x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბათუმში კაცმა ყოფილ ცოლს ქუჩაში სცემა "ფეისბუქის" გაუქმების მოთხოვნით
image

ბათუმში გოგებაშვილის ქუჩაზე ადრე ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქუჩაში სცემა "ფეისბუქის" გაუქმების მოთხოვნით.ინფორმაცია გამოცემა Batumelebi ავრცელებს.



"სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ ქალი არ უნდა სარგებლობდეს სოციალური ქსელით, ასევე ქალის დაუმორჩილებლობით გაღიზიანებულმა, რომ ამ უკანასკნელმა არ გააუქმა სოციალურ ქსელ “Facebook’’-ში რეგისტრირებული თავისი პირადი პროფილი, ხელების თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს – ა.-ძეს, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი…“ – აღნიშნულია სასამართლოს განაჩენში.


მოწმის ჩვენებით, კაცმა ძალადობა მას შეწყვიტა, როცა ქალმა უთხრა, რომ 112-ში რეკავდა. მანამდე ქალი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა და მოძალადე მას შემთხვევით შეხვდა.



„დაზარალებულმა ქალბატონმა მითხრა, რომ მოძალადე მისი ყოფილი მეუღლე იყო და პოლიციას თვითონვე შეატყობინებდა, “ – დასძინა მოწმემ.


მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ყოფილ ცოლზე მოძალადე მამაკაცს 400 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა.

0
85
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0