადგენლები ცდილობენ იმ ადგილებში არ გამოჩნდნენ, სადაც საშუალო კლასის ჩინელები იკრიბებიან. სწორედ ამიტომ, შეძლებული ოჯახის შვილებისთვის სპეციალური კლუბი - "Relay China Elite Association"- იც კი შეიქმნა, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ მთელი თავისუფალი დრო მშვიდად გაატარონ და თავისივე სოციალური ფენის წარმომადგენლები გაიცნონ.კლუბის წევრობა ფასიანია, მასში გასაერთიანებლად მსურველებს პირველადი საფასურის გადახდა უწევთ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები 200 ათასს იუანს (31, 5 ათასი $) შეადგენს. რამდენიმე წლის წინ, "ფუერდაიზე" საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად კლუბმა "Relay" -იმ რებრენდინგი მოახდინა, და ახლა უკვე მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები საკუთარ თავს "ერდაის", ანუ "მეორე თაობას" უწოდებენ. 2016 წლიდან "ოქროს ახალგაზრდობას" ტელევიზიით გამოჩენა ეკძალება, თუმცა საზოგადოებისთვის თავიანთი მდიდრული ცხოვრების დემონსტრირებას ახლა უკვე ისინი სოციალური ქსელების საშუალებით ახდენენ, და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მთავრობა მათი ცხოვრების ამგვარ წესს სასტიკად გმობს, "მეორე თაობის მდიდრებს" ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებთ. ისინი როგორც ძვირადღირებული საჩუქრების, ასევე მდიდრული დასვენებისა და გართობის ამსახველ ფოტოებს საკუთარ მრავალრიცხოვან გამომწერებს სისტემატურად უზიარებენ.ჩინეთის "ოქროს ახალგაზრდობა" ბევრს მოგზაურობს, მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო ღვინოებს მიირთმევს, მხოლოდ პრემიუმ ბრენდის სამოსს ანიჭებს უპირატესობას, ექსკლუზიურ აქსესარებს ატარებს და არც აზარტულ თამაშებზე ამბობს უარს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კაზინოები ოფიციალურად აკრძალულია. ნებისმიერი პატივსაცემი ჩინელი გოგონა ალმასის თვლებიანი სამკაულების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ცისქვეშეთის შეძლებული ახალგაზრდობა მხოლოდ კერძო თვითმფრინავებით მოგზაურობს, წვეულებებს კი, მხოლოდ ფეშენებელურ იახტებზე აწყობს. ამგვარი ცხოვრების წესის მიუხედავად, მდიდარი ჩინელების 60% -ზე მეტი საკუთარი ქვეყნის დატოვებაზე მაინც ფიქრობს.503 შეფასება არ არის |